ბრიტანულმა “დეილი რეკორდმა” დაწვრილებით აღნუსხა ის საშიში ტენდენციები, რაც ბოლოს წლების ფეხბურთში შეინიშნება
ბრიტანულმა “დეილი რეკორდმა” მეტად საინტერესო რეიტინგი შეადგინა, სადაც დაწვრილებით აღნუსხა ის საშიში ტენდენციები, რაც ბოლოს წლების ფეხბურთში შეინიშნება. ტრავმატულობა ფეხბურთის მხოლოდ ერთი საშიში სახეა, სიღრმეში კი ბევრად მეტი რამ იმალება.

გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნებოდა იმ გუნდებზე მოთხრობა, რომლის ფეხბურთელებს უწევდათ ან დღემდე უწევთ გარკვეულ რისკზე წასვლა ფეხბურთის თამაშის პარალელურად. შავ სიაში ერთბშად ორი რუსული კლუბი მოხვდა. რატომ, ამ ყველაფერზე ქვემოთ შეიტყობთ.

1. ანჟი (რუსეთი)

“ანჟის” მშობლიურ ქალაქ მახაჩყალაში ცხოვრება იმდენად საშიშია, რომ ფეხბურთელები იქ მხოლოდ სათამაშოდ ჩადიან. თამაშის დამთავრებისთანავე კი სტადიონიდან 1000 კმ-ში, მშვიდობიან ზონაში, მოსკოვში მიფრინავენ. მახაჩყალაში სამუელ ეტო’ოს პრეზენტაციის დღეს, ფეხბურთელისა, რომელიც კლუბის მფლობელმა სულეიმან კერიმოვმა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქცია, ქალაქში სროლების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ძალადობისა და საომარი მოქმედებებით დატანჯული ჩეჩნეთის სიახლოვის გამო 2001 წელს “ანჟიმ” უეფას თასის თამაში სულაც ვარშავაში ჩაატარა.

2. ტერეკი (რუსეთი)

ლეგენდარული ჰოლანდიელი რუუდ გულიტი “ტერეკიდან” ცუდი შედეგების გამო გაუშვეს. პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩამდე კი მწვრთნელს პირდაპირი ტექსტით განუცხადეს: თამაშს მოიგებ ან პრობლემები შეგექმნებაო. მუქარას კიდევ აიტანს ადამიანი, მაგრამ როცა ამ სიტყვების ავტორი რამზან კადიროვია, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ახმატ კადიროვის შვილი მაშინ... 35 წლის რამზანს საზოგადოების წინაშე არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი მამის (დაიღუპა 2004 წლის მაისში) მკვლელებს უკვე გაუსწორდა: “უკვე მოვკალი ის, ვინც უნდა მომეკლა, იმათმაც უკვე მიიღეს კუთვნილი სასჯელი, ვინც ჩვენს ზურგს საქმეებს ხლართავდა”. სურათის უკეთ დასახატად გამოცემა ამატებს, რომ რამზან კადიროვს სახლში “შინაურ ცხოველებად” ლომი და ვეფხვი ჰყავს, მეგობრობით კი სკანდალისტ მოკრივე მაიკ ტაისონთან მეგობრობს.

3. მარსელი (საფრანგეთი)

უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში “მარსელის” 8 ფეხბურთელი დააყაჩაღეს. ბრაზილიელმა ვიტორინო ჰილტონმა “მონპელიეში” გადაბარგება იმ მარტივი მიზეზის გამო გადაწყვიტა, რომ მისი სახლი ამ ქალაქში პირწმინდად “გაასუფთავეს”, ამას გარდა ყაჩაღები სასტიკად გაუსწორდნენ ფეხბურთელს, მისი ოჯახის წევრები კი ტყვედ აიყვანეს. ამბობენ, რომ ლუჩო გონსალესის მთავარი პრობლემასაც ხმელთაშუა ზღვის პირას სწორედ კრიმინალები წარმოადგენენ. ის ეხვეწა და ემუდარა კლუბის მესაკუთრეებს, მისთვის თავისუფალი აგენტის სტატუსი მიენიჭებინათ მას მერე, რაც სახლში შეიარაღებული ადამიანები შეეჭრნენ და მასა და მის მეუღლეს მოკვლით ემუქრებოდნენ იმის მიუხედავად, რომ სახლში არსებული ძვირფასეულობა მათ ხელში იყო. მათ ფეხბურთელს წაართვეს ასევე საკრედიტო ბარათები და ძვირფასი ავტომობილი.

4. ტოგოს ნაკრები

2010 წელს ანგოლაში უცნობმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ის ავტობუსი დაცხრილა, სადაც აფრიკის თასზე მონაწილეობის მისაღებად მიმავალი ტოგოს ნაკრების ფეხბურთელები ისხდნენ. კალაშნიკოვის ტყვიებს მძღოლი მარიო აჯოუა ემსხვერპლა, მცველმა სერჟ აკაკპომ და მეკარე კოჯოვი ობილალემ კი მძიმე ჭრილობები მიიღეს. ხუთი ადამიანი მსუბუქად დაზიანდა, მათ შორის ნაკრების ექიმები და ჟურნალისტები. ნაკრების დაცვასა და თავდამსხმელებს შორის სროლა ნახევარი საათს გრძელდებოდა და ანგოლის პოლიცია ადგილზე მხოლოდ ამის მერე გამოცხადდა. მთელი ეს დრო ფეხბურთელები ავტობუსში სავარძლების ქვეშ იმალებოდნენ.

5. პორტუგეზა (ბრაზილია)

“პორტუგეზამ” შინაურ ჩემპიონატში “ვილი ნოვასთან” წააგო, რასაც მათ გასახდელში ოთხი ავტომატიანის შეჭრა მოჰყვა. თავდამსხმელებმა იქ მყოფებს გასაგებად “აუხსნეს”, რომ თუკი მომავალშიც ასეთ ცუდ შედეგებს აჩვენებდნენ, დიდ უსიამოვნებებს გადაეყრებოდნენ.

6. რომა (იტალია)

“რომაში” შავკანიანი ფეხბურთელები თავს მთლად კომფორტულად ვერ გრძნობენ, რადგან მათზე თავდასხმა არაერთხელ მომხდარა. მაგალითად 26 წლის აჰმედ ბადუსოს უცნობები დახვდნენ, სასტიკად სცემეს და მანქანა წაართვეს იმ მიზეზით, რომ კითხვაზე, წავიდოდა თუ არა კლუბიდან, უარით უპასუხა. სტეფან ოკაკა კი იმის გამო გაილახა, რომ მატჩის შემდეგ ავტოგრაფების გაცემაზე უარის თქვა.

7. ცრვენა ზვეზდა (ბელგრადი)

2008 წელს “ცრვენა ზვეზდას” გულშემატკივარს 10 წელი იმიტომ მიუსაჯეს, რომ სტადიონზე პოლიციელის მოკვლა სცადა. ბელგრადელი ფანების სინდისზეა ასევე “ტულუზის” გულშემატკივრის სიკვდილი, რომელიც სერბებმა ევროპის ლიგაზე “პატიზანისა” და “ტულუზის” მატჩის შემდეგ ჩაიგდეს ხელთ და სასტიკად გაუსწორდნენ. ყველაზე სისხლიანი დაპირისპირება კი მათ 1990 წელს მოაწყვეს, როცა ზაგრების “დინამოსთან” “წითელი ვარსკვლავების” დაპირისპირებისას მასობრივი ჩხუბის დროს 60 ადამიანი დაშავდა.

8. ინდეპენდიენტე (არგენტინა)

არგენტინელმა მატიას ალმეიდამ “ინდეპენდიენტესთან” კონტრაქტი გააფორმა და რამდენიმე დღეში ევროპაში გაიქცა. მიზეზი გახდა ის, რომ მას პოლიციიდან აცნობეს, შენი ოჯახის წევრები კრიმინალებს მოსატაცებელთა სიაში (თავისთავად ეს ცნება უკვე მიუთითებს, რასთან გვაქვს საქმე) ჰყავთო. მატიასის თქმით, მას არ სურდა პოლიციის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრება და შუქნიშანზე ყოველ გაჩერებაზე გულის ხეთქვა, რათა მისთვის ვინმეს რამე არ დაეშავებინა.

9. სელესიონ დე კოროიკო (ბოლივია)

ფეხბურთელი, რომელიც ამ კლუბში თამაშს დათანხმდება, მზად უნდა იყოს, რათა სიცოცხლე ყოველდღიურად სასწორზე შეაგდოს. თანაც საფრთხეს კრიმინალები კი არ ქმნიან, არამედ ბუნება. კლუბის საწვრთნელი ბაზა ქალაქიდან 70 კმ-შია, მისკენ სავალ გზაზე კი ქვათა ცვენისა და მეწყერის გამო ყოველწლიურად საშუალოდ 100 ადამიანი იღუპება. “სიკვდილის გზა”, სწორედ ასე შეარქვეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ამ გზას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კვირის ფრაზები???? :)
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა