მარადონას "ალ ვასლმა" ერიასალათის თასზე "დუბაისთან" შეხვედრა 5:0 დათმო
დიეგო მარადონა არაბეთის გაერთიანებული საამიროების "ალ ვასლიში" რამდენიმე თვეა, რაც მუშაობს. ამ დღეებში მან სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მწარედ არა (ჩემპიონატში დამარცხება აბა სად შეედრება გერმანიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალში 0:4-ს), მაგრამ ნამდვილად ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო.

მისმა გუნდმა ერიასალათის თასზე "დუბაისთან" 5:0 დათმო, რის შემდეგაც სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე გულშემატკივრებს დიდი ბოდიში მოუხადა და აღუთქვა, რომ ეს მხოლოდ დროებითი ჩავარდნა იყო დიდი მიზნებისკენ სავალ გზაზე. განადგურების მიუხედავად კლუბის ადმინისტრაციას არგენტინელი ლეგენდის კვალიფიკაციაში ეჭვი არ ეპარება.

აი, რა განცხადება გამოქვეყნდა კლუბის ვებგვერდზე: "ჩვენ წინ კიდევ გრძელი სეზონი გვაქვს, ეს კი მხოლოდ ერთი მატჩი იყო. მთავარ მწვრთნელს ბოლომდე ვენდობით. ის ისეთი კონკურენტუნარიანი გუნდის ასაშენებლად მუშაობს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ჩემპიონობისთვის შეეძლება ბრძოლა".

თავად მარადონა გადადგომაზე არც კი ფიქრობს. გთავაზობთ მის განცხადებასაც: "იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. წინა ორი გამარჯვების შემდეგ მეგონა, რომ სწორ გზაზე ვიდექით, მაგრამ... ახლა ვეღარაფერს ვიზამთ? მთავარია, შემდგომ შეხვედრებზე მოვახერხოთ კონცენტრირება და წარსულში ყურება არ დავიწყოთ.

იმედი მაქვს, ეს წაგება ჩემი ფეხბურთელების საბრძოლო განწყობაზე არ იმოქმედებს. მათ ასეთი შეხვედრებიდან სათანადო დასკვნები უნდა გამოიტანონ. ვაგებთ თუ ვიგებთ, ყოველ შეხვედრაში ჩვენ უფრო და უფრო ძლიერები ვხდებით".

მარადონას ასევე საკლუბო თემატიკაზე ელაპარაკა ვებგვერდი "სპორტ 360". არგენტინელი სპეციალისტის თქმით, სპორტულ პრესაში გაჟღერებული ინფორმაციას, თითქოს "ალ ვასლი" "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, 27 წლის კარლოს ტევესის სამსახურითაა დაინტერესებული, რეალობასთან საერთო არაფერი აქვს, რადგან ამჟამად კლუბის სატრანსფერო ბიუჯეტი იმ თანხის ზუსტად 5%-ს შეადგენს, რაც შეიძლება კარლოსის ტრანსფერი დაჯდეს. "ტევესი ჩვენთვის მეტისმეტად ძვირია," - განაცხადა გულდაწყვეტილმა მარადონამ.

რობერტო მანჩინისთან კონფლიქტის შემდეგ სპორტულმა პრესამ ტევესი სად აღარ "გადაიყვანა". "ალბისელესტეს" თავდამსხმელზე უარი უკვე თქვეს "კორინთიანსმა" და აგერ მარადონამაც ხელები გაასავსავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა