სერ ალექს ფერგიუსონმა ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების თავკაც სტიუარტ პირსს 20 წლის დენი უელბეკი არ გაუგზავნა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების თავკაც სტიუარტ პირსს 20 წლის დენი უელბეკი არ გაუგზავნა.

ლაპარაკი იყო ნორვეგიისა და ინგლისის ახალგაზრდულ გუნდებს შორის წუხელ გამართულ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში მონაწილეობაზე.

საქმე ის გახლავთ, რომ პირსი ამ შეხვედრისთვის ერთი თავდამსხმელის ამარა იყო დარჩენილი: ნეითან დელფუენსო და მარტინ უეგჰორნი ხუთშაბათს, ისლანდიაში, 3:0 მოგებულ შეხვედრაში დაშავდნენ. ამიტომაც მოსინჯა ახალგაზრდათა თავკაცმა ბედი "ოლდ ტრეფორდზე", მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, იქიდან უარი მიიღო.

"ისლანდიაში ჩატარებული თამაშის შემდეგ სერ ალექსს დავურეკე, მაგრამ მან მითხრა, რომ დენის ჩერნოგორიიდან ლონდონში ჩაფრენისა და

ლონდონის აეროპორტიდანვე ოსლოში გადაფრენის ძალიან ეშინია. ფერგიუსონი, რასაკვირველია, მართალი იყო და მისი პოზიცია ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ მეც ხომ ვალდებული ვიყავი ჩემი შანსი მომესინჯა".

შეგახსენებთ, რომ უელბეკი მონტენეგროში გამართულ "დიდი ნაკრების" შეხვედრაში მოედანზე თეო უოლკოტის მაგივრად 76-ე წუთზე შევიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა