არიენ რობენმა უკვე აღარ იცის, რა უნდა ქნას
მართალია, ეს ოპერაცია არ არის ისეთი სერიოზული, რომ მიუნხენელებს განგაშის ასატეხად უღირდეთ, მაგრამ მაინც ოპერაციაა და თანაც, ვინ მოთვლის, მერამდენე...

არიენ რობენი ხუთშაბათს ჰოლანდიის ნაკრებს ნაადრევად გამოეთხოვა და ისევ მიუნხენში დაბრუნდა, ამის მიზეზი კი, რა თქმა უნდა, ჰოლანდიელი დრიბლიორის მორიგი ტრავმაა.

გუშინ გაზეთმა „მიუნხენერ მერკურმა“ ყველას დაასწრო იმ ცნობის გავრცელება, რამაც „ბაიერნში“ ყველაა აანერვიულა: რობენს მორიგი ოპერაცია გაუკეთეს და თუ გამოჯანმრთელების პროცესი კარგად წარიმართა, არიენი მოედანზე ერთი თვის შემდეგ დაბრუნდება.

ერთთვიანი პაუზა ზოგადად საგანგაშო არ არის ხოლმე, მაგრამ რობენის შემთხვევაში საგანგაშოზე მეტია, რადგან არავის ახსოვს, როდის იყო ჰოლანდიელი ნახევარმცველი აბსოლუტურად ჯანმრთელი ზედიზედ 2-3 თვის განმავლობაში. ახლაც, ამ ოპერაციამდე, ახალი გამოჯანმრთელებული იყო და ფორმის აღდგენას ცდილობდა. წინა ტრავმამ რობენს ლაზარეთში ხუთი კვირა გაატარებინა.

„ძალიან ცუდად ვარ, ფეხიც მაგრად მტკივა. ყველაზე ცუდი და გასაბრაზებელი ის არის, რომ ზუსტი და საბოლოო დიაგნოზის დასმა ყველას უჭირს. არავინ იცის, გამოვჯანმრთელდები თუ არა ისე, რომ ტრავმა ზედიზედ რამდენიმე თვის მანძილზე აღარ მივიღო. ეს ტრავმა ძალიან ჩახლართულია. ვერავინ მეუბნება, კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს ამ ტრავმის წინააღმდეგ. ახლა, მაგალითად, მხოლოდ ის ვიცი, რომ სამ კვირაში ვარჯიშს შევძლებ, სამაგიეროდ, არ ვიცი, რა იქნება 2 თვის შემდეგ. ექიმები კითხვებზე ამომწურავად ვერ მპასუხობენ და ფაქტია, რომ ამით უკვე ძალიან დავიღალე,“ - განაცხადა მიუნხენში დაბრუნებულმა რობენმა.

„არიენის გამო ყველანი მაგრად ვნერვიულობთ, მაგრამ მისმა მდგომარეობამ დეპრესიაში არ უნდა ჩაგვაგდოს. რაც არ უნდა იყოს, ყველაფერს რეალური თვალით უნდა შევხედოთ, წუწუნი ახლა არაფერს მოგვიტანს. ყველაზე მთავარი კიდევ ერთხელ არის ის, რომ მალე გამოჯანმრთელდეს და თამაში შეძლოს. რობენი არის ფეხბურთელი, რომელსაც მარტოს შეუძლია „ბაიერნისთვის“ წარმატებების მოტანა და ჩვენ ყველას გვინდა, რომ მალე სრულად გამოჯანმრთელდეს, - აცხადებს „ბაიერნის“ ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე და იქვე დასძენს, - „მანჩესტერ სიტისთან“ და „ჰოფენჰაიმთან“ თამაშების შემდეგ არიენი ნაწყენი იყო იმის გამო, რომ იუპ ჰაინკესი ცოტა ხნით ათამაშებდა. მან უნდა გაითავისოს, რომ „ბაიერნისთვის“ ფასდაუდებელი ფეხბურთელია, რომელიც ხშირად იღებს ტრავმებს და ამიტომაც ვუფრთხილდებით მაქსიმალურად.“

ბრენო ციხიდან გამოიყვანეს

ამასობაში, რეკორდმაისტერმა ბრენო ციხიდან დაიხსნა. „ბაიერნმა“ ბრაზილიელ მცველს 22-ე დაბადების დღემდე შვიდი დღით ადრე 500 000 ევროს ოდენობის გირაო გადაუხადა, რაც საკმარისი იყო იმისათვის, რომ ბრენო 13-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაეთავისუფლებინათ. შეგახსენებთ, რომ მას ბრალად 20 სექტემბერს საკუთარი ვილისთვის ცეცხლის წაკიდება ედება. თუმცა ბრაზილიელის გათავისუფლება იმას არ ნიშნავს, რომ უდანაშაულოა. პროკურატურის ოფიციალური განცხადებით, ბრენო ჯერ კიდევ ეჭვმიტანილია, გამოძიება კი გრძელდება.

„მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს ბრენო თავისუფალია და შეუძლია, დაუბრუნდეს როგორც ოჯახს, ისე „ბაიერნსაც“, - ეს რუმენიგეს მოკლე კომენტარია. მიუნხენურმა კლუბმა ნახევარმილიონიანი გირაოს გადახდა გუშინვე დაადასტურა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბრენომ პროკურატურის მკაცრი მოთხოვნები უნდა შეასრულოს. მას ჩამორთმეული აქვს როგორც პასპორტი, ისე მართვის მოწმობა. მის ყველა საბანკო ანგარიშს ყადაღა ადევს და ამასთან, ბრენო კვირაში ერთხელ პოლიციაში უნდა გამოცხადდეს და დაფიქსირდეს. თუკი ბრაზილიელი რომელიმე წესს დაარღვევს, ისევ ციხეში აღმოჩნდება.

ბრენომ ახლა „ბაიერნის“ მიერ დაქირავებულ სახლში უნდა იცხოვროს. ბავარიული გრანდის სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი იმედოვნებს, რომ ბრენო მალე გამოჯანმრთელდება – როგორც იცით, მას მუხლის ტრავმა აწუხებს. ამასთან, ბრაზილიელს „ბაიერნთან“ კონტრაქტი უმთავრდება და ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, რეკორდმაისტერი მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა