ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში შსს "ქუთაისს" შეხვდება

დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში შსს "ქუთაისს" შეხვდება

უსტიაშვილის გუნდმა ყველა მეტოქე იოლად დაამარცხა და ფინალშიც მხოლოდ გამარჯვებას გეგმავს
ქუთაისის გუნდმა ნახევარფინალის ტოლფას მატჩში 10 ქულის სხვაობით დაამარცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი და დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში 10 ოქტომბერს "შსს"-ს შეხვედება. ამით დასრულდა ტურნირის ჯგუფური ეტაპი - ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები ფინალში გავიდნენ, დანარჩენებისთვის კი მემორიალი დასრულებულია.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა ეს მხოლოდ მის ბოლო მეოთხედზე ითქმის, რადგან საწისი სამი პერიოდის განმავლობაში ქუთაისელები აშკარად დომინირებდნენ. ლევან ცეკვავას, რევაზ დიდიას და რაღა თქმა უნდა, რიჩარდ მათიაშვილის ძალისხმევით იმერული კლუბი თავიდანვე დიდი სხვაობით დაწინაურდა. მეორე მეოთხედში ქუთაისელების უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია და ამხელა იყო სხვაობა, როცა მესამე მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთი რჩებოდა.

აქ კი მოინდომეს "მედიკოსებმა" და მესამე ათწუთეულის დარჩენილ დროში ჩამორჩენა 14 ქულამდე შეამცირეს. დაიწყო ბოლო ათწუთეული და თსსუ-მ უფრო მოინდომა. კოკა ტომარაძის, მიხეილ ჭოჭუასა და ბექა ჩიკვილაძის მონდომებას ის მოჰყვა, რომ შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე "ქუთაისის" ლიდერობა 4 ქულამდე შეიკვეცა. გიორგი პირველაშვილს ანსი ჰქონდა, "მედიკოსთა" ჩამორჩენა კიდევ უფრო შეემცირებინა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მან და მისმა თანაგუნდელებმა ვეღარ იმარჯვეს და იმერულმა კლუბმა არსებობის მანძილზე პირველად დუდუ დადიანის ფინალის საგზური მოიპოვა.

გამარჯვებულებს ცეკვავამ ულიდერა 19 ქულით, 16 ქულა ჰქონდა რევაზ დიდიას. რიჩარდ მათიაშვილმა 13 ქულა მოაგროვა, თუმცა მის მიერ მოხსნილი 20 ბურთი მიმდინარე გათამაშებაში სარეკორდოა.

დამარცხებულთაგან ათქულიან ზღვარს მხოლოდ კოკა ტომარაძე ასცდა, რომელმაც 21 ქულა მოაგროვა. ფინალი ზეგ, დამდეგ ორშაბათს, საღამოს 6 საათზე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება

საბოლოო ცხრილი

ქუთაისი 2 2 0 4

თსსუ 2 1 1 3

რუსთავი 2 0 2 2

დუდუ დადიანის X მემორიალი. აკადემიის დარბაზი. 8 ოქტომბერი

ქუთაისი 71:61 თსსუ

19:11, 21:12, 15:18, 16:20

ქუთაისი: ფაშაევი (4), ბაბუნაშვილი (3), დიდია (16), ცეკვავა (19ქ, 5პ), დ. ბარბაქაძე (11), ლომინაშვილი, გ. ბარბაქაძე (5), კუჭავა, კოღუაშვილი, მათიაშვილი (13ქ, 20მ, 5დ)

თსსუ: ბაქრაძე (7ქ, 6პ), ტომარაძე (21), ჩიკვილაძე (8), კვეტენაძე, ყველაშვილი (2ქ, 7მ), ბექაური (6), პირველაშვილი (6), გაბისონია (4), აბაიშვილი, ჭოჭუა (7), შვანგირაძე

მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე, ი. ბერიშვილი

კომისარი: მერაბ რატიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი დუდუ დადიანის ფინალის პირველი მონაწილეა. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა თსუ-ს იოლად მოუგო და ამ ტურნირის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. "ძალოვნები" გასული გათამაშების ფინალშიც იყვნენ, თუმცა მაშინ რუსთავის "ენერჯი-ინვესტთან" დამარცხდნენ.

შინაგან საქმეთა გუნდი მიმდინარე სეზონის წინ კარგად დაბალანსდა და შედეგიც სახეზეა. უსტიაშვილის გაწვრთნილმა კალათბურთელებმა დადიანის მემორიალის ყველა მეტოქე იოლად დაამარცხეს და ფინალშიც, ცხადია, მხოლოდ გამარჯვებას გეგმავენ.

რაც შეეხება შეხვედრას, მისი პირველი ტაიმი "ძალოვანთა" სრული უპირატესობით წარიმართა და 56:31 დასრულდა. ეს წარმატება გუნდის ყველა წევრის დამსახურება იყო, რომელთა შორისაც ბექა წივწივაძე 16-ით, ხოლო რობო კრეპსი 12 ქულით გამოირჩნენ.

მეორე ტაიმში თამაშის სცენარი არ შეცვლილა. შსს-მ მოპოვებული უპირატესობა მესამე მეოთხედში კიდევ უფრო გაზარდა და გადამწყვეტ ათწუთეულს 29-ქულიანი ლიდერობით შეხვდა. დარჩენილ დროში თსუ-ს კალათბურთელები ბევრს ეცადნენ, თუმცა გამართულად მოთამაშე "ძალოვნების" წინააღმდეგ ვერაფერს გახდნენ და დადიანის მემორიალში პირველი მარცხი განიცადეს, რის გამოც პირველობისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.

შსს-ს რიგებში ორმაგი დუბლით აკაკი დვალიშვილი (17 ქულა, 11 მოხსნა) გამოირჩა, ხოლო "ძალოვანთა" ამერიკელმა ლეგიონერმა კვლავ სტაბილურათ ითამაშა და 27 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. შეხვედრის ბომბარიდი კი წივწივაძე გახდა, რომელმაც 19 ქულა ისე დააგროვა, რომ ერთი ჯარიმაც არ მიუღია – მასზე კი მეტოქეებმა 7-ჯერ დაარღვიეს წესი.

თსუ-ს 15 ქულით სოსო შერმადინმა ულიდერა, 13 ქულა ჰქონდა თორნიკე ნინიაშვილს, 11 – მიხეილ ჩიტაშვილს, 10 კი მიხეილ ფანჩულიძეს.

საბოლოო ცხრილი

შსს 3 3 0 6

თსუ 3 2 1 5

სტუ 3 1 2 4

დინამო 3 0 3 3

დუდუ დადიანის X მემორიალი. აკადემიის დარბაზი. 8 ოქტომბერი

შსს 96:69 დინამო

32:19, 24:12, 23:19, 17:19

შსს: ლაფანაშვილი (2), ნიკოლაძე, ლონდარიძე (12 ქ, 7მ), ლომოური (3), თენიეშვილი (6), ტუჯანი (6), წივწივაძე (19), იმნაძე (8ქ, 9მ), დვალიშვილი (17ქ, 11მ), კრეპსი (16ქ, 8მ), ბოქოლიშვილი (7)

თსუ: დ. ბერიშვილი (6), ფანჩულიძე (10), კოხრეიძე, თავამაიშვილი, კორკოტაძე (4), მარკოიშვილი (2), ნინიაშვილი (13) ჩიტაშვილი (11), ხიზანიშვილი (5), შერმადინი (15ქ, 7მ), ჩქარეული (3)

მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშილი, გურამ მიქელაძე

კომისარი: მერაბ რატიშვილი

gbf.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე

როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა