დეშამის გუნდის წარუმატებელი სტარტის შემდეგ ქალბატონმა მარგარიტა ლუი დრეიფუსმა, როგორც ჩანს, კლუბის შენახვა ზედმეტ ფუფუნებად მიიჩნია
მარგარიტა ლუი დრეიფუსი მარსელის “ოლიმპიკის” სათავეში, შეიძლება ითქვას, შემთხვევით მოხვდა. ის პროვანსელთა კლუბის ლეგენდარული პრეზიდენტის რობერ ლუი დრეიფუსის მეუღლე იყო და მისი გარდაცვალების შემდეგ ყველანაირი საქმე გადაიბარა.

მართალია, კლუბის საქმეებში ჩარევის მცდელობა ქალბატონს არასოდეს ჰქონია, მაგრამ პრეზიდენტი, რომელიც კლუბის თამაშებზეც კი იშვიათად დადის, გულშემატკივრებისთვის რთული შესაგუებელია.

მიმდინარე სეზონში დიდე დეშამის გუნდის წარუმატებელი სტარტის შემდეგ ქალბატონმა მარგარიტამ, როგორც ჩანს, კლუბის შენახვა ზედმეტ ფუფუნებად მიიჩნია და განაცხადა, ღირსეული წინადადების შემთხვევაში მას იოლად შეველევიო. ასეთი კომენტარი მან გაზეთ “ლე მონდის” კორესპონდენტთან საუბრისას გააკეთა.

“მარსელი” არ თამაშობს ისე, როგორც მართებს. ჩემი მეუღლე კლუბში ფულს მისადმი სიყვარულის გამო დებდა, ყატარელები კი ფულს ბიზნესგეგმის მიხედვით ხარჯავენ. მე კი არანაირი საერთო არ მაქვს ყატართან და კლუბის გაყიდვაც ნებისმიერ მომენტში შემიძლია. რაც შეეხება გუნდის მთავარ მწვრთნელს, მე მას საკმარისი სახსრები გამოვუყავი შედეგების მოსაპოვებლად. ახლა უკვე მასზეა დამოკიდებული, რას მიაღწევს მიმდინარე სეზონში”.

გეტყვით, რომ “მარსელმა” ქალბატონი მესაკუთრისგან 20 მილიონი ევრო მიიღო ბიუჯეტის შესავსებად.

პროვანსელებმა იანვრისთვის ერთ ფეხბურთელს უკვე დაადგეს თვალი. ლაპარაკია 21 წლის შვედ განაპირა ნახევარმცველ ნიკლას ჰულტზე, ვინც ამჟამად სამშობლოში “ელფსბორგის” ღირსებას იცავს. კლუბთან გაფორმებული ხელშეკრულება ფეხბურთელს 2014 წლამდე აკავშირებს, ასე რომ, ფრანგებს ჯიბეზე ხელის გაკვრა მოუწევთ.

“ელფსბორგი” ნიკლასში 1 მილიონ ევროს ითხოვს. აქვე გეტყვით, რომ ჰულტმა შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა შვედეთის ჩემპიონატში, სადაც 30 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. ჩვენი აზრით, მხარეებს ტრანსფერზე შეთანხმება არ უნდა გაუჭირდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა