მოსკოვში ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილის იუბილესადმი მიძღვნილ მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირში კიდევ სამი ტური გათამაშდა
მოსკოვში ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილის იუბილესადმი მიძღვნილ მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირში კიდევ სამი ტური გათამაშდა. ექვსი შესაძლებლიდან 4,5 ქულით იუბილარი დაწინაურდა.

ლიდერს ქულით ჩამორჩება მარტა ლიტინსკაია (უკრაინა), ოღონდ მას ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს გამართული. მომდევნო ადგილებზე მოდიან: ელენა ფატალიბეკოვა (რუსეთი)-3 (5), ლუდმილა საუნინა (რუსეთი)-3 (6), ვალენტინა კოზლოვსკაია (რუსეთი)-2,5 (5), ხანა ერენსკა-ბარლო (პოლონეთი)-2 (5), თამარ ხმიადაშვილი (საქართველო)-2 (5), ლუდმილა ბელავენეცი (რუსეთი)-1,5 (5).

ფავორიტები კვარცხლბეკს ვერ შესწვდნენ

გუშინ ჩინეთში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრების წევრი ლევან ფანცულაია თეთრი ფიგურებით მასპინძელ დინ ლირენთან დამარცხდა და 9 შესაძლებლიდან 5,5 ქულით მე-13 ადგილი დაიკავა. ამდენივე ქულით, მაგრამ უარესი კოეფიციენტით, მე-19 ადგილით დაკმაყოფილდა თბილისელი დიდოსტატი დავით არუთინიანი, რომელიც მე-9 ტურში ჩინელ იიე ლუს დაუზავდა.

7-7 ქულით, შესაბამისად, პირველი-მესამე ადგილები ვეიძი ჩჟოუმ, ძიანჩაო ჩჟოუმ (ორივე-ჩინეთი) და ნგუენ ნგოკ თონგ შონმა (ვიეტნამი) გაინაწილეს. ასპარეზობის რეიტინგფავორიტები - ლე ქუანგ ლიემი (ვიეტნამი, 2717), ვან იუე (ჩინეთი, 2716) და ლი ჩაო (ჩინეთი, 2710) 6-6 ქულით კვარცხლბეკს მიღმა აღმოჩდნენ.

ფინიშამდე ორი ტურით ადრე

ოსლოში გრძელდება მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალი, რომლის მთავარ ტურნირში 12 ქვეყნის 58 წარმომადგენელი მონაწილეობს.მათ შორის არიან ქართველი დიდოსტატები - ქალთა ეროვნული ნაკრების წევრი ნაზი პაიკიძე და ნინო ბაციაშვილი.

ბოლო ორ ტურში ორივე მოჭადრაკემ მონაგარს 1,5-1,5 ქულა შემატა. ბაციაშვილმა მე-6 ტურში ხავიერ აგუერა ნარედოს (ესპანეთი) აჯობა, გუშინ კი შვედ რან ჯურჰუუნს (ნორვეგია) დაუზავდა, პააიკიძემ პირიქით - ჯერ გერარდ ველინგთან (ჰოლანდია) გაიყო ქულა, მერე ბხარატ არჯუნი (ინდოეთი) დაჯაბნა.

ახლა ორივე ჩვენებურს 4,5-4,5 ქულა აქვს და შეჯიბრების დამთავრებამდე 2 ტურით ადრე, შესაბამისად, მე-10 და მე-13 ადგილებზე არიან. 6 ქულით ერთპიროვნულად ინგლისელი მეტიუ სადლერი მეწინავეობს. გუშინ მან ჰოლანდიელ სერგეი ტივიაკოვთან მოაწერა ზავს ხელი.

ლიდერს ნახევარ ქულით ჩამორჩება ფროდ ელსნესი (ნორვეგია), რომელმაც რუსი სერგეი ვოლკოვი დაამარცხა. 5-5 ქულით მესამე-მეხუთე ადგილებს სიპკე ერნსტი (ჰოლანდია), სერგეი ტივიაკოვი და ვლადიმირ ბურმაკინი (რუსეთი) იყოფენ.

შეჯიბრება ხვალ დამთავრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა