სამირ ნასრის ახალ სეზონში შთამბეჭდავი სტარტი არ გამოუვიდა. ფრანგმა თავდამსხმელმა პირველსავე ტურში მუხლი იტკინა, ოპერაცია გაიკეთა და...

სამირ ნასრის ახალ სეზონში შთამბეჭდავი სტარტი არ გამოუვიდა. ფრანგმა თავდამსხმელმა პირველსავე ტურში მუხლი იტკინა, ოპერაცია გაიკეთა და ახლა ერთთვიანი უქმობა მოუწევს. არადა, "არსენალის" ვარსკვლავმა, შარშანდელი ზაფხულისგან განსხვავებით, სეზონისწინა პერიოდი ჩინებულად ჩაატარა. თუ გახსოვთ, 2009-ის ზაფხულში ნასრის ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ვერ ვარჯიშობდა. ამჯერად მან სრულყოფილად ივარჯიშა და არსენ ვენგერის აზრით ჩემპიონატის დასაწყისის კვალობაზე შესანიშნავ ფორმაშიც იყო, მაგრამ "ლივერპულთან" შეხვედრაში არ გაუმართლა.

"ჩვენმა თავდამსხმელმა სამირ ნასრიმ შაბათს, ლივერპულში, "ენფილდ როუდზე" ტრავმა მიიღო, რის გამოც დღეს მუხლის ოპერაცია გაიკეთა და ახლა ოთხი კვირით დასვენება მოუწევს", - ოფიციალურად განაცხადა ჩრდილოლონდონელთა პრესცენტრმა და ასეთ განცხადებათათვის უჩვეულო ლირიკული წინადადება დაამატა, - ნასრი ჩინებულ ფორმაში იყო".

მიმომხილველები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ხსენებული მატჩის პირველ ტაიმში ნასრიმ მართლაც შესანიშნავად ითამაშა. ყურადღება მიიპყრო იმან, რომ ფრანგმა ტრავმირებული კაპიტანი სესკ ფაბრეგასი შეცვალა და საქმეს შესანიშნავად გაართვა თავი. თუმცა, ფაბრეგასს მეორე ტურში "ბლექპულის" წინააღმდეგ მოუწევს მოედანზე დაბრუნება.

და რაკიღა "მეთოფეთა" პრობლემებზე ვლაპარაკობთ, ბარემ დავძინოთ, რომ დაშავებულები არიან დენილსონი, იოჰან ჯურუ და ალექსანდრ სონგი, ხოლო ლორან კოშელნი დისკვალიფიცირებულია.

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის