პეკინის ქალთა ტურნირის ფინალში გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩი და პოლონელი აგნიეშკა რადვანსკა ითამაშებენ
პეკინის ქალთა ტურნირზე მომხდარი სენსაციების გამო ნახევარფინალისტთა უცნაური ოთხეული მივიღეთ: ანდრეა პეტკოვიჩი-მონიკა ნიკულესკუ და აგნიეშკა რადვანსკა-ფლავია პენეტა.

სწორედ ასეთი იყო ნახევარფინალური წყვილები და საბოლოოდ, გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლება მიიღეს იმ ჩოგბურთელებმა, რომელსაც წინსვლა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რადვანსკა და პეტკოვიჩი WTA-ის წლის შემაჯამებელ ტურნირში მოსახვედრად იბრძვიან. ახლა ფინალში მათ შორის გამარჯვებული საჩემპიონო ბრძოლაში მარიონ ბარტოლის გაასწრებს და მერვე ადგილზე გადავა.

არც ერთ ნახევარფინალში განსაკუთრებული ბრძოლა არ ყოფილა. პეკინში მთავარი სენსაციის ავტორმა მონიკა ნიკულესკუმ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია პეტკოვიჩს. გერმანელმა შესანიშნავი შემტევი ჩოგბურთი აჩვენა და 61 წუთში მხოლოდ ორ გეიმი მისცა მეტოქეს - 6:2, 6:0. პეტკოვიჩისთვის ეს არის მეხუთე ფინალი კარიერაში, მაგრამ ასეთი დონის ტურნირზე პირველად მოიპოვა გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლება.

გერმანელის მეტოქე რადვანსკასა და პენეტას მატჩში ირკვეოდა. იტალიელმა უფრო ადრე ბრძოლას გამოთიშა მსოფლიოს პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი. მაგრამ თუ დანიელი ბოლო დროს არც ისე კარგად გამოიყურება, აგნიეშკა პირიქით, ფორმის პიკზე იმყოფება. გასულ კვირას მან ტოკიოს ტურნირი მოიგო, ახლა კი ზედიზედ მეორე ტიტულს უმიზნებს.

ამ მატჩში უფრო დაძაბული ბრძოლა გამოვიდა, თუმცა მაინც იგრძნობოდა მთელი მატჩის განმავლობაში რადვანსკას უპირატესობა. პოლონელი თავის საფირმო სტაბილურ თამაშს აჩვენებდა უკანა ხაზზე. პირველ სეტში მისი უკეთესი მომზადება აშკარა იყო, მეორეში პენეტამ ოდნავ გამოასწორა სიტუაცია, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ზედიზედ რამდენიმე შეცდომა დაუშვა - 2:6, 4:6.

1/2 ფინალი

ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 9)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ) 6:2, 6:0; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 11)-ფლავია პენეტა (იტა) 6:2, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა