დორტმუნდის "ბორუსია" "შალკესთან" სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის უკვე ემზადება
ბუნდესლიგის მთავარ მშვენებამდე, რურის დიდ დერბიმდე თვენახევარი დარჩა, მაგრამ დორტმუნდის "ბორუსია" "შალკესთან" სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის უკვე ემზადება.

რურის 138-ე დერბისთვის დორტმუნდელებმა საკმაოდ საინტერესო რამ მოიფიქრეს: ახალი ფორმა, რომელიც სპეციალურად ამ მატჩისთვის შეიკერება.

26 ნოემბერს დაგეგმილ დერბიში "ბორუსია" მოსისხლე მტერ "შალკეს" სპონსორ Kappa-სგან შეკერილი სპეციალური ფორმით ეთამაშება, რომელიც იმით იქნება განსაკუთრებული, რომ "ბორუსიას" ფეხბურთელებს მკერდზე თავიანთი სტადიონის სილუეტი ექნებათ დახატული.

სპეციალურად დერბისთვის შექმნილი ფორმა ხუთშაბათს ნახევარმცველმა კევინ გროსკროიტცმა და სათადარიგო მეკარე მიტჩელ ლანგერაკმა წარმოადგინეს და "ბორუსიას" ფან-შოპებში მისი გაყიდვა უკვე დაწყებულია - ცხადია, ეს არა მარტო დერბისთვის მოფიქრებული კრეატიული იდეა, არამედ მარკეტინგული სვლაცაა, რადგან ფაქტია, რომ ათიათასობით ეგზემპლარი გაიყიდება, რაც გერმანიის ჩემპიონისთვის დამატებით შემოსავალს ნიშნავს.

"ორი კვირის წინ დორტმუნდის გაჩემპიონების დროს გადაღებულ შესანიშნავ ფოტოებს ვათვალიერებდი და ეს იდეა სწორედ მაშინ დამებადა. ჩვენს სტადიონზე ყოველთვის ისეთი ფანტასტიკური საფეხბურთო ატმოსფეროა, იმდენად ბრწყინვალე ფანები გვყავს, რომ მივხვდი, ეს უნდა გაგვეკეთებინა.

ამ ფორმას კლუბი ფანებს უძღვნის," - ეს Kappa-ს მარკეტინგის მენეჯერის, ტობიას ბლიკის სიტყვებია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ბორუსიას" Kappa-სთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და მომავალი სეზონიდან დორტმუნდელებს "პუმა" შემოსავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე