"ზესტაფონის" დუბლებში გადაყვანილი ფეხბურთელისთვის ნაკრების თავკაცთა მხარდაჭერა მოულოდნელი იყო
"ზესტაფონის" დუბლებში გადაყვანილი ბუბა დაუშვილი ამბობს, რომ ეროვნული ნაკრების თავკაცთა მხარდაჭერა მისთვის მოულოდნელი და ძალიან გასახარი იყო.

- დუბლებში გადაყვანლი მოთამაშისთვის ნაკრებში გამოძახება მოულოდნელი იქნებოდა.

- რა თქმა უნდა, ასეა, ლამის სამი თვეა, უთამაშებელი ვარ, დუბლებში გადაყვანილი კი ნაკრებში გამოძახებას არ ველოდი. ამ ნდობისა და თანადგომისთვის თემურ ქეცბაიას უდიდეს მადლობას მოვახსენებ. კარგად მესმის, რომ ნაკრების მწვრთნელისთვის მძიმე გადასაწყვეტი იყო უთამაშებელი ფეხბურთელის გამოძახება. ამიტომ უფრო მინდა ნდობა გავუმართლო.

- დუბლებში ვარჯიშით ფორმის შენარჩუნებას ახერხებ?

- მონდომებას არ ვაკლებ, შეძლებისდაგვარად ვემზადები, მაგრამ ძნელია, როცა დუბლებშიც არ გათამაშებენ.

- სათადარიგოებში ყოფნით, მით უფრო, უთამაშებლობით, ფორმის შენარჩუნება თითქმის შეუძლებელია.

- არც ვიცი, როგორ ფორმაში ვარ, რადგან მდგომარეობა თამაშებით ფასდება, მე კი, როგორც გითხარით, დუბლებშიც არ მაყენებენ. რას ვიზამ, მაინც ვცდილობ, გულიანად ვივარჯიშო და ყველაფერი გავაკეთო საიმისოდ, ფორმა მინიმალურ დონეზე მაინც შევინარჩუნო.

- მოდი, ობიექტურად ვთქვათ: "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიას გაღიზიანებაც გასაგებია - კაცი თავს გევლებოდა და წასვლის თაობაზე უნდა გაგეფრთხილებინა.

- ყველაფერი შეიძლებოდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ სად გადავალ, ეს ჩემი პირადი საქმეა, რაც ძველი კლუბისადმი უპატივცემულობას სულაც არ ნიშნავს. ბოლოდროინდელი უსიამოვნო ვითარების მიუხედავად, ილია კოკაიას მიმართ დამოკიდებულება არ შემიცვლია. მე ყოველთვის ვიტყვი, რომ "ზესტაფონი" ჩემთვის ყოველთვის იქნება საქართველოში საუკეთესო გუნდი და მას მუდამ ვუგულშემატკივრებ.

"ზესტაფონში" ექვსი წელი ვითამაშე, რაც ცოტა ხანი ნამდვილად არ არის. ამ კლუბმა ბევრი რამ შემძინა, მაგრამ დადგა დრო, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიმეღო და მეც კარიერის უცხოეთში გაგრძელება გადავწყვიტე.

- "კარპატისთან" წინასწარ გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ "ზესტაფონის" პრეზიდენტთან არ გილაპარაკია?

- არა, ეს არ მომხდარა.

- ლვოვში როდის მიდიხარ?

- საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი და "ზესტაფონთან" საკონტრაქტო ვადა როგორც კი დასრულდება, უკრაინაში გავემგზავრები და გუნდთან ერთად ვივარჯიშებ. ასე რომ, ამ მხრივ ყველაფერი უცვლელადაა.

- მოსამზადებელი ეტაპისას ფორმის აღდგენა, ალბათ, არ გაგიჭირდება.

- მეც ამის იმედი მაქვს. მაგრამ ამდენი ხნის უთამაშებლობა მაინც ძნელი დასაძლევია, ფორმას კი ეშველება, მაგრამ მორალურად არის ძნელი, დღეები თითქოს ჩვეულებრივზე მეტად იწელება. ასე მგონია, ეს სამი თვე სამი წელიწადივით გაიწელა. მეორეც არის: ფეხბურთელი თამაშს რომ უყურებ და შენიანს ვერ ეხმარები, ეს მძიმე გადასატანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა