მუნდიალი 2014. საკვალიფიკაციო ეტაპი. კონმებოლი: ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ლიდერი ხდება
მუნდიალი 2014 სამხრეთ ამერიკაშიც დაიწყო - 9-გუნდიანი ქარავანი (რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის მომავალი მასპინძელი ბრაზილია აკლია) ოთხი საუკეთესო ნაკრების გამორკვევას შეუდგა, თუმცა არც ის დაგვავიწყდეს, რომ მუნდიალზე მოხვედრის შანსი მეხუთე გუნდსაც აქვს, თუკი პლეი ოფში იმარჯვებს. მოკლედ, 9 გუნდზე ნახევარი - 4,5 საგზური მოდის, როცა ევროპის 53-მა ნაკრებმა 13 საგზურისთვის უნდა იბრძოლოს!

I ტურში ოთხივე მასპინძელმა მოიგო (კოლუმბია ისვენებდა), თანაც ოთხივემ ალალად და იოლად. მსოფლიოს ჩემპიონატის კონმებოლური ნაწილის პირველი გოლი ურუვაელმა ლუის სუარესმა გაიტანა ბოლივიელებთან მატჩის მე-4 წუთზე. "კოპა ამერიკას" გამარჯვებულმა ტურის ყველაზე სანახაობრივ მატჩში, მონტევიდეოში საკმაოდ ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებში 4:2 მოიგო.

"სელესტე" ფიფას რეიტინგში მე-4 ადგილზეა, ბოლივია კი მას 77 საფეხურით ჩამორჩება. დაახლოებით, ასეთი სხვაობა იყო ამ ორი გუნდის თამაშშიც. სუარესის გარდა გოლი ედინსონ კავანიმაც გაიტანა, აი, 30 წლის კაპიტანმა დიეგო ლუგანომ კი დუბლი შეასრულა. "პარი სენ ჟერმენის" მცველმა კარიერაში პირველად გაიტანა ორი გოლი ნაკრებში.

ალეხანდრო საბელიას ოფიციალური დებიუტი არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კი ძალზე წარმატებული გამოდგა - "რეალის" ორმა ვარსკლავმა, ანხელ დი მარიამ და გონსალო იგუაინმა მოედანზე ურთიერთგაგების შესაშური უნარი გამოავლინეს, რის წყალობითაც არგენტინამ 4:1 გაანადგურა ალექსის სანჩესის გარეშე მოთამაშე ჩილე. ფორმაშია ლეო მესიც, არგენტინელთა კაპიტანმა ბოლო 16 სანაკრებო მატჩში პირველი გოლი (!) გაიტანა. "ლა პულგას" 2 წლისა და 7 თვის საგოლე "შიმშილობა" შეწყდა.

"ლა რიოხას" არასოდეს მოუგია ანდების აღმოსავლეთში არგენტინისთვის და ეს არც ახლა მოხდა, ის კი არა, ჩილემ ზედიზედ მეხუთე შეხვედრა დათმო და ახლა სამშაბათის იმედიღა აქვს, როცა ჩილეს პერუ სტუმრობს. გონსალო იგუაინმა ამ შეხვედრაში ჰეთ თრიკი შეასრულა.

პერუს ნაკრების აღმავლობა გრძელდება, "კოპა ამერიკაზე" მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა შესარჩევი ეტაპიც ბრწყინვალედ დაიწყო. სერხიო მარკარიანის ბიჭებმა ფრანსისკო არსეს პარაგვაი დაამარცხეს - 2:0. ორივე გოლი პაულო გერეროს ანგარიშზეა. "ალბიროხა" უფრო დიდი ანგარიშითაც წააგებდა ლიმაში, რომ არა მეკარე დიეგო პარეტოს ბრწყინვალე თამაში.

ვენესუელის ნაკრები ერთთვიანი შეკრებით ემზადებოდა ეკვადორული ჰავისთვის (ეკვადორში ზღვის დონიდან მაღლა, ჟანგბადით არცთ მდიდარ ჰაერში თამაშობენ) შესაჩვევად, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა - 26 წლის ლუის ანტონიო ვალენსიამ მარჯვენა ფრთაზე ინავარდა და სტუმრებს "მანჩესტერ იუინაიტედის" ვარკსლავის შესვლების საწინააღმდეგო წამალი არ აღმოაჩნდათ. მისი ჩაწოდებებით ხაიმე აიოვიმ და კრისტიან ბენიტესმა იხეირეს. ეს იყო ერთგვარი შურისძიება "კოპა ამერიკაზე" დამარცხებისთვის.

ტურის ფეხბურთელი

გონსალო იგუაინი (არგენტინა)

23 წლის ფორვარდმა არცთუ სუსტ ჩილეს და მის კაპიტან რაულ ბრავოს სამი გოლი გაუტანა. ეს მის სანაკრებო კარიერაში პირველი ჰეთ თრიკია. გოლების გარდა "ელ პიპიტამ" მესის საგოლე პასი გაუკეთა. "ბედნიერი ვარ, მაგრამ მოდუნებას არ ვაპირებ. უნდა გავაგრძელო ასე თამაში, რომ ნაკრებში საბოლოოდ დავმკვიდრდე", - განაცხადა იგუაინმა.

ტურის სტატისტიკა

15 მატჩი დაუგროვდა "ჰამბურგისა" და პერუს ნაკრების ფორვარდ პაულო გერეროს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლებში. გერერომ 2004 წლის შემდეგ პირველად გაიტანა გოლი (თანაც ორი) ასეთ ტურნირში.

ტურის ფრაზა

კლაუდიო ბორგი (ჩილე)

"ჩვენ მხოლოდ არგენტინასთან არ დავმარცხდით, არამედ ამით ჩილეს სპორტულმა მედიამაც მოგვიგო. ნეტა იცოდეთ, რამდენ ადამიანს გაუხარდა ეს მარცხი ქვეყანაში. ისინი ალბათ ახლა ძალიან ბედნიერები არიან", - განაცხადა 1:4 მარცხის შემდეგ ჩილეს ნაკრების არგენტინელმა თავკაცმა.

ნეიმარის გოლით

ბუნებრივია, ბრაზილიის ნაკრები სანაკრებო პაუზას უქმად არ დაკარგავდა და "სელესაო" სან ხოსეში კოსტა რიკის ნაკრებს ეთამაშა და ნეიმარის გოლით 1:0 მოუგო. 19 წლის ტალანტმა ნაკრებში მე-14 მატჩში მე-8 გოლი გაიტანა - დანი ალვეშმა მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა და ნეიმარმა დასწრებაზე ივარგა.

ბრაზილიის ნაკრები: ჟულიო სეზარი (74. ჟეფერსონი) - ფაბიო (53. დანი ალვეში), დავიდ ლუიზი, ტიაგო სილვა, ადრიანო - ლუიზ გუსტავო (46. ერნანესი), ლუკასი (46. ოსკარი), რალფი - რონალდინიო, ნეიმარი (73. ჰალკი) - ფრედი (82. ჟონასი).

მუნდიალი 2014. საკვალიფიკაციო ეტაპი. კონმებოლი

ურუგვაი-ბოლივია 4:2

ურუგვაი: მუსლერა - ლუგანო, მ. პერეირა, გოდინი, კასერესი - ა. პერეირა (56. ფუსილე), დ. პერესი, არევალო - ფორლანი, სუარესი, კავანი (71. კ. როდრიგესი).

ბოლივია: არიასი - რალდესი, ლ. გუტიერესი, ვარგასი, რივერო - ფლორესი (83. ჩავესი), რობლესი, კარდოსო, მარტინსი - საუსედო (46. პენია), როხასი (61. ვაკა).

გოლები: 1:0 სუარესი (4), 1:1 კარდოსო (18), 2:1 ლუგანო (26), 3:1 კავანი (35), 4:1 ლუგანო (72), 4:2 მარტინსი (88-პენ)

ეკვადორი-ვენესუელა 2:0

ეკვადორი: ბანგუერა - კამპოსი, ერასო, სარიტამა, ვალენსია - ნობოა (77. აროიო), ვ. აიოვი, პარედესი, ბენიტესი (83. მენდესი) - სუარესი (69. ბოლანიოსი), ხ. აიოვი.

ვენესუელა: ვეგა - რეი, ველასკესი, გრანადოსი, ლუსენა - დი ჯორჯი, ფ. ფლორესი (58. ა. ფლორესი), სეიხასი, მალდონადო (73. ფელტშერი) - მესა, არისტეგიეტა.

გოლები: 1:0 ხ. აიოვი (15), 2:0 ბენიტესი (28)

გაძევება: რეი (78)

არგენტინა-ჩილე 4:1

არგენტინა: ანდუხარი - ბურდისო, საბალეტა, ოტამენდი, როხო - ბრანია, სოსა (80. სალვიო), დი მარია (86. გუტიერესი), ბანეგა (72. რინაუდო) - მესი, იგუაინი.

ჩილე: ბრავო - ხარა, ისლა, პონსე, ვალდივია - მ. ფერნანდესი (81. ხორკერა), ვიდალი, ბოსეჟური (54. მ. გონსალესი), კარმონა, პინილია (55. ვარგასი) - სუასო.

გოლები: 1:0 იგუაინი (8), 2:0 მესი (26), 3:0 იგუაინი (52), 3:1 ფერნანდესი (60), 4:1 იგუაინი (63)

პერუ-პარაგვაი 2:0

პერუ: ფერნანდესი - აკასიეტე, როდრიგესი, გისასოლა, ბალბინი - ვარგასი, კრუსადო (90. ლობატონი), იოტუნი, გერერო (91. ადვინკულა)- პისარო, ფარფანი.

პარაგვაი: დ. ბარეტო - და სილვა, ვერონი, მარეკოსი (25. სამუდიო), პირისი - ე. ბარეტო, რივეროსი, ესტიგარიბია, ე. პერესი (66. კარდოსო) - სანტა კრუსი, რამირესი (55. პიტონი).

გოლები: 1:0 გერერო (47), 2:0 გერერო (73)

თ მ ფ წ ბ ქ

1. არგენტინა 1 1 0 0 4-1 3

2. ურუგვაი 1 1 0 0 4-2 3

3. ეკვადორი 1 1 0 0 2-0 3

4. პერუ 1 1 0 0 2-0 3

5. კოლუმბია 0 0 0 0 0-0 0

6. ბოლივია 1 0 0 1 0-2 0

7. პარაგვაი 1 0 0 1 0-2 0

8. ვენესუელა 1 0 0 1 2-4 0

9. ჩილე 1 0 0 1 1-4 0

მომდევნო ტური

11 ოქტომბერი

ბოლივია-კოლუმბია

პარაგვაი-ურუგვაი

ჩილე-პერუ

ვენესუელა-არგენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა