ლონდონის მერმა ბორის ჯონსონმა ამაყად გამოაცხადა, რომ ყველაფერი მზად არის 2012 წელს ზაფხულის თამაშების ჩასატარებლად
ლონდონის მერმა ბორის ჯონსონმა ამაყად გამოაცხადა, რომ ყველაფერი მზად არის 2012 წელს ზაფხულის თამაშების ჩასატარებლად. მისი თქმით, დასრულებულია ოლიმპიური ობიექტების მშენებლობა და სრულად კეთილმოწყობილია ოლიმპიური პარკი.

მერის სიტყვებით, სრულდება სატრანსპორტო სისტემის მომზადება, რომლის მოდერნიზაციაზე სულ 6.5 მილიონი ფუნტი დაიხარჯა. სატრანსპორტო პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ოლიმპიადის ორგანიზების პროცესში. ეს სისტემა სრულ გარდაქმნას მოითხოვდა, რადგან ლონდონი არ იყო მზად ოლიმპიადის დროს დიდი რაოდენობით სპორტსმენებისა და მაყურებლის მისაღებად.

ჯონსონმა ეს განცხადება ლონდონში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური კომისიის ვიზიტისას გააკეთა. სოკ-ის წევრებმა კიდევ ერთხელ შეამოწმეს ბრიტანეთის დედაქალაქის მზადება მომავალი თამაშებისთვის, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, იქ უკვე ყველანაირი სამუშაო შესრულებული იყო. ოლიმპიური კომიტეტის ინსპექტორებმა მოინახულეს ოლიმპიური ობიექტები, მაგრამ შორის, მთავარი ოლიმპიური სტადიონი, სადაც ამ კვირას დასრულდა სარბენი ბილიკის დაგება.

ამასობაში, ლონდონის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა შეზღუდვა დააწესეს ოლიმპიურ არენებზე წყლისა და სხვა ნივთების შეტანაზე.

კერძოდ, აკრძალული იქნება ტრიბუნაზე ასვლა 100 მილილიტრზე მეტი მოცულობის ბოთლით. იგივე აკრძალვა ეხება წვენებს მუყაოს პაკეტებში.

გარდა ამისა, აკრძალულია თერმოსისა და ნებისმიერ საკვების შეტანა (გარდა საბავშვოსი). ბუნებრივია, ტრიბუნებზე ალკოჰოლური სასმელების ნასახი არ იქნება. არ შეიძლება მზისგან დამცავი კრემითა და სხვა მსგავსი პარფიუმერული საშუალებებით სტადიონზე მისვლა.

იტყობინებიან, რომ ეს წესები ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია და შეიძლება შეიცვალოს. ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ აკრძალვები სერიოზულად გაურთულებს ცხოვრებას გულშემატკივრებს და მათ ბევრ უხერხულობას შეუქმნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა