"ატლანტას" ქართველი ცენტრი სტამბოლურ კლუბში მანამ ითამაშებს, სანამ NBA-ში გაფიცვა არ დასრულდება
ვინც მოითმენს, ის მოიგებსო, ეს გამოთქმა კიდევ ერთხელ გამართლდა - ზაზა ფაჩულიამ "ბეშიქთაშთან" კონტრაქტის გაფორმებისგან ზაფხულში თავი შეიკავა და ახლა გაცილებით უკეთეს ადგილას მოხვდა: ახალ სეზონს "გალათასარაიში" დაიწყებს.

ეს ინფორმაცია თურქულმა სააგენტოებმა გუშინ გაავრცელეს. ქართველი ცენტრი სტამბოლურ კლუბში მანამ ითამაშებს, სანამ NBA-ში გაფიცვა არ დასრულდება. ამერიკაში მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და წარმოუდგენელია, ახალი სეზონი იანვრამდე "დაიქოქოს".

ზაზა ფაჩულიას "გალათასარაის" გარდა, როგორც გითხარით "ბეშიქთაშიც" ეპატიჟებოდა. ამ კლუბში NBA-ს ვარსკვლავი დერონ უილიამსი ირიცხება, თუმცა თურქებს ვერც ის დაეხმარა ევროთასის საგზურის მოპოვებაში. ამიტომ, "ბეშიქთაში" შედარებით დაბალი რანგის ტურნირში ევროჩელენჯზე იასპარეზებს. ფაჩულიას ახალმა კლუბმა, "გალათასარაიმ" კი გასულ კვირას ევროლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, ლიტვაში "ლიეტუვოს რიტასი" დაამარცხა.

"გალა" ევროლიგის D ჯგუფში ფავორიტებთან მოხვდა: "ბარსელონას" (ესპანეთი), "მონტეპასკი" (იტალია), "პროკომი" (პოლონეთი), "ოლიმპია" (სლოვენია), "უნიქსი" (რუსეთი). ევროლიგის პირველი ტური 19 ოქტომბერს გაიმართება, "გალათასარაი" პოლონურ "პროკომს" ესტუმრება.

თურქეთის ჩემპიონატი 15 ოქტომბერს დაიწყება, ფაჩულიას ახალი კლუბის მეტოქე "ოლინ ერდინე" იქნება.

ქართველი კალათბურთელის დამატებით სტამბოლელებმა წინა ხაზი საგრძნობლად გააძლიერეს. მათ სხვა პოზიციებზეც გამორჩეული კალათბურთელები ჰყავთ: სლოვენიელი გამთამაშებელი იაკა ლაკოვიჩი, რომელიც შარშან "ბარსელონას" ღირსებას იცავდა; ლიტველი დარიუს სონგაილა, რომელიც "ფილადელფიას" წევრია და ევროპაში ლოკაუტის გამო ჩამოვიდა; ენდერ არსლანი, ვინც ევრობასკეტზე თურქეთის ნაკრების ღირსებას იცავდა.

გუშინვე გამოქვეყნდა კიდევ ორი გუნდის ვინაობა, რომლებიც ფაჩულიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ: ესპანური "კახა ლაბორალი" და ბელგიის "შარლერუა". ორივე ევროლიგის წარმომადგენელია. შერლერუელების შემედგენლობაში საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდი თორნიკე შენგელია ირიცხება.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ამერიკაში წავიდა თურქეთიდან, სადაც 1999 წლიდან 2003-მდე "ულქერსპორის" ღირსებას იცავდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა