ჰუუბ სტევენსისა და კიდევ რამდენიმე კანდიდატის შემდეგ, "ჰამბურგის" გაწვრთნა "ბაზელის" თავკაცმა ტორსტენ ფინკმაც იუარა
ჰუუბ სტევენსისა და კიდევ რამდენიმე კანდიდატის შემდეგ, "ჰამბურგის" გაწვრთნა "ბაზელის" თავკაცმა ტორსტენ ფინკმაც იუარა. ჩვენი გერმანელი და შვეიცარიელი კოლეგების ცნობით, ფინკი ჩრდილოგერმანული კლუბის სპორტულ დირექტორ ფრანკ არნესენს შაბათს შეხვდა და მცირეხნიანი მოლაპარაკების შემდეგ უარით გაისტუმრა.

"ბილდის" ცნობით, არნესენთან შეხვედრამდე ფინკმა "ბაზელის" ვიცე-პრეზიდენტ ბერნჰარდ ჰოისლერთან გამართა მოლაპარაკება და სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ ტორსტენი "ბაზელში" დარჩებოდა. ეს ცნობა მოგვიანებით თავად ჰოისლერმაც დაადასტურა. 43 წლის ფინკს შვეიცარიულ კლუბთან კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული.

ამრიგად, "ჰამბურგის" ჯოჯოხეთი გრძელდება: არნესენი ახალ დამრიგებელს უკვე ქაოტურად ეძებს. გერმანიის საფეხბურთო ლიგამ სამშაბათს გადაწყვიტა, რომ სამწვრთნელო ლიცენზიის არქონის გამო, დროებითი დამრიგებელი როდოლფო ესტებან კარდოსო "ჰამბურგის" პირველ გუნდში დიდხანს ვერ იმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არნესენმა მომავალ კვირაში ახალი მწვრთნელი აუცილებლად უნდა წარადგინოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე