NHL-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა EA Sports-ის სიმულატორის მეშვეობით უკვე გაარკვია მომავალი სეზონის ლაურეატები
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში სეზონი დღეს იწყება, თუმცა NHL-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა EA Sports-ის სიმულატორის მეშვეობით უკვე გაარკვია მომავალი სეზონის ლაურეატები.

სიმულატორის ბაზაში შეიტანეს ლიგის ყველა გუნდის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია და შემდეგ 2011-12 წლების სეზონი "ჩაატარეს".

საბოლოოდ, სტენლის თასის მფლობელი გახდა "პიტსბურგ პინგვინზი", რომელმაც ფინალურ სერიაში ექვს მატჩში დაამარცხა "ჩიკაგო ბლეკჰოქსი". პლეი ოფის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ("კონ სმიტ ტროფი") პიტსბურგელთა კაპიტანმა სიდნი კროსბიმ მოიპოვა.

საინტერესოა, რომ EA Sports-ის პროგრამაში შეტანილი იყო ის ინფორმაციაც, რომ კროსბი ტრავმის გამო გამოტოვებს ახალი სეზონის დასაწყისს. საბოლოოდ, სიდნი 5 დეკემბერს დაბრუნდება ყინულზე - სტენლის თასის მოქმედ მფლობელთან "ბოსტონთან" მატჩში. რეგულარულ ჩემპიონატში კროსბი 65 მატჩის გამართვას მოასწრებს და 92 ქულას (30 გოლი+62 პასი) დააგროვებს, რითაც გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

სეზონის MVP-ის პრიზი მოიგო "ვაშინგტონის" რუსმა ვარსკვლავმა ალექსანდრ ოვეჩკინმა. გარდა ამისა, ის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - 110 ქულა (51+59). რეგულარულის საუკეთესო სნაიპერის პრიზი ("მორის რიშარ ტროფი") "ტამპა ბეის" თავდამსხმელ სტივენ სტემკოსს ერგო - მან 53 შაიბა გაიტანა.

საუკეთესო მეკარის პრიზი მოიგო "რეინჯერსის" გოლკიპერმა ჰენრიკ ლუნდკვისტმა, საუკეთესო მცველი გახდა ნეშვილელი ში უებერი, საუკეთესო დებიუტანტი - ბრეიდენ შენი "ფილადელფიადან".

აღმოსავლეთიდან პლეი ოფში მოხვდნენ: "ვაშინგტონი", "პიტსბურგი", "ბაფალო", "ბოსტონი", "ფილადელფია", "ტამპა ბეი", "რეინჯერსი" და "ტორონტო", დასავლეთიდან: "ვანკუვერი", "სან ხოსე", "ჩიკაგო", "დეტროიტი", "ლოს ანჯელესი", "ნეშვილი", "ანაჰაიმი", "მინესოტა".

ზედიზედ მეორედ რეგულარულის ჩემპიონი გახდა "ვანკუვერი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა