ლუის ჰემილტონი და ჯენსონ ბატონი აცხადებენ, რომ ფეტელს მაქსიმალურად გაურთულებენ საქმეს

მომავალ უქმეებზე სუზუკას ტრასაზე იაპონიის გრანპრი გაიმართება. დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ სწორედ ამ ეტაპზე გაიფორმებს ზედიზედ მეორე ჩემპიონობას "რედ ბულის" პილოტი სებასტიან ფეტელი, რომელსაც საბოლოო მიზნის მისაღწევად ერთი ქულის მოპოვება სჭირდება.

თუმცა "მაკლარენის" პილოტები ლუის ჰემილტონი და ჯენსონ ბატონი აცხადებენ, რომ მაქსიმალურად გაურთულებენ საქმეს გერმანელს, თუმცა დარწმუნებული არიან ფეტელის ტრიუმფში.

- მიგაჩნიათ, რომ სინგაპურში შესაძლებელი იყო სებასტიან ფეტელთან ტოლსწორად ბრძოლა?

ჯენსონ ბატონი: ყოველთვის შეიძლება იმაზე მსჯელობა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ამა თუ იმ სიტუაციაში, მაგრამ იმ რბოლაში ტრაფიკშიც რომ არ მოვხვედრილიყავი, რთული იქნებოდა სებასტიანის გასწრება.

ლუის ჰემილტონი: გუნდმა შესანიშნავად იმუშავა და დღეს სისწრაფის მიხედვით მეორე ადგილს ვიკავებთ ჩემპიონატში. წინა რბოლებში მანქანა ძალიან კონკურენტუნარიანი იყო, ჯენსონი კი ბოლო ოთხ გრანპრიზე კარგად გაუმკლავდა სამუშაოს. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება მომატება და ახლა, სწორედ ამით ვართ დაკავებული. გუნდი მუდმივად პროგრესირებს და ამცირებს სხვაობას "რედ ბულთან", რასაც სხვა გუნდებზე ვერ ვიტყვით.

ჯენსონ ბატონი: რაც არ უნდა მოხდეს, სებასტიან ფეტელი მოიგებს ჩემპიონატს. მას დარჩენილ ხუთ რბოლაში მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება სჭირდება. ჩვენ დაძაბული მუშაობა ჩავატარეთ და ბრძოლა გავუმართეთ "რედ ბულს". ვფიქრობ, მალე გამარჯვებასაც ვიზეიმებთ.

- რა გხიბლავთ იაპონიის გრანპრიში?

ლუის ჰემილტონი: მომწონს იაპონიაში მოგზაურობა, რადგან ძალიან ლამაზი ქვეყანაა. ეს წელი მისთვის რთული აღმოჩნდა. ავტოსპორტი მნიშვნელოვანია იაპონიისთვის, იქ "მაკლარენს" ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, ამიტომაც მოუთმენლად ველოდები ამ რბოლას.

- გრძნობთ, რომ სუზუკა ერთ-ერთი ლეგენდარული ტრასაა კალენდარში?

ჯენსონ ბატონი: სავარაუდოდ, სუზუკა ყველაზე რთული ტრასაა ჩემპიონატში. ჯერერთი, მას ურთულესი კონფიგურაცია აქვს, ძალიან სწრაფია და პილოტს ამოსუნთქვის საშუალება არ აქვს. გარდა ამისა, ტრეკი ვიწროა, ამიტომაც შეცდომა ძვირად ფასობს. ეს არის ძველი ყაიდის ტრასა. ერთი შეცდომა - და თქვენ პრობლემები გეწყებათ. ის ძალიან რთულია პილოტირების მხრივ. ვფიქრობ, ამიტომაც გვიყვარს ყველას.

ლუის ჰემილტონი: სუზუკა - ჩქაროსნული ტრასაა ბევრი "რბილი" მოსახვევით, განსაკუთრებით პირველ სექტორში. შემდეგ იწყება ამაღლება, დაღმართს კი საკმაოდ გრძელი სწორი მონაკვეთი მოყვება. აქ ძალიან რთულია გასწრება, ამიტომაც ბევრი რამ არის დამოკიდებული სასტარტო პოზიციაზე.

- რა სიახლეები მოამზადა გუნდმა იაპონიის გრანპრისთვის?

ჯენსონ ბატონი: რამდენიმე ტექნიკური სიახლე გვაქვს სუზუკასთვის. იმედია, ეს საშუალებას მოგვცემს შევამციროთ სხვაობა. არ ვიცი, აგრძელებენ თუ არა "რედ ბულში" მუშაობას წლევანდელ მანქანაზე, რადგან ფაქტობრივად განაღდებული აქვთ ჩემპიონობა. თუ ეს ასე არ არის, მაშინ შევძლებთ გამარჯვებისთვის ბრძოლას.

ლუის ჰემილტონი: სერიოზული მოჭიდების ძალა გვჭირდება. მინდა გუნდმა, რაც შეიძლება დიდი ხანი გააგრძელოს მუშაობა. ეჭვი არ მეპარება, რომ კონკურენტუნარიანები ვიქნებით დარჩენილ რბოლებში.

ჯენსონ ბატონი: სუზუკაში კარგი შედეგი მნიშვნელოვანია ჩემთვის: მიყვარს ეს ქვეყანა და იმედი მაქვს, მაყურებელს საინტერესო რბოლას ვაჩუქებთ.

იაპონიის გრანპრი

ჩატარების ადგილი - სუზუკა, იაპონია

წრის სიგრძე - 5 807 მ

საუკეთესო წრე - 1:31,540 (რაიკონენი, 2005)

საერთო ჩათვლა

1. ფეტელი (რედ ბული) - 309 ქულა

2. ბატონი (მაკლარენი) - 185

3. ალონსო (ფერარი) - 184

4. უებერი (რედ ბული) - 182

5. ჰემილტონი (მაკლარენი) - 168

6. მასა (ფერარი) - 84

7. როსბერგი (მერსედესი) - 62

8. შუმახერი (მერსედესი) - 52

განრიგი

7 ოქტომბერი, 05:00 - I პრაქტიკა

7 ოქტომბერი, 09:00 - II პრაქტიკა

8 ოქტომბერი, 06:00 - III პრაქტიკა

8 ოქტომბერი, 09:00 - კვალიფიკაცია

9 ოქტომბერი, 10:00 - რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება