"მილანს" ახალი მწვრთნელი ჰყავს. როგორც მოსალოდნელი იყო, ვაკანტურ პოსტზე დაინიშნა მასიმილიანო ალეგრი, რომელმაც ლეონარდო შეცვალა. ეს გახლავთ ახალი თაობის სპეციალისტი, რომელმაც ერთი წლის წინ...

"მილანს" ახალი მწვრთნელი ჰყავს. როგორც მოსალოდნელი იყო, ვაკანტურ პოსტზე დაინიშნა მასიმილიანო ალეგრი, რომელმაც ლეონარდო შეცვალა. ეს გახლავთ ახალი თაობის სპეციალისტი, რომელმაც ერთი წლის წინ "ოქროს სკამი" (სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელისთვის დაწესებული ჯილდო) გადაეცა.

42 წლის ალეგრი გასულ სეზონში "კალიარის" წვრთნიდა. სარდინიულ კლუბში ის 2008 წლის ზაფხულში დაინიშნა. ეს იყო მისი პირველი სეზონი უმაღლეს დონეზე. მიუხედავად გამოცდილების დეფიციტისა, ალეგრიმ "კალიარი" მე-7 ადგილზე გაიყვანა, მაშინ, როცა პირველ წრეში გუნდი უმძიმეს მდგომარეობაში იყო და გავარდნის უპირველეს კანდიდატად ითვლებოდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო სეზონში ის ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გაათავისუფლეს. ერთი მხრივ, ამის მიზეზი იყო 9 მატჩში განცდილი 7 მარცხი, ხოლო მეორე მხრივ, ფარული მოლაპარაკების მცდელობა "მილანთან", რამაც "კალიარის" ხელმძღვანელობა უკიდურესად აღაშფოთა.

ალეგრიმ "როსონერისთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფათიჰ თერიმის შემდეგ (2001) ის "მილანის" პირველი მწვრთნელია, რომელსაც ფეხბურთელობის ჟამს ამ კლუბში არ უთამაშია.

ლაწა წიკლაური

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა