ლონდონში გრძელდება "ოლიმპიური ტესტი" მშვილდოსნობაში, რომელიც ჩვენი ქალთა ნაკრებისთვის სამწუხაროდ წარუმატებელი გამოდგა
ლონდონში გრძელდება "ოლიმპიური ტესტი" მშვილდოსნობაში, სადაც უკვე გაიმართა პლეი ოფები გუნდურ პირველობაში. სამწუხაროდ, ის ჩვენი ქალთა ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოდგა - პირველივე წრეში დანიელებთან 195:207 წააგეს და ტურნირსაც გამოეთიშნენ.

სამწუხაროა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ქრისტინე ესებუას, ხათუნა ნარიმანიძისა და ასმათ დაისამიძის სამეული არცთუ ძლიერ გუნდთან რომ დამარცხდა. თავის მხრივ, ჩრდილოელებმა მომდევნო ორთაბრძოლა იაპონელებთან დათმეს - 179:210, თუმცა ეს გამარჯვება არც "ამომავალი მზის" ქვეყნის შვილებს შერჩათ - ნახევარფინალში მარადიულ მეტოქე სამხრეთ კორეასთან 217:225 წააგეს.

ჩემპიონობა და ოქროს მედლებიც კორეელებმა მოიპოვეს - ფინალში ქალთა მშვილდოსნობაში უპირველეს კონკურენტ ჩინელებს 220:208 მოუგეს. ბრინჯაოს მედალი იაპონელებს ერგოთ, რომლებმაც საამისოდ ბრიტანელებს 206:200 აჯობეს. ჩვენმა ნაკრებმა მეცხრე ადგილი გაინაწილა ბელარუსთან, იტალიასთან, უკრაინასა და შვეიცარიასთან ერთად.

პირად პირველობაში პლეი ოფები გუშინ დაიწყო, თუმცა მასში ჩვენები მხოლოდ დღეს ჩაებმებიან - დიასამიძე უკრაინელ კატერინა პალეხას შეხვდება, ესებუა - იტალიელ ჯესიკა ტომასს. ნარიმანიძე ხვალ ისვენებს და მერე პირველ შეხვედრას გამართავს კანადელ კატერინ ვრაკკინგთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა