"ასტონ ვილას" 27 წლის თავდამსხმელი დარენ ბენტი გახარებულია და მიიჩნევს, რომ ეროვნულმა გუნდმა დიდ შედეგს მიაღწია
მაშინ, როდესაც ნაკრების მიერ ჩერნოგორიაში ნათამაშებმა 2:2-მა ინგლისელი გულშემატკივარი და მას-მედია ცუდ გუნებაზე დააყენა, "ასტონ ვილას" 27 წლის თავდამსხმელი დარენ ბენტი გახარებულია და მიიჩნევს, რომ ეროვნულმა გუნდმა დიდ შედეგს მიაღწია.

კაცმა რომ თქვას, თუკი ინგლისელთათვის შესარჩევი ეტაპის დაძლევა და ევრო 2012-ის ფინალურ ეტაპზე გასვლა დიდი მიღწევაა, მაშინ ალბიონზე მართლაც ჰქონიათ საქმე საზეიმოდ. სხვა საქმეა, რომ ჩერნოგორიაში სტუმრებმა ორგოლიანი უპირატესობა გაუშვეს ხელიდან და სურათი უეინ რუნის გაძევებამაც ჩაამუქა.

თუმცა ბენტი, სავარაუდოდ, პირადმა წარმატებამაც გაახარა - 31-ე წუთზე ინგლისელთა მეორე გოლი ხომ სწორედ მან შეაგდო.

"ჩვენმა ნაკრებმა დიდ წარმატებას მიაღწია. შეხვედრის მსვლელობისას რამდენიმე მონაკვეთში გაგვიჭირდა, მაგრამ სირთულეებს თავი კარგად გავართვით და ახლა გაისად, ფინალურ ეტაპზე წარმატებით გამოსვლისთვის უნდა მოვემზადოთ.

ტრიბუნებზე მტრული გარემო იყო, სტადიონი პატარა გახლდათ, შედარებით მცირე ზომის იყო მოედანზიც და ამ ყველაფერმა მდგომარეობა, რასაკვირველია, გაართულა, თუმცა რაც გვინდოდა, მაინც მივიღეთ. ცუდია, რომ სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ მიზანი მიღწეულია".

ბენტმა თავისი ყოფილი თანაკლუბელის, "ასტონ ვილადან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასული ეშლი იანგის შექებაც არ დაიზარა. 26 წლის იანგმა ჯერ ერთი ანგარიში გახსნა და მეორეც, ბენტს საგოლე პასი მიაწოდა.

"ჩემი გოლი დიდწილად ეშლის დამსახურებაა - თქვა ფორვარდმა - მთელი მატჩის განმავლობაში, როდესაც მე მეტოქის საჯარიმოში შევდიოდი, მისი პასი მისწრებდა. ვფიქრობ, გოლის მომენტში მას, წამით კარში დარტყმაც კი უნდოდა, მაგრამ ბოლოს მაინც ბურთის ჩემთვის გადმოწოდება ამჯობინა".

იანგი კი თავისი გოლისთვის მადლობას "არსენალის" გარემარბს, 22 წლის თეო უოლკოტს უძღვნის. მანჩესტერელმა თქვა:

"თეომ მთელი შეხვედრა დიდებულად ითამაშა, მე კი, არც მეტი არც ნაკლები, საუცხოო პასი მომაწოდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა