ლონდონის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია შუაღამემდე უნდა დასრულდეს, რათა სპორტსმენებმა მოასწრონ ტრადიციულ აღლუმში მონაწილეობა და ამასთან, დასასვენებლად ნორმალურ დროს წავიდნენ
ლონდონის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, რომელიც მომავალი წლის 27 ივლისს გაიმართება, შუაღამემდე უნდა დასრულდეს, რათა სპორტსმენებმა მოასწრონ ტრადიციულ აღლუმში მონაწილეობა და ამასთან, დასასვენებლად ნორმალურ დროს წავიდნენ.

გარდა ამისა, მიღწეულ უნდა იყოს შეთანხმება იმის შესახებ, რომ სპორტსმენებმა უფლება მიიღონ დასრულებამდე დატოვონ გახსნის ცერემონია. ამის შესახებ შაბათს გამოაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ დენის ოსვალდმა.

ბოლო ოლიმპიადებზე სპორტსმენები ჩიოდნენ იმის გამო, რომ საათობით ფეხზე დგომა უწევდათ, სანამ აღლუმზე მათი რიგი მოვიდოდა. ბევრი ოლიმპიელი საერთოდ უარს ამბობს გახნის ცერემონიაში მონაწილეობაზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ მომდევნო დღეს სტარტზე გასვლა უწევს.

"ეს თითოეული სპორტსმენის არჩევანია, მაგრამ ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტმა ათლეტმა მიიღოს მონაწილეობა გახსნის ცერემონიაში. ამიტომაც ვითხოვთ, რომ ოლიმპიადის გახსნა ადგილობრივი დროით შუაღამემდე დასრულდეს", - განაცხადა ოსვალდმა.

2012 წლის თამაშების გახნის ცერემონია, რომელსაც ოსკაროსანი რეჟისორი დენი ბოილი დგამს, ადგილობრივი დროით საღამოს ცხრა საათზე დაიწყება. მისი ხანგრძლივობის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტიც, რომ ლონდონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის ორის ნახევრამდე მუშაობს და მაყურებელმა შინ წასვლაც უნდა მოასწრონ. ამ მხრივ, სპორტსმენებს მსგავსი პრობლემა არ უნდა შეექმნებათ, რადგან ოლიმპიური პარკი ოლიმპიურ სოფელთან ძალიან ახლოს მდებარეობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე