"აიამ" ხელშევლებულ არენაზე პირველი მატჩი გამართა და აუტსაიდერი "ყოჩები" დიდი ანგარიშით 73:13 დაამარცხა
"აია"-"ყოჩები" 73:13

აია: (15-9) ძნელაძე, ხამაშურიძე, გოშაძე, კუხიანიძე (ზვიადაძე 67), გიორგაძე, შარვაშიძე (სინაურიძე 49), გოგია (აბრამიძე 69). (1-8) ლომიძე, გურეშიძე, წაქაძე (ჩხიკვაძე 58), მეტრეველი (ციტეიშვილი 41), ძაგნიძე (მატკავა 52), რევიშვილი, დგებუაძე, თხელიძე.

11ლ: მეტრეველი (2), ძნელაძე (2), გოშაძე (2), გოგია(2), ხამაშურიძე, თხელიძე, ცირეკიძე. 9გ ხამაშურიძე (9)

ყოჩები: (15-9) კვარაცხელია, ხარშილაძე, პ.მაისურაძე, მახარაშვილი, მინაშვილი, გაბუნია, ხელაძე, (1-8) ბეჟიაშვილი, გოგიძე, შენგელია, წიკლაური, არჩუაშვილი, ცხვედიანი, ცაგარეიშვილი, ელიაევი.

ლ: ბეჟიაშვილი. გ: კვარაცხელია. 2ს: გაბუნია.

მსაჯი: ნ.რობიტაშვილი

"აიას", რომელიც ბოლო ორი სეზონის განმავლობაში საშინაო შეხვედრებს ფოთში ატარებდა, ამიერიდან სტადიონის პრობლემა აღარ ექნება და შეხვედრებს ქუთაისის ცენტრში მდებარე "დინამოს" განახლებულ სტადიონზე ჩაატარებს. შაბათს, "აიამ" ხელშევლებულ არენაზე პირველი მატჩი გამართა და 1500 გულშემატკივრის თვალწინ აუტსაიდერ "ყოჩები" დიდი ანგარიშით 73:13 დაამარცხა.

სტუმარი გუნდის დაგვიანების გამო შეხვედრა 20 წუთით გვიან დაიწყო. სამაგიეროდ, გულშემატკივრებს ლელოების სანახავად არ დასჭირვებიათ დიდი ლოდინი, "აიამ" თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და ლელოც სწრაფად გაიტანა.

მარჯვენა ფრთაზე განვითარებული სწრაფი შეტევა ყოფილმა "ყოჩმა" ერეკლე მეტრეველმა დააგვირგვინა, ბესიკ ხამაშურიძემ კი, რომელმაც სათადარიგოთა შორის მყოფი გაგა სიანაურიძისგან დამრტყმელობა გადაიბირა, მახვილი კუთხიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა და სტუმართა განადგურებას სათავე ასე დაედო - 7:0.

მეტრეველმა ყოფილი გუნდი მოგვიანებით მეორედაც დაამწუხრა, პირველი ტაიმის შემდეგ კი მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს. იქამდე, დიდხანს მეორე ლელოსაც არ დაუგვიანია, ამჯერად მასპინძლებმა მარცხენა ფრთაზე შეუტიეს და ზურაბ ძნელაძემ ჩათვლის ხაზი გადაკვეთა. ხამაშურიძემ გარდასახვა კვლავ ზუსტად დაარტტა - 14:0.

მალევე გიგი გაბუნიამ საჯარიმოთი ანგარიში შეამცირა - 3:14. მაგრამ მალე ლელოების წვიმა წამოვიდა. ქუთათურებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ხელით კარგი თამაში. ვარჯიშებზე დამუშავებულ რამდენიმე კომბინაციას და სწრაფ შეტევებს თბილისელებმა ალღო ვერ აუღეს. ამას ლევან მგელაძის გუნდის შეცდომებიც დაემატა, "ყოჩები" ხშირად კარგავდა ბურთს, რასაც "აია" კარგად იყენებდა.

უკანახაზელებმა ბაკურ გოშაძემ და ლევან გოგიამ მორიგი ლელოები გაიტანეს, ხამაშურიძემ კი ისევ ზუსტად გარდასახა - 35:3. მალე ქუთაისელთა მოთამაშე მწვრთნელმა თავადაც იხეირა. "ანტილოპამ" მეექვსე ლელოს ზუსტი გარდასახვაც მიაყოლა - 42:3.

ტაიმის ბოლოს სტუმრებმა მეორე საჯარიმო მოიპოვეს და გაბუნიამ უზადოდ დაარტყა - 6:42.

შესვენების შემდეგაც "აია" სარაგბო სპექტაკლს განაგრძობდა. ძალიან ლამაზი კომბინაცია ლევან გოგიამ თავისი მეორე ლელოთი დააგვირგვინა.

მომდევნო ლელოები ლევან თხელიძისა და შეცვლაზე შემოსული გიორგი ცირეკიძის ანგარიშზეა. შემდეგ კი მარცხენაფლანგელმა ბაკურ გოშაძემ მაყურებელს მცირეოდენი სანახაობა შესთავაზა: მეტოქის ხაზის გაჭრით ჩათვლის მოედანში შეაღწია, მაგრამ ბურთის დამიწება არ იჩქარა, მდევრები არბენინა, ცრუმოძრაობების კასკადით კარს უკან მივიდა და იქ დაამიწა. ხამაშურიძემ გარდასახა - 66:6.

მასპინძელთაგან ბოლო ლელო უკანახაზელმა ზურა ძნელაძემ გაიტანა, ხამაშურიძემ კი ზუსტი გარდასახა - 73:6.

დარჩენილ დროში მოდუნებულ "აიას" სტუმრებმა მოლით შეუტიეს და არჩილ ბეჟიაშვილმა ჩათვლის ხაზი გადაკვეთა, ლუკა კვარაცხელიამ კი გარდასახა და თამაშიც იქვე მორჩა - 73:13.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დიდი 10 | აია 41:21 წიქარა
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის