"სოხუმის" მწვრთნელი 4 ოქტომბრის მატჩზე და მინსკში განმეორებით შეხვედრაზე საუბრობს
"სოხუმი"-"მინსკის" მატჩის მიმოხილვაში არაერთი კომენტარი ჩავურთეთ. მათ შორის იყო ქართული გუნდის მთავარი მწვრთნელის, აინარს ბაგაცკისის მოსაზრებები. დღეს ამ სპეციალისტის ინტერვიუს შემოგთავაზებთ, რომელშიც იგი 4 ოქტომბრის მატჩსაც ეხება და მინსკში გასამართ განმეორებით შეხვედრასაც.

- "მინსკთან" საშინაო თამაშის წინ ვშიშობდი, რომ შესაძლებლობების სრულად გამოვლენას ვერ შევძლებდით, რადგან გარკვეული მიზეზების გამო წინასწარი მზადება არათანაბრად წარიმართა. შესაბამისად, ძნელი იყო განსაზღვრა რა შეგვეძლო. ისეთ რიტმში არ ვიყავით, როგორიც გვსურდა, მაგრამ საბედნიეროდ კალათბურთელებმა მწყობრი თამაში უჩვენეს და შედეგითაც ვერ ვიქნები უკმაყოფილო. თამაშის ხარისხთან დაკავშირებით კი პრეტენზიები მაქვს.

- კერძოდ რას გულისხმობთ?

- მატჩის წინ კალათბურთელებს ვუთხარი - დაცვიდან უნდა ვითამაშოთ-მეთქი. რიგ ეპიზოდებში მართლაც კარგად გავისარჯეთ, მაგრამ გვქონდა ჩავარდნები. ჭკვიანურად უნდა გვეთამაშა და როცა საჭირო იყო, უპირატესობის შენარჩუნებაზე უნდა გვეზრუნა, მაგრამ სწორედ ასეთ დროს კალათბურთელებმა პუბლიკაზე ითამაშეს, აჩქარდნენ, რამაც შეცდომები გამოიწვია.

- მიღებული 78 ქულა მართლაც ბევრია.

- ეს გარკვეულწილად ნერვიულობის ბრალი იყო, ევროთასზე პირველ მატჩს ვთამაშობდით. მთავარია, რომ ნელ-ნელა დავმშვიდდით და მომდევნო მატჩს უფრო დაწყნარებულები შევხვდებით. დაცვაზე სამუშაო მართლაც ბევრია, თუმცა ვარჯიშები სწორედ ამისთვის არსებობს. ნელ-ნელა ამ კომპონენტში კიდევ უფრო მოვუმატებთ. დაცვაში კარგი თამაში ხომ კონცენტრაციაზე, მოთმინებაზე და ერთობლიობაზეა დამოკიდებული. შეტევაში მთავარი მაინც ნიჭი და იმპროვიზაციაა.

- როგორ ფიქრობთ, გუნდი ოპტიმალურ ფორმას როდის მიაღწევს?

- ერთ თვეში გუნდის შეთამაშება წარმოუდგენელია, ამისთვის რამდენიმე თვეა საჭირო. ვფიქრობ, "სოხუმი" სათანადოდ იანვრისთვის შეიკვრება.

- მანამდე სერიოზული მატჩია - 11 ოქტომბერს მინსკში განმეორებითი შეხვედრა გელით.

- თბილისურ მატჩამდე "მინსკის" შესახებ არასრულ ინფორმაციას ვფლობდი. თუმცა კარგად ვიცნობდი მისი მწვრთნელის სათამაშო სტილს, რომლის ხელმძღვანელობით "მინსკი" შარშან "VTB ლიგაზე" თამაშობდა. ამასთან, ისიც მოგვეხსენებოდა, რომ გუნდი გამოცდილი კალათბურთელებით არის დაკომპლექტებული. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, განმეორებითი მატჩი ძალიან რთული იქნება. ბელარუსები საკუთარ კედლებში მაქსიმალურად შეეცდებიან თბილისში დაკარგულის ანაზღაურებას.

- რამდენად რეალურად მიგაჩნიათ "მინსკის" მიერ 16-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა?

- ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ, თუმცა ყოფილა შემთხვევები უფრო დიდი სხვაობაც გაბათილებულა. ახლა მთავარია, დავივიწყოთ რომ მარაგში 16 ქულა გვაქვს და ვირწმუნოთ: თამაშს ნულოვანი ანგარიშით ვიწყებთ. კარგია, რომ მეტოქეზე უკვე სრული ინფორმაცია გვაქვს და ვიცით რაზე უნდა ვიმუშავოთ. რაც შეეხება პროგნოზს, ეს ნოსტრადამუსის საქმე იყო, მე კალათბურთის ცოდნა მევალება.

- განაცხადში შეყვანილი თორმეტი კალათბურთელიდან ორს კოჭის ტრავმა აქვს. თუ მოესწრება მიხეილ ბერიშვილისა და ირაკლი სორდიას მომდევნო მატჩამდე გამოჯანმრთელება?

- ტრავმებმა შარშანაც შეგვიშალა ხელი. ახლაც არასრული შემადგენლობით ვვარჯიშობთ, რის გამოც კალათბურთელების გვერდით მეც მიწევს სავარჯიშო მოედანზე გასვლა. სადღეისოდ ძნელი სათმელია, მოასწრებენ თუ არა ბერიშვილი და სორდია 11 სექტემბრამდე სრულად გამოჯანმრთელებას. გიორგი გაფრინდაშვილიც ავად იყო, ახლახან გამოჯანმრთელდა და პირველ მატჩში ამიტომაც არ დავტვირთე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა