კვირას უნდა გაიმართოს მორიგი შეხვედრა NBA-ის კლუბების მფლობელებსა და პროფკავშირის ხელმძღვანელობას შორის
კვირას უნდა გაიმართოს მორიგი შეხვედრა NBA-ის კლუბების მფლობელებსა და პროფკავშირის ხელმძღვანელობას შორის. სწორედ ამ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული - დაიწყება თუ არა 2011-12 წლების სეზონი დროულად.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ NBA-ის კომისარმა დევიდ სტერნმა განაცხადა, რომ გააუქმებს რეგულარული ჩემპიონატის პირველ ორ კვირას, თუ ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებას ორშაბათამდე არ მოეწერება ხელი. მისი ვარაუდით, წინასასეზონო მატჩების გაუქმებით კლუბებისა და მოთამაშეების საერთო ზარალმა 200 მილიონი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება კვირის შეხვედრას, მისი წარმატებით დასრულების შანსი მინიმალურია. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუს დროს დევიდ სტერნმა გამოთქვა წინადადება საერთო მოგების თანაბრად გაყოფის შესახებ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კლუბების მფლობელებმა ეს იდეა არ მოიწონეს. მათი განცხადებით, აქამდე ჩატარებულ ყველა შეხვედრაში მათ შეთავაზება 48.5 პროცენტზე მაღლა არ ასულა. ახლა ლიგის კომისარი და მისი მხარე მტკიცედ აცხადებს, რომ 50/50-ზე შეთავაზება აღარ იქნება.

ამ ინფორმაციის შემდეგ NBA-ის ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ახალი სეზონის დაწყებას არ უნდა ველოდოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა