ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გია კვინიკაძე: ნეტავ ჩემს შეგირდებს დიდობაშიც ვწვრთნიდე

გია კვინიკაძე: ნეტავ ჩემს შეგირდებს დიდობაშიც ვწვრთნიდე

ხაშურის თავისუფალი ჭიდაობის აღზრდილები ბოლო ხანს წარმატებით არა მხოლოდ შინაურ, არამედ საერთაშორისო არენაზეც გამოდიან
ხაშურის თავისუფალი ჭიდაობის აღზრდილები ბოლო ხანს წარმატებით არა მხოლოდ შინაურ, არამედ საერთაშორისო არენაზეც გამოდიან.

ახლახან ამ ქალაქში კადეტ მოჭიდავეთა შორის გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, ხაშურელთა მწვრთნელს გია კვინიკაძეს ვესაუბრეთ.

- ხაშურის თავისუფალი ჭიდაობის სექცია ოთხი ათეულ წელს მოითვლის. დაარსებიდან მას მამაჩემი ვახტანგ კვინიკაძე ხელმძღვანელობდა. მე კი 20 წლის წინათ, ფიზკულტურის ინსტიტუტში სწავლის შემდეგ დავიწყე მწვრთნელობა და ბოლო რამდენიმე წელიწადია სექციას სათავეში ჩავუდექი.

ერთობლივი მუშაობით აღვზარდეთ რამდენიმე ევროპის პრიზიორი ჭაბუკთა და ახალგაზრდებს შორის. ადრე თუ საქართველოში ძირითადად ჭაბუკებში გვქონდა შედეგები, ორი წელიწადია ახალგაზრდებშიც გამოჩნდნენ ჩემპიონი და პრიზიორები. დღესდღეობით ჩვენი გამორჩეული მოჭიდავეები არიან ლაშა და გიორგი ტალახაძეები, ლევან ქელეხსაშვილი, დავით ბუზიაშვილი, კაკი მოწონელიძე. ოჯახურ საჭიდაო ტრადიციას მე იმ მხრივაც ვაგრძელებ, რომ შვილიც ამ სახეობაზე ვარჯიშობს და თავის ასაკში წარმატებებიც არ აკლია.

- რა რაოდენობის კონტიგენტთან და რამდენი სპეციალისტით გიწევთ მუშაობა?

- სამი ასაკობრივი ჯგუფი გვყავს, რომელთაც მხოლოდ მე და მამაჩემი ვწვრთნით. მამა ყველაზე უმცროსებს ავარჯიშებს, მე შედარებით უფროსებს. მივიღე შემოთავაზება და ახლა უკვე ქარელის სასპორტო სკოლის თავისუფალი ჭიდაობის სექციაშიც ვმუშაობ.

- დარბაზით თუ ხართ კმაყოფილი?

- წლების განმავლობაში ხაშურის სასპორტო სკოლის შენობის დარბაზში ვმუშაობდით, რომელიც ახალს ნამდვილად სჯობს. დარბაზი ურბნისისა და რუისის ეპარქიის კუთვნილ შენობაშია. უკვე ხუთიოდე წელიწადია აქ ვართ. ფართი გაცილებით დიდია და შეჯიბრებისთვის სამი ხალიჩის გაშლაც შესაძლებელია.

- ვახტანგ კვინიკაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე რას იტყვით?

- ტურნირზე სისტემატიურად გვსტუმრობენ აზერბაიჯანელი და სომეხი მოჭიდავეები. წლეულს, მაგალითად, სომხეთიდან სულაც სამი სხვადასხვა ქალაქის გუნდი იყო ჩამოსული, აზერბაიჯანიდან ერთი. ამავე მეზობელ ქვეყნებს ანალოგიურ შეჯიბრებებზე ჩვენც ვსტუმრობთ. სატურნირო გამოცდილბის მიღება ძალიან ძვირფასია.

- ფინანსური მხარდაჭერა თუ გაქვთ?

- ბიუჯეტის თანხა ყველა ტურნირზე გამოსასვლელად საკმარისი არა არის, მაგრამ ადრინდელ დაფინანსებაზე მეტია. როცა არ გვყოფნის, საკუთარი ხარჯებით გავდივართ ფონს.

- რა გინდათ რომ შეიცვალოს თქვენს საქმიანობაში ისეთი, რასაც დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით?

- საჭიროდ მიმაჩნია, რომ როდესაც რომელიმე ნაკრებში ამა, თუ მწვრთნელს ორი, ან სამი თავისი მოჭიდავე ჰყავს, კონტინენტის, თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე გუნდთან ერთად ისიც იყოს. პირადმა მწვრთნელმა შეგირდის ყოველი ნიუანსი იცის და მისი ყოფნა მხოლოდ დადებითად წაადგება სპორტსმენს. ცხადია, კარგად მესმის, რომ თითოეულ სპორტსმენს თავის მწვრთნელი ვერ გაჰყვება. ერთზე მეტი მოჭიდავის გუნდში ყოფნა კი უკვე სხვაა. გარდა ამისა, ნატვრად მაქვს ჩემ აღზრდილ სპორტსმენს სკოლის ასაკის მერეც ვწვრთნიდე. როცა მოჭიდავე სწავლას (ძირითადად თბილისში) უმაღლეს სასწავლებელში აგრძელებს, იქვე აგრძელებს დაოსტატებას და ჩვენ სულაც გვშორდება. მეტიც, როდესაც წარმატებას აღწევს, თითქმის აღარსად მოიხსენიება ხოლმე ამ ფალავანის აღზრდაში თავგადაკლული ადამიანის ნაღვაწი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო

[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!

[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა