დუდუ დადიანის ტურნირზე რეგიონის გუნდების დაპირისპირება დასავლელების გამარჯვებით 75:63 დასრულდა
დუდუ დადიანის X მემორიალი. აკადემიის დარბაზი. 7 ოქტომბერი

რუსთავი 63:75 ქუთაისი

25:24, 6:17, 17:22, 15:12

რუსთავი: მაჭავარიანი (18), გ. არაბული (9), გ. ბერუაშვილი, არწივიძე (2), თვარაძე, ბააკაშვილი (2), ჩაჩანიძე (5), ჯ. არაბული (2), ხმელიძე (12), კოპალიანი (4), გუგავა (9)

ქუთაისი: ფაშაევი (6ქ, 6პ), ბაბუნაშვილი (2), დიდია (13), ცეკვავა (14), ტუკვაძე, ცირეკიძე, დ. ბარბაქაძე (3), ლომინაშვილი (13), გ. ბარბაქაძე (6), კუჭავა, კოღუაშვილი (1), მათიაშვილი (17ქ, 10მ)

მსაჯები: მალხაზ ანდღულაძე, მაკა კუპატაძე

კომისარი: როლანდ ხომერიკი

რეგიონის გუნდების დაპირისპირება დასავლელების გამარჯვებით დასრულდა. ქუთაისის "ქუთაისმა" პირველი მეოთხედის ჩავარდნის შემდეგ დამაჯერებლად ჩაატარა მატჩის დარჩენილი დრო და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. გუშინდელ ტურში ქუთაისელები ისვენებდნენ, დღეს კი იმერულმა გუნდმა პირველი გამარჯვება იზეიმა.

როგორც აღვნიშნეთ, იმერლებს მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუჭირდათ. სწრაფი თამაშის წყალობით რუსთაველებმა საწყისი ათწუთეული ერთი ქულის სხვაობით - 25:24 მოიგეს, თუმცა მეორე პერიოდში დასავლელებმა თამაში დაალაგეს და შეხვედრა თავიანთ სასურველ კალაპოტში ჩააყენეს. რიჩარდ მათიაშვილის აქტიურობით "ქუთაისმა" დიდი შესვენებისთვის 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა (41:31) და მეორე ნახევარში სადავეები ხელიდან არ გაუშვია.

იმერლებს ლეგიონერიც ჰყავთ - აზერბაიჯანის ნაკრების გამთამაშებელი ზაურ ფაშაევი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში 2 წლის წინ, ქართულ-აზერბაიჯანული გუნდის, "ნტდ-დევონის" გუნდის სახელით გამოდიოდა.

სამგუნდიანი B ჯგუფიდან ფინალში გამსვლელის ვინაობა ხვალ გადაწყდება: "ქუთაისი"-თსსუ-ს დაპირისპირების გამარჯვებული დუდუ დადიანის თასისთვის იბრძოლებს.

gbf.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა