ხუთი ტურის შემდეგ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ფეხბურთელთა შესახებ, რომლებმაც გულშემატკივრებს თავი საუკეთესო კუთხით დაანახეს
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დაწყებიდან ხუთი ტურია გასული და უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ფეხბურთელთა შესახებ, რომლებმაც გულშემატკივრებს თავი საუკეთესო კუთხით დაანახეს.

ბუნებრივია, ჯერ ძალიან ადრეა სეზონის აღმოჩენებზე, იმედგაცრუებებზე და მსგავს თემებზე საუბარი, მაგრამ ასეთი ლოკალური კონკურსის ჩატარება მაინც შესაძლებელი გახლდათ და ჩატარდა კიდეც. იტალიურ პრესაში ის ხუთი ფეხბურთელი გამოვლინდა, რომლებიც ტიფოზებმა განვლილი ხუთი ტურის შემდეგ გამოარჩიეს. მაშ ასე, ხუთი ტურის ხუთი ხუთოსანი...

ანდრეა ბარცალი (იუვენტუსი)

ზაფხულის სატრანფერო პერიოდში, "იუვენტუსის" მესვეურები გამალებით ცდილობდნენ დაცვის ცენტრის გაძლიერებას, მაგრამ სასურველი უკანახაზელები ვერაფრით გადაიბირეს - ვერც სალვატორე ბოკეტის მოარგეს შავ-თეთრი მაისურა და ვერც ბრუნო ალვეშს.

გაწბილებულ ჯუზეპე მაროტას ისღა დარჩენოდა, რომ ანდრეა ბარცალიზე შეეჩერებინა არჩევანი და ასეც მოიქცა. როგორც შემდეგ გამოჩნდა, მაროტას ძალიან გაუმართლა, როდესაც რამდენიმე ფრონტზე ხელი მოეცარა და ბარცალი შერჩა.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბარცალი საუკეთესოა "იუვეს" მცველებს შორის, რაზეც პრესისგან მიღებული შეფასებები ნათლად მეტყველებს. ანდრეას ასეთი პროგრესი უმეთვალყურეოდ არც ჩეზარე პრანდელის დარჩენია და გამოცდილი უკანახაზელი ეროვნულ ნაკრებში დააბრუნა. შეგახსენებთ, რომ ანდრეამ ბოლოს "სკუადრა აძურას" ფორმა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოირგო.

ხერმან დენისი (ატალანტა)

30 წლის არგენტინელმა ფორვარდმა ასამდე შეხვედრა ჩაატარა სერია A-ში, თუმცა განსაკუთრებული შედეგიანობით არასდროს გამოირჩეოდა. მისი იტალიური კარიერა "ნაპოლიში" დაიწყო, სადაც ძირითადად სათადარიგოთა სკამზე უწევდა ჯდომა და შესაბამისად, თავი ბევრი ვერაფრით დაგვამახსოვრა. შემდეგ "უდინეზეში" გადაბარგდა, სადაც თითქოს მეტი სათამაშო დრო უნდა ჰქონოდა, თუმცა ასე არ მოხდა - ანტონიო დი ნატალესა და ალექსის სანჩესის ჩრდილში მოქცეულმა უდინედან აბარგება გადაწყვიტა და გასულ ზაფხულს ბერგამოს "ატალანტაში" ამოჰყო თავი.

განვლილ ხუთ პაექრობაში ხერმან დენისმა ოთხჯერ შეარხია მეტოქეთა კარის ბადე, ერთხელ კი საგოლე გადაცემა მიითვალა აქტივში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ არგენტინელი ფორვარდი ახალ გარემოს შესანიშნავად შეეწყო.

სებასტიან ჯოვინკო (პარმა)

სებამ ვერაფრით შეძლო "იუვენტუსში" დამკვიდრება, მას არც ჩირო ფერარა ენდობოდა, არც კლაუდიო რანიერი და არც ლუიჯი დელ ნერი, შედეგად, მოკრძალებული შესაძლებლობების "პარმაში" ამოჰყო თავი და საუკეთესო კუთხით წარმოჩინდა.

ერთ დროს იტალიური ფეხბურთის მომავლად შერაცხული, ბოლო პერიოდში კი ჩრდილში მყოფი ჯოვინკო ახლიდან გაიხსნა და დაგვანახა, რომ თამაში უმაღლეს დონეზე შეუძლია.

როდრიგო პალასიოსთან ერთად, სებასტიანი ხუთი გოლით სათავეში უდგას ბომბარდირთა სიას და თავისი გუნდის უდავო ლიდერია. ასეთი შედეგიანობა კიდევ უფრო დასაფასებელია იქიდან გამომდინარე, რომ სუფთა ფორვარდი არ გახლავთ და ხშირად იხევს უკან შუახაზელთა დასახმარებლად. შედეგიანმა ასპარეზობამ სებას ეროვნულ გუნდშიც გაუმყარა პოზიციები, ჩეზარე პრანდელი ტანმორჩილ, მაგრამ სწრაფ და ტექნიკურ შემტევს რეგულარულად იძახებს "სკუადრა აძურაში".

გავრცელდა ხმები იმის შესახებაც, რომ ჯოვინკოს უკვე დაუკავშირდა "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე და მას "სახლში" დაბრუნება შესთავაზა. თუმცა, უნდა კი სებას იმ სახლში დაბრუნება, საიდანაც უბოდიშოდ გააგდეს? - ეს ჯერ კიდევ საკითხავია...

როდრიგო პალასიო (ჯენოა)

კიდევ ერთი არგენტინელი თავდამსხმელი, რომელიც "ბოკა ხუნიორსიდან" "ჯენოაში" გადავიდა და ამით მთელი აპერტურა-კლაუსურა ერთად გააკვირვა. როდრიგო ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ ყველაზე პოპულარული არგენტინული კლუბის და შესაბამისად, მის გადაბარგებას რომელიმე ევროპულ გრანდში ელოდნენ.

არჩევანი "ჯენოაზე" შეჩერდა და როგორც ჩანს, იმ პერიოდში ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. პალასიო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და მისით მართლაც დანტერესდნენ ევროპული გრანდები. არგენტინელმა რამდენიმე მაცდურ წინადადებაზე თქვა უარი, "ჯენოაში" დარჩა და როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ მიიღო სწორი გადაწყვეტილება.

მის ანგარიშზე უკვე ხუთი გატანილი გოლია და თუ ასე გააგრძელა, მის მიმართ გაჩენილი ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება და უკვე ცხოველ ინტერესში გადაიზრდება. აი, შემდეგ კი ალბათ მოუწევს გარემოს გამოცვლაზე ფიქრი.

ანდრეა პირლო (იუვენტუსი)

კლასი ანდრეა პირლოს არასდროს აკლდა, მაგრამ ბოლო პერიოდში "მილანის" შემადგენლობაში ვეღარ ბრწყინავდა - თითქოს ანელებდა თამაშის ტემპს, რაც სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდებოდა. ეს ყველაფერი მის ასაკს ბრალდებოდა, თუმცა არც მთლად მასე ყოფილა საქმე - როგორც ჩანს, პირლოს მოტივაციასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები და გარემოს გამოცვლა ჰაერივით ესაჭიროებოდა.

შედეგად, ანდრეა "იუვენტუსში" გადაბარგდა და განვლილი ხუთი ტურით თუ ვიმსჯელებთ, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

პირლო "იუვენტუსისთვის" ფუნდამენტური მნიშვნელობის ფეხბურთელი გახდა, სწორედ მასზეა აწყობილი თამაში და ისიც შესანიშნავად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს. ტრადიციულად არიგებს გრძელ და მოკლე გადაცემებს, კარნახობს შეტევის მიმდინარეობას და არც სისწრაფესთან აქვს პრობლემები. ერთი სიტყვით, ანდრეა ათამაშდა - ათამაშდა ისე, როგორც საუკეთესო წლებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება - კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა