"ზესტაფონმა" სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზისას 19-წლამდელთა ნაკრებთან ზესტაფონში საკონტროლო შეხვედრა გამართა
მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა", რომელიც სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზისას ზესტაფონში ვარჯიშობს და ემზადება, საკონტროლო მატჩი გამართა.

დღევანდელ შეხვედრაში მარგველთა სპარინგ-პარტნიორი ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრები გახლდათ.

ზემოიმერლებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს:

მამალაძე (მეშველიანი, 46), ალადაშვილი (ბენაშვილი, 51), ონიანი, საჯაია, ღონღაძე (ელიავა, 46), გაჩეჩილაძე (გორგიაშვილი, 51), ბაბუნაშვილი (აფციაური, 34), ძარია (ჭანკოტაძე, 22), ფიფია (სარდალიშვილი, 51), დვალი (ლომია, 38), წინამღძვრიშვილი (ღირდალაძე, 51).

ქვეყნის ჩემპიონისა და გია დევდარიანის გაწვრთნილი საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრების ამხანაგური დაპირისპირება ზესტაფონელთა ბაზაზე გაიმართა და მას 200-მდე ქომაგიც დაესწრო. მატჩის მსვლელობისას მასპინძლებმაც და სტუმრებმაც არაერთ ექსპერიმენტს მიმართეს...

საინტერესოა, რომ ერთბაშად 3 ზესტაფონელს (მალხაზ გაგოშიძე, თორნიკე გრიგალაშვილი და ნოდარ კიკნაველიძე), რომლებიც გია დევდარიანს ნაკრებში ჰყავს გამოძახებული, თამაში საკუთარი კლუბის წინააღმდეგ მოუხდათ. უნდა აღინიშნოს, რომ სამივე "ზესტაფონელმა" ცხრამეტწლამდელთა ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იასპარეზა.

ანგარიში უკვე 4-ე წუთზე ახალგაზრდებმა გახსნეს - მიზანს ვარლამ კილასონიას ზუსტმა შორეულმა დარტყმამ მიაღწია. ცხრამეტწლამდელთა ნაკრების საგოლე "წამოწყებას" გოგი ფიფიამ ზუსტად ერთ წუთში უპასუხა.

მანვე 36-ე წუთზე ზესტაფონელები წინ გაიყვანა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი (50-ე წუთი) გოგი ფიფიამ "ჰეთ-თრიქი" გაიფორმა, რასაც საბა ლომიას 58-ე წუთზე გატანილი გოლი მოჰყვა. ახალგაზრდების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ასეთი ანგარიშით მარცხის შეგუებას არ ფიქრობდნენ და 67-ე წუთზე დათო გელაშვილის მიერ გატანილი გოლის წყალობით სხვაობა შეამცირეს კიდეც - ზესტაფონელთა გამარჯვება ანგარიშით 4-2.

fczestafoni.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა