27 წლის არგენტინელი თავდამსხმელის აგენტი ამტკიცებს, რომ მისი კლიენტი არ გაფიცულა და ტყუილად სჯიან
27 წლის არგენტინელი თავდამსხმელის, კარლოს ტევესის აგენტი ამტკიცებს, რომ მისი კლიენტი არ გაფიცულა და ტყუილად სჯიან. მისი აზრით საქმე ჩვეულებრივ გაუგებრობასთან გვაქვს.

შეგახსენებთ პრობლემის არსს: გასული კვირის სამშაბათს, მიუნხენში, "ბაიერნსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის მეორე ტაიმში, "სიტის" მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ტევესს გახურება და მოედანზე შესვლა მოსთხოვა, ფეხბურთელმა კი უარი უთხრა. თამაში რომ დამთავრდა ტევესთან ტელეჟურნალისტები მივიდნენ, კომენტარი სთხოვეს.

აქ დავძენთ, რომ ფორვარდმა ინგლისური არ იცის და ინტერვიუებს ესპანურად აძლევს, ასე რომ მის სიტყვებს თარგმნიან. "ალიანს არენაზეც" ტევესის კომენტარს თარჯიმანი თარგმნიდა. არგენტინელის იმდღევანდელი "ცხელ-ხცელი" კომენტარით ის გამოდიოდა, რომ მან მწვრთნელს მართლაც პროტესტი თუ გაფიცვა გამოუცხადა, თუმცა ზემოხსენებული აგენტი, ყველასთვის ცნობილი ბრაზილიელი კია ჯურაბჩიანი ამტკიცებს, რომ მან ჩანაწერი მოისმინა და თავად დარწმუნდა, რომ ტევესი გაფიცვას არ ადასტურებს.

ჯურაბჩიანის მიხედვით ტევესმა ასეთი რამ თქვა: "მე მოედანზე იმიტომ არ გავედი, რომ თავს ცუდად ვგრძნობდი. ემოციურად, მართლაც მძიმე დღეში ვიყავი და ვიფიქრე, რომ ჯობდა სკამზე დავრჩენილიყავი. ფსიქოლოგიურად ასეთი მოუმზადებელი ფეხბურთელის მოედანზე შესვლა წამგებიანია".

ტევესის ამ ნათქვამს თარგმნიდა "მანჩესტერ სიტის" თანამშრომელი პედრო მარკესი, რომელიც ჩვეულებრივ არგენტინელის კომენტარებს არ თარგმნის, მაგრამ იმ დღეს ფეხბურთელს აზრის გამოხატვაში დაეხმარა. ჯურაბჩიანმა ისლტენდელებს გაღმა დასდო ბრალი:

"თუ პროფესიონალი თარჯიმანი არ გყავთ, თქვენი პრობლემაა. ინტერვიუმ მთლიანად შეცდომებით ჩაიარა. კარლოსს ორი კითხვა დაუსვეს და მისი პასუხი ორივე შემთხვევაში არასწორად თარგმნეს".

შემდეგ, ჯურაბჩიანმა მანჩინი გააკრიტიკა, იტალიელს სტილი დაუწუნა. მან "სიტის" თავკაცის მეთოდები არსენ ვენგერისა და ჰარი რედნაპის მეთოდებს შეადარა. ბრაზილიელი ბიზნესმენის აზრით ტევესს იმაზე უარესი არაფერი გაუკეთებია, რაც ყოფილმა არსენალელებმა სამირ ნასრიმ და სესკ ფაბრეგასმა, აგრეთვე "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა გააკეთეს. კერძოდ,ირანში დაბადებულმა და საზღვარგარეთ შაჰის განდევნის შემდეგ გადასახლებულმა, ინგლისურად აღზრდილმა აგენტმა, თქვა:

"რობერტოს თავისი სტილი აქვს და ეს სტილი, ვთქვათ, არსენ ვენგერის სტილისგან ძალიან განსხვავდება. ფეხბურთელების პროტესტებს მთელი ზაფხული განმავლობაში ვადევნებდით თვალს. ვუყურებდით ფაბრეგასს, ნასრისა და მოდრიჩს, რომლებიც გუნდებთან ერთად მოგზაურობასა და თამაშზე უარს აცხადებდნენ, ასე რომ საქმე ტევესის უზნეობასთან კი არა, ზოგადად თანამედროვე ფეხბურთში შექმნილ პრობლემასთან გვაქვს.

სხვადასხვა კლუბები და მწვრთნელები ასეთ პრობლემებს სხვადასხვანაირად ებრძვიან და აგვარებენ. კარლოსი, მაგალითად, მიიჩნევს, რომ მას ვერდიქტი მანამდე გამოუტანეს, სანამ გაერკვეოდნენ თუ რა მოხდა სინამდვილეში იმ დღეს, სათადარიგოთა სკამზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა