„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ თავკაცი, ჰარი რედნაპი „ქრუს“ ვუნდერკინდის, 17 წლის მაქს კლეიტონის შეძენას აპირებს
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ თავკაცი, ჰარი რედნაპი „ქრუს“ ვუნდერკინდის, 17 წლის მაქს კლეიტონის შეძენას აპირებს. „დეზების“ თავკაცმა, რომელსაც ინგლისის ნაკრების მომავალ მწვრთნელადაც კი მიიჩნევენ, ამ კვირაში ყმაწვილის დებიუტის სანახავად სკაუტების მთელი ჯგუფი გაუშვა.

„ქრუ“ „ჯონსტონ’ზ პეინთ ტროფიზე“ „მეკლსფილდს“ შეხვდა და 1:0 მოუგო. შეჯიბრების სახელწოდებამ დაბნეულობა რომ არ გამოიწვიოს განვმარტავთ, რომ ლაპარაკია ფეხბურთის ლიგის თასზე, რომელშიც ყოველწლიურად ინგლისის პირველი და მეორე ლიგის გუნდები მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ პირველი და მეორე ლიგა ინგლისში სრულად პროფესიული ფეხბურთის ქვედა ორი საფეხურია.

რედნაპის სკაუტების სასიხარულოდ, „ქრუსა“ და „მეკლსფილდის“ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მათი დაკვირვების ობიექტმა გაიტანა.

საინტერესოა, რომ კლეიტონის ყიდვა ორი წლის წინ „ლივერპულს“ უნდოდა და მილიონ ფუნტსაც იმეტებდა, მაგრამ „ქრუს მწვრთნელმა“, დარიო გრადიმ ერთი ამბავი ატეხა, პრემიერლიგის გუნდი წესებს არღვევსო - ორი წლის წინ ხომ კლეიტონი თხუთმეტისა გახლდათ. დღეს, „ქრუ“ მეორე ლიგის ოცდაოთხგუნდიან პირველობაში მეცხრამეტე ადგილზეა.

მაქს კლეიტონმა, ბოლოხანს, 17 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მექსიკაში გაიბრწყინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა