ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ახალი სვლა თანამედროვე განათლებაში

ახალი სვლა თანამედროვე განათლებაში

ბოლო დროს მსოფლიოში ფართო გაქანება მიეცა "საჭადრაკო განათლებას", რომელიც სკოლებში ჭადრაკის სწავლების პროგრამულ კომპლექსს წარმოადგენს
ბოლო დროს მსოფლიოში ფართო გაქანება მიეცა "საჭადრაკო განათლებას", რომელიც სკოლებში ჭადრაკის სწავლების პროგრამულ კომპლექსს წარმოადგენს. იგი შეიცავს მასწავლებელთა და მოსწავლეთა ერთობლივი მუშაობის პროგრამებს, ვრცელ, მეთოდურად დახვეწილ სასწავლო მასალას, ორწლიანი სწავლებისთვის გათვლილს, მეთოდურ სახელმძღვანელოს მასწავლებელთათვის, მეცადინეობების ჩასატარებლად თითოეული გაკვეთილს გეგმას.

კურსი მოიცავს 300-მდე გაკვეთილსა და 7000-მდე სავარჯიშოს, რომლებიც სკოლებში ორწლიანი სწავლებისთვისაა გათვლილი.

"საჭადრაკო განათლების" კომპლექსმა უკვე გაიკვალა გზა ზოგიერთი ქვეყნის სკოლებში. მაგალითად, 2005 წელს სლოვენიის განათლების სამინისტრომ ქვეყნის ყველა სკოლას დართო კომპლექსის დანერგვის უფლება. 2007 წელს იგივე გაკეთდა ხანტი-მანსიისკის (რუსეთი) ავტონომიურ ოლქში.

"საჭადრაკო განათლების" ერთ-ერთი ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი გახლავთ მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი გარი კასპაროვი, რომელიც ამას წინათ ევროპარლამენტის წინაშე წარსდგა და მისმა მოხსენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. მსოფლიოს მეცამეტე ჩემპიონი ორი დღეა, საქართველოში იმყოფება. უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე კი მოხსენებით წარსდგა "საჭადრაკო განათლების" შესახებ.

"გარი კასპაროვი და მისი თანამოაზრები იბრძვიან საიმისოდ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ჭადრაკი შევიდეს როგორც სასწავლო დისციპლინა. მათ მიერ შედგენილი პროგრამული კომპლექსი საშუალებას აძლევს მასწავლებელს მეცადინეობები ჩაატაროს არა მხოლოდ კლასში, არამედ ინტერნეტის მეშვეობით, შინ დაუკავშირდეს მოსწავლეებს, მისცეს დავალებები და აკონტროლოს მათი შესრულების ხარისხი.

კარგა ხანია ექსპერიმენტებმა დაადასტურა "საჭადრაკო განათლების" დადებითი ზეგავლენა მოსწავლეებზე. ერთ მაგალითს დაგისახელებთ: ჰამბურგის ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო საგნად შეიტანეს ჭადრაკი, რომელსაც კვირაში მხოლოდ ერთი საათი ეთმობოდა. ექსპერიმენტის ბოლოს აღმოჩნდა, რომ იმ კლასის მოსწავლეებს, სადაც ჭადრაკი ისწავლებოდა, პარალელურ ჯგუფებთან შედარებით უკეთესი მოსწრება ჰქონდათ როგორც მათემატიკაში, ისე სხვა საგნებში. ბავშვები უფრო მობილიზებულნი იყვნენ, გადაწყვეტილებების მიღებისა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების არ ეშინოდათ.

საქართველოს ზოგიერთ სკოლაში ფიზაღზრდის გაკვეთილებს ჭადრაკი ჩაენაცვლა როგორც არჩევითი და არა სავალდებულო საგანი. ზოგან დაწყებით კლასებშიც ისწავლება ჭადრაკი, მაგრამ სკოლის მესვეურთა და მოსწავლეთა სურვილით. "საჭადრაკო განათლება" კი ახალი მოთხოვნებისა და მიზნების წინაშე გვაყენებს. ჭადრაკის ენით რომ ვთქვათ, ეს იქნება ახალი სვლა თანამედროვე განათლებაში", - გვითხრა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიდოსტატმა გია გიორგაძემ.

გუშინ სასტუმრო "მარიოტში" გარი კასპაროვსა და დიდოსტატ ზურაბ აზმაიფარაშვილს შორის ექვსი ბლიც-პარტიისგან (თითოეულ მოჭადრაკეს 5-5 წუთი ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით) შემდგარი ამხანაგური მატჩი გაიმართა. 3,5:2,5 გაიმარჯვა საპატიო სტუმარმა.

- დიდი ხანია, პროფესიულ ჭადრაკს თავი დავანებე, მაგრამ არის სარეკლამო ხასიათის ისეთი ღონისძიებები ბრძენთა თამაშის პროპაგანდას რომ ეწევა, რომლებშიც მონაწილეობა აუცილებელია. ორი დღის შემდეგ ბრიუსელში საინტერესო ტურნირი გაიმართება, რომელშიც ბიზნესის წარმომადგენლები და ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას. იგი ჩემი და ნაიჯელ შორტის ამხანაგური შეხვედრის მე-5 წლისთავს ეძღვნება. ამიტომ ორგანიზატორთა თხოვნით, სპეციალურად შერჩეულ ბავშვებთან ერთდროული თამაშის სეანსებს მე და შორტი გავმართავთ.

რადგანაც სათამაშო პრაქტიკას მოკლებული ვარ, გადავწყვიტე მცირედი შესვენებით მესარგებლა და ჩემს მეგობარ ზურაბ აზმაიფარაშვილთან ამხანაგური მინიმატჩი მეთამაშა. მართალია, ზოგჯერ კომპიუტერს ვეთამაშები, მაგრამ მეტოქესთან პირისპირ პაექრობას სულ სხვა ეშხი და ემოციური დატვირთვა ახლავს, - გვითხრა გარი კასპაროვმა. - რაც შეეხება სკოლებში სასწავლო საგნად ჭადრაკის შეტანას, დარწმუნებული ვარ, ეს ახლო მომავლის საქმეა და იგი არა მხოლოდ ექსპერიმენტული, არამედ მასობრივი გახდება, რაში თავის სიტყვას საჭადრაკო ტრადიციებით მდიდარი საქართველოც იტყვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა