"სან ანტონიო სპურსის" ფრანგი გამთამაშებლის ტონი პარკერის ევროპაში თამაში ოფიციალურად გადაწყდა
ოფიციალურად გადაწყდა "სან ანტონიო სპურსის" ფრანგი გამთამაშებლის ტონი პარკერის ევროპაში თამაში. ფრანგული პრესის ცნობით, პარკერის იურისტებმა მოაგვარეს მოთამაშის დაზღვევის საკითხი და ტონიმ უკვე დაადასტურა კონტრაქტის გაფორმება საფრანგეთის ლიგაში მოთამაშე "ვილერბანთან".

ხელშეკრულება ლოკაუტის პერიოდში იქნება ძალაში. ოფიციალურად პარკერს დღეს წარადგენენ "ვილერბანის" ახალწვეულის რანგში. ამ ინფორმაციას ლიონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ ლოკაუტის პერიოდში "ვილერბანში" ვითამაშებ. ეს გადაწყვეტილება ორშაბათს მივიღე.

ჩემთვის დიდი პატივია საფრანგეთში დაბრუნება და სავსებით ლოგიკურია, რომ სწორედ ლიონი ავირჩიე", - განაცხადა პარკერმა, რომელიც ამ კლუბის აქციათა პაკეტის მფლობელი გახლავთ. NBA-ის ვარსკვლავის ხელფასი თვეში 1.5 ათასი ევრო იქნება. დაზღვევის თანხა კალათბურთელმა საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა.

"მქონდა სოლიდური შემოთავაზებები ჩინური კლუბებიდან, "ბარსელონადან", მაგრამ ამ ეტაპზე უბრალოდ შინ დაბრუნება და საფრანგეთში თამაში მინდოდა", - ამბობს ტონი.

პარკერმა კარიერა პარიზულ კლუბში - "პარი ბასკეტ რასინგში" დაიწყო, 2001 წელს კი "სან ანტონიომ" დრაფტში 28-ე ნომრად აირჩია. იმავე წელს ფრანგ მცველს დებიუტი ჰქონდა "სპურსის" შემადგენლობაში.

"სან ანტონიოში" პარკერი სამჯერ გახდა NBA ჩემპიონი - 2003, 2005 და 2007 წლებში. NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში მან 746 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 16.7 ქულა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე სამშობლოში დაბრუნდნენ ბოლო ევრობასკეტის ვიცეჩემპიონები: ნიკოლა ბატუმი, ბორის დიაო და რონი ტურიაფი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა