მსოფლიო კლასიფიკაციის მე-14 ნომერი, ამერიკელი სერენა უილიამსი ამ სეზონში ოფიციალურ ტურნირებში აღარ ითამაშებს
მსოფლიო კლასიფიკაციის მე-14 ნომერი, ამერიკელი სერენა უილიამსი ამ სეზონში ოფიციალურ ტურნირებში აღარ ითამაშებს, - განაცხადა ჩოგბურთელის აგენტმა ჯილ სმოლერმა. ცოტა ხნის წინ, სერენამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ტოკიოსა და პეკინის ტურნირებში თამაშზე უარი თქვა, ახლა კი, საერთოდ, სეზონის ვადაზე ადრე დასრულება გადაწყვიტა.

ასე რომ, უილიამსი გამოტოვებს ოსაკას, ლინცის, მოსკოვისა და ლუქსემბურგის ტურნირებს. წინასწარ იყო ცნობილი, რომ ამერიკელი ვერ მოხვდებოდა სტამბოლში WTA-ის სეზონის შემაჯამებელ ტურნირზე.

შეგახსენებთ, რომ წელს ამერიკის ღია პირველობა უილიამსის ბოლო ტურნირი იყო , სადაც მან 11 სექტემბერს წააგო ფინალი ავსტრალიელ სამანტა სტოსურთან.

ამასობაში, სერენა უილიამსმა ამერიკის ნაკრების შემადგენლობაში დაბრუნებასა და ფედერაციის თასზე თამაშის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. უმცროსმა უილიამსმა 2012 წელს ფედერაციის თასის მეორე ჯგუფში თამაში გადაწყვიტა. ის შეხვედრა 4-5 თებერვალს უორჩესტერში (მასაჩუსეტსის შტატი) გაიმართება - აშშ-ის მეტოქე ბელარუსის ნაკრებია.

სერენა უილიამსმა და მისმა უფროსმა დამ ვენუსმა ბოლოს ფედერაცის თასზე 2007 წელს ითამაშეს. სერენას თქმით, მას უნდა თავის გუნდს ფედერაციის თასის მსოფლიოს ჯგუფის საგზური მოუტანოს.

აშშ-ის ნაკრებმა მსოფლიოს ჯგუფში ადგილი 2011 წლის აპრილში დაკარგა, როცა მეოთხედფინალი გერმანიის ნაკრებთან 0:5 წააგო. თუ ამერიკელები შეძლებენ ბელარუსის დამარცხებას, მაშინ ელიტურ ჯგუფამდე ერთი ნაბიჯის გავლა დარჩებათ . წარმატების შემთხვევაში ამერიკელებს 2013 წელს ექნებათ ფედერაციის თასის მოპოვების შანსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე