"ლივერპულის" ესპანელი მეკარე, 29 წლის პეპე რეინა, თურმე, "ენფილდ როუდიდან" სამჯერ აპირებდა წასვლას
"ლივერპულის" ესპანელი მეკარე, 29 წლის პეპე რეინა, თურმე, "ენფილდ როუდიდან" სამჯერ აპირებდა წასვლას. ერთხელ, ეს იმ პერიოდში ხდებოდა, როდესაც მერსისაიდელთა კლუბი ამერიკელმა მეპატრონეებმა, ტომ ჰიკსმა და ჯორჯ ჯილეტმა კინაღამ გააკოტრეს და დაშალეს.

2010 წელს, რეინა "არსენალში" გადადიოდა, მაგრამ "ლივერპულში" ყველა ღონე იხმარეს ეს ტრანსფერი რომ ჩაშლილიყო. საქმე ის გახლავთ, რომ კლუბი ჰიკსისა და ჯილეტის ვალების ჭაობში იძირებოდა და აშკარა იყო, ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდებოდა. ადრე თუ გვიან "წითლებს" ახალი მეპატრონე გამოუჩნდებოდა, მაგრამ გაყიდვის წინ, გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაქცევა ანტირეკლამა იქნებოდა.

ავტობიოგრაფიულ წიგნში, "პეპე - ჩემი ავტობიოგრაფია", რეინა იგონებს, რომ "არსენალი" მასში 20 მილიონ ფუნტს იხდიდა, რაც მეკარისთვის დიდძალი თანხაა. მას პირადად არსენ ვენგერთანღა ჰქონდა სალაპარაკო და საქმეც გაიჩარხებოდა, მაგრამ...

ესპანელი გოლკიპერი "ლივერპულის" გასახდელში მომხდარ საინტერესო ამბებს მრავლად ჰყვება. კერძოდ, ის ამბობს, რომ ჰიკსისა და ჯილეტის უთავბოლო მმართველობის პერიოდში უთანხმოება იყო ფეხბურთელებს შორისაც. პირადად მას, მაგალითად, მიაჩნდა, რომ ადგილობრივ გმირებს, სტივენ ჯერარდსა და ჯეიმი კარაგერს ამერიკელ მეპატრონეთა წინააღმდეგ ამხედრებული გულშემატკივრების მხარდაჭერა უფრო ღიად და აქტიურად მართებდათ.

"ერთ-ერთი მათგანი, ვინც ყველაზე ხმამაღლა გამოდიოდა, მე ვიყავი. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ მწამდა, ფანებს უნდა სცოდნოდათ, ფეხბურთელებს შორის მხარდამჭერები რომ ჰყავდათ. მინდოდა კლუბს ისეთი მეპატრონე გამოსჩენოდა, რომელიც მის საქმეებს წინ წაიყვანდა.

მწამდა, რომ ჰიკსსა და ჯილეტზე რეალური ზეგავლენის მოხდენა სტივის და კარას შეეძლოთ. ისინი ჩვენი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელები იყვნენ და ფანებისთვის მხარი რომ დაეჭირათ, ალბათ, ბევრი რამ მაშინვე შეიცვლებოდა, მაგრამ ისინი სხვანაირად ხედავდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ ყველა ღონე უნდა ეხმარათ რათა ყველაფერი ექსცესების გარეშე, ნორმალურად გაგრძელებულიყო".

კიდევ ერთხელ რეინა "ლივერპულიდან" მაშინ გარბოდა, როდესაც, რაფა ბენიტესი როი ჰოჯსონმა შეცვალა. ის, თურმე, ჰოჯსონის დანიშვნის წინააღმდეგი ყოფილა და, როდესაც ახალი თავკაცის ხელმძღვანელობით გუნდი შავ დღეში ჩავარდა, ესპანელმა კიდევ ერთხელ სცადა "ენფილდიდან" გაქცევა. ეს იანვრის სატრანსფერო ბაზრობის დროს მოხდა, მაგრამ გადაათქმევინეს. ვინ გადაათქმევინა? გაგიკვირდებათ და... ცოლმა.

მესამე შემთხვევა კი ჩამოთვლილ ორზე ადრე, ბენიტესის დროს მოხდა: ესპანელმა მწვრთნელმა რეინა ესპანურ "ვალენსიაში" არ გაუშვა. დაარწმუნა, რომ ჯობდა "ლივერპულში" დარჩენილიყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა