ნაკრების მთავარი მწვრთნელის მაგირან სულთანზადეს ხელმძღვანელობით ჩვენთან სასწავლო შეკრებაზე მეზობელი 10 მძლეოსანი იმყოფება
ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, მართალია, სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ მის სარბენ ბილიკებზე ყოველდღიურად ხალხმრავლობაა - "სპორტის დედოფლის" წარმომადგენლები საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის თასის გათამაშებისთვის ემზადებიან.

მომავალ შაბათ-კვირას ჩვენს ათლეტებთან ერთად ჯილდოებისთვის აზერბაიჯანელი სპორტსმენებიც იბრძოლებენ. ნაკრების მთავარი მწვრთნელის მაგირან სულთანზადეს ხელმძღვანელობით ჩვენთან სასწავლო შეკრებაზე მეზობელი 10 მძლეოსანი იმყოფება.

- ორი მათგანი პარაოლიმპიელია, რომლებმაც 2012 წლის პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ლიცენზია უკვე მოიპოვეს, - გვიხსნის აზერბაიჯანელთა ნაკრების თავკაცი. - მომავალი შეჯიბრებებისთვის აქ ემზადება ჩვენი ორი ნატურალიზებული მძლეოსანიც, რომლებმაც უკვე მოასწრეს ევროპულ სარბიელზე თავის გამოჩენა.

მადლობა საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციას, რომელმაც საშუალება მოგვცა, ვივარჯიშოთ შესანიშნავ სტადიონზე ქართველ მძლეოსნებთან ერთად. თქვენი სპორტსმენებიც ხშირად ჩამოდიან ბაქოში ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირებში საასპარეზოდ და ერთობლივი წვრთნების ჩასატარებლად. ჩვენ ერთმანეთისგან ვსწავლობთ, რაც საერთაშორისო სარბიელზე დადებით შედეგს იძლევა.

მეხტი ნაგიევი, აზერბაიჯანის მძლეოსნობის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი: "საქართველოში თავს ყოველთვის შინაურულად ვგრძნობთ. ახლაც თქვენმა ფედერაციამ ალექსი ახვლედიანის ხელმძღვანელობით ჩვენს სპორტსმენებს ვარჯიშისა და აქტიური დასვენების ჩინებული პირობები შეუქმნა. ყველგან, ტრადიციულად, სიყვარულით გვხვდებიან. დიდი მადლობა სტუმართმოყვარეობისთვის."

სტადიონზე ქართველი და აზერბაიჯანელი სპორტსმენების ვარჯიშს თვალს ადევნებდა საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი, რომელთან საუბარსაც აქვე გთავაზობთ:

- წლეულს უფრო დიდ მიზნებს ვისახავდით, მაგრამ გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო ყველაფრის შესრულება ვერ შევძელით, თუმცა საქართველოს ნაკრების ბევრმა წევრმა საკუთარი მიღწევები საგრძნობლად გააუმჯობესა.

განსაკუთრებით ახმეტელი სამხტომელი ლაშა ღულელაურის წინსვლა გვახარებს. ტრაბზონში მან ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე მეორე ადგილი დაიკავა - გამარჯვებულს სულ ერთი სანტიმეტრით ჩამორჩა. მანვე ახალგაზრდებს შორის კონტინენტის პირველობაზე მერვე ადგილი დაიკავა. შედეგის გაუმჯობესება ტრავმის გამო ვერ შეძლო.

კორეაში მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა გამოსულიყო ბირთვის მკვრელი მარიამ ქევხიშვილი, მაგრამ შეჯიბრებამდე ცოტა ხნით ადრე ტრავმა მიიღო. ახლა მკურნალობს. ორიოდე თვეში სრული დატვირთვით დაიწყებს ვარჯიშს და დარწმუნებული ვარ, ლონდონის ოლიმპიადის საგზურს აუცილებლად მოიპოვებს.

მსგავსი წარმატების რეალური შანსი აქვთ ღულელაურს, ორი ოლიმპიადის მონაწილე დავით ილარიანს, სალომე რიგიშვილს, ახალციხელ ზილბერშტეინებს და სხვებსაც. სამი ლიცენზიის მოპოვებას ვგეგმავთ. ახლახან კიევიდან სპეციალურად მოვიწვიეთ სპორტული ექიმები, რომლებიც საქართველოს ნაკრების წევრებს გამოკვლევებს ჩაუტარებენ, სათანადო დასკვნებს მოგვცემენ და ვარჯიშების კორექტირებისთვის შთაბეჭდილებებსაც გაგვიზიარებენ.

- ზამთრისთვის სავარჯიშო პირობები თუ გექნებათ?

- აუცილებლად. გაზაფხულიდან მძლეოსნური მანეჟის რეკონსტრუქცია დავიწყეთ. სამუშაოების დიდი ნაწილი დამთავრებულია. ახლა გათბობის სისტემა მონტაჟდება, მთავრდება პირველი სართულის რეაბილიტაცია - გასახდელების, სველი წარტილებისა და საშხაპეების კეთილმოწყობა, ასე რომ, ჩვენი სპორტსმენები თბილ მანეჟში ივარჯიშებენ.

- სარბენი ბილიკები თუ დაიგება?

- მოგეხსენებათ, 2015 წელს ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი თბილისში გაიმართება. ტანმოვარჯიშეთა პაექრობების გამართვა ჩვენს მანეჟში იგეგმება, რამაც რეკონსტრუქციის გეგმებში კორექტივები შეიტანა.

საბოლოოდ თუ გადაწყდება ტანმოვარჯიშეთა შეჯიბრებების ჩვენთან ჩატარება, მაშინ სხვაგვარი ბილიკები დაგვჭირდება, ანუ აუცილებელი გახდება სეზონური სამონტაჟო სარბენი ბილიკების დაგება, რომლის ეროვნული სტადიონის გვერდით სათადარიგო მოედანზე გადატანაც შეგვეძლება, რათა იქ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე მძლეოსნებს მოსათელი სარბიელი მოვუწყოთ. ასე რომ, მანეჟის სარბენი ბილიკების საკითხი გაისისთვის გადაიდო, თუმცა ეს ჩვენი სპორტსმენების სათანადოდ მომზადებას ხელს ვერ შეუშლის.

- ფრანგებთან ურთიერთობა ისევ გრძელდება?

- მემორანდუმით გათვალისწინებული ყველა პირობა წლეულს ვერ შესრულდა, თუმცა წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდში ის ქართველი მძლეოსნები, რომლებიც სალიცენზიო ტურნირებისთვის ემზადებიან, პარიზში გაივლიან სამედიცინო შემოწმებას და ორკვირიან საწვრთნელ შეკრებას.

გაისად საფრანგეთის დედაქალაქში საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად 1997-1998 წლებში დაბადებულ რამდენიმე სპორტსმენსაც გავგზავნით. ამ ასაკში წლეულს შეჯიბრებები ჩავატარეთ და პერსპექტიული მოზარდები შევარჩიეთ. ისინი 2015 წლის თბილისის ოლიმპიური ფესტივალისთვის აქედანვე მოემზადებიან.

მარცხნიდან - მაგირან სულთანზადე, ალექსი ახვლედიანი, მეხტი ნაგიევი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის