"სამედიცინო"-"რუსთავის" მატჩის დასრულების შემდეგ "მედიკოსთა" მთავარ მწვრთნელს გუნდის შესახებ გავესაუბრეთ
"სამედიცინო"-"რუსთავის" მატჩის დასრულების შემდეგ გავესაუბრეთ "მედიკოსთა" მთავარ მწვრთნელ ნუგზარ კანდელაკს. გამოვკითხეთ გუნდის მზადებისა და შემადგენლობასთან დაკავშირებული ამბები.

- ჯერ პირველ მატჩზე ვთქვათ, "რუსთავთან" რთულ ბრძოლაში მოიგეთ.

- ეს სეზონის პირველი შეხვედრა იყო და მოსალოდნელიც იყო, რომ იოლად ვერ მოვიგებდით. კარგია რომ გაგვიჭირდა, რადგან ბიჭები კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ სუსტი მეტოქე არ არსებობს. შესაბამისად, მომდევნო შეხვედრაზე სათანადოდ კონცენტრირებულები გამოვლენ.

- "სამედიცინო" საბოლოოდაა დაკომპლექტებული, თუ მემორიალის მერე ცვლილებებს უნდა ველოდოთ?

- ჩემპიონატის დაწყებამდე კალათბურთელთა დამატება შესაძლებელია. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ ესაა გუნდის საბოლოო სახე. ცენტრის პოზიციის გაძლიერებაზე შეიძლება ფიქრი.

- რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით განვლილი მოსამზადებელი პერიოდით?

- სექტემბერში თურქეთში ვიყავით. ჩვენი უნივერსიტეტისა და ერზრუმის ათათურქის სახელობის უნივერსიტეტის რექტორებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ და თურქეთში სწორედ უნივერსიტეტის ბაზაზე ვვარჯიშობდით. იდეალური პირობები გვქონდა შექმნილი. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ჩვენი სასწავლებლის რექტორ ზურაბ ვადაჭკორიას, კანცელარიის ხელმძღვანელ ზურაბ ორჯონიკიძესა და გუნდის პრეზიდენტ გია აბესაძეს. თურქეთში შეკრების გარდა კულტურული ტურიც გვქონდა - მოვინახულეთ ბანასა და ოშკის მონასტრები.

- ერზრუმში საკონტროლო მატჩები თუ გამართეთ?

- ოთხი შეხვედრა ჩავატარეთ, რომელთაგან სამში გავიმარჯვეთ.

- ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ბრძანდებით და ეროვნული გუნდის გამოსვლაზე უნდა გკითხოთ.

- ჩვენი ნაკრების თამაში დადებითად უნდა შეფასდეს, ამის თქმის საფუძველს ნაჩვენები შედეგი მაძლევს - ევროპის საუკეთესო 12 გუნდს შორის მოვხვდით.

- როგორ ფიქრობთ, რესურსი ბოლომდე იყო ათვისებული?

- ჩემი აზრით, იმ შემადგენლობით, რაც იგორ კოკოშკოვის განკარგულებაში იყო, მაქსიმუმი გაკეთდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა