50-ზე მეტმა ევროპულმა ქვეყანამ შესარჩევი უკან მოიტოვა, დარჩა ბოლო ტური და ოთხი საპლეიოფო ორრაუნდიანი დაპირისპირება
და აი, ეს დროც დადგა - 50-ზე მეტმა ევროპულმა ქვეყანამ უკან მოიტოვა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, დარჩა მხოლოდ ბოლო ტური და ოთხი საპლეიოფო ორრაუნდიანი დაპირისპირება.

ისევე, როგორც ადრე, ახლაც ყველა ქვეყანაში ოპტიმიზმით ხვდებოდნენ ახალ შესარჩევ ციკლს, მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ ქართული ფეხბურთს გულშემატკივრებს კვლავ არ გაგვიმართლა, ჩვენ კვლავ იმედგაცრუება გველოდა. თუმცა, მოდი, ჩვენი შესარჩევი ჯგუფის მატჩები გვერდზე გადავდოთ (ამ ნომერში ისედაც არ აკლია საქართველო-საბერძნეთს ყურადღება) და დანარჩენ 8 ჯგუფს გადავავლოთ თვალი.

გუშინ მოვლენების განვითარების თითქმის ყველა შესაძლო ვარიანტი ჩამოვწერეთ, დღეს კი ვნახოთ, როგორ ემზადებიან გუნდები გადამწყვეტი ორთაბრძოლებისთვის.

ევრო 2012-ის 9 საგზური ელის პატრონს, პრეტენდენტი კი 18-ია, თუმცა დღეს მხოლოდ 5 საგზურის მფლობელი უნდა გაირკვეს, დანარჩენ ოთხს კი ოთხი პლეი ოფი გამოავლენს. უკვე ცნობილია ერთი ნაკრები, რომელიც აუცილებლად ითამაშებს პლეი ოფში - ჩერნოგორია. ყოფილი იუგოსლავიის წევრ ქვეყანას აღარ აქვს შანსი საუკეთესო მეორეადგილოსანი გახდეს და არც მოცილე ჰყავს პლეი ოფის საგზურზე. მოკლედ, G (ინგლისის) ჯგუფში ყველაფერი ცხადია, სხვა ყველგან კი ბოლო ტურს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

დავიწყოთ იმ გუნდით, რომელსაც ყველაზე დალხენილად აქვს საქმე. წარმოიდგინეთ, რუსეთის ნაკრებს მეტოქესთან შინ ფრეც ჰყოფნის მიზნის მისაღწევად და ასეც რომ არ მოხდეს, მაინც დიდი შანსი აქვს გასვლის. მეტოქეს აღარ იკითხავთ? ანდორის ნაკრები! მოკლედ, რუსეთის ნაკრებს მხოლოდ ფორმალობაღა აშორებს ევრო 2012-ის საგზურს.

ანდორა 1998 წლიდან მონაწილეობს ევროპისა და მსოფლიოს შესარჩევ ციკლებში და მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული - 2004 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში მათ მაკედონიას მოუგეს - 1:0. "ბარსელონას" აღზრდილი მარკ ბერნაუსის გოლი კი ამ ციცქნა სახელმწიფოს ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა. ახლა ბერნაუსი, რომელიც ახალგაზრდულ დონეზე ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებშიც გამოდიოდა, აღარ თამაშობს და რუსეთსაც აღარაფრის უნდა ეშინოდეს, სხვა პროფესიონალი ფეხბურთელი ანდორას უბრალოდ არ ჰყავს.

ამ გუნდების პირველ მატჩში რუსეთმა სტუმრად 2:0 გაიმარჯვა, გოლები კი პაველ პოგრებნიაკმა და ანდრეი არშავინმა გაიტანეს. სულ კი რუსეთის ნაკრები ხუთჯერ შეხვდა დღევანდელ მეტოქეს და ხუთივეჯერ მოუგო. ყველაფერი სლავთYა სასარგებლოდ მეტყველებს, მაგრამ ამ გუნდების დაპირისპირებაში იყო ერთი ეპიზოდი, როცა რუსებს გვარიანი ნერვიულობა შეხვდათ ანდორელთა გამო. 2007 წლის ნოემბერში სიტუაცია ისეთი იყო, რომ რუსებს ანდორელებისთვის უნდა მოეგოთ. დავიდ როდრიგოს გუნდმა გვარიანად ანერვიულა გუუს ჰიდინკისა - მართალია, დმიტრი სიჩევმა 38-ე წუთზე გაიტანა, მაგრამ ამის შემდეგ გოლი არა და არ გადიოდა ანდორელთა კარში. ის კი არა, რუსებმა პენალტი ააცილეს, შემდეგ კი მათ არშავინი გაუძევეს...

დიკ ადვოკაატმა ამ თამაშისთვის ნაკრებში მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი რენატ იანბაევი მიიწვია, თუმცა ის ვარჯიშზე მოსკოვური საცობების გამო, დროულად ვერ მივიდა. იანბაევმა "ანჟის" მცველი იური ჟირკოვი უნდა შეცვალოს, რომელიც ტრავმირებულია. წინა მატჩში ყვითელი ბარათები მიიღეს და ახლა დისკვალიფიცირებულნი არიან ალექსანდრ ანიუკოვი და კონსტანტინ ზირიანოვი. ტრავმა მიიღო ზენიტელმა ანდრეი შიროკოვმა და ნაკრების ბაზა დატოვა. თამაში "ლუჟნიკიზეა". მატჩის წინ ნაკრების ყოფილ კაპიტან ვიქტორ ონოპკოს უეფას ორდენს გადასცემენ - ონოპკომ 1992-2004 წლებში ასზე მეტჯერ მოირგო რუსეთის ნაკრების მაისურა.

დიკ ადვოკაატი: "ჩვენი პირველი ამოცანა თამაშის სადავეების ხელში აღება და გოლის გატანაა. ყველამ ვიცით, რომ ანდორა თავისუფალ ზონებს არ ტოვებს და მთლიანად დაცვაზეა ორიენტირებული. მათთან თამაშის სპეციპიკაც სწორედ ესაა, ძნელია ეთამაშო გუნდს, რომელიც 11 კაცით თავს იცავს. მთავარი ორი რამაა - შედეგი და ის, რომ როგორმე არ უნდა მივიღოთ სულელური გაფრთხილებები. ანდორა ხომ უხეშად თამაშობს და ამით იწვევს მეტოქეებს. ჩვენ ამას უკვე გადავეყარეთ პირველ მატჩში, თუმცა ანდორელებს ამის გამო ვერ გავარკიტიკებ, მათ არსენალში ხომ მეტი არაფერია".

შვედეთის ნაკრებს შეუძლია ევრო 2012-ის საგზურის დღესვე მოპოვება. საამისოდ სკანდინავებმა ჰოლანდიას უნდა მოუგონ, გუნდს, რომელიც კარგა ხანია გასულია ფინალურ ეტაპზე და ნაკლებად მოტივირებულია. კაცმა რომ თქვას, შვედებს ურიგო სიტუაცია არ აქვთ, მათ შეუძლიათ გარისკონ და შეუტიონ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებს, რადგან პლეი ოფის საგზური "ჯიბეში აქვთ". ამიტომაც მასპინძელთა 24 წლის მცველი მიკაელ ლუსტიგი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი მოსაგებად გავა მოედანზე და შეუტევს. სხვათა შორის, შვედებს, შესაძლოა, ფრეც კი ეყოთ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ერიკ ჰამრენის გუნდში ფრეზე არავინ ფიქრობს: "ფრის იმედად ვერ ვიქნებით, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება. გავალთ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად", - ამბობს ლუსტიგი.

თამაში "რასუნდაზე" გაიმართება, სადაც შვედებს შურისძიებაზე ფიქრი მოუწევთ (ამსტერდამში "ფორთოხლისფერებმა" მათგან ქვა-ქვაზე არ დატოვეს - 4:1 მოუგეს). ამის გაკეთება კი სკანდინავიელებს უპირველესი ვარსკვლავის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე მოუწევთ - რომელმაც ფინეთის ნაკრებთან ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია. ჰოლანდიელებს არ ეყოლებათ არიენ რობენი და ვესლი სნეიდერი.

H ჯგუფში მთავარი დაპირისპირებაა - დანიის ნაკრები პორტუგალიას მასპინძლობს. ორივე გუნდს 16-16 ქულა აქვს. პორტუგალიელებს სტუმრად ფრეც აწყობთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშონ. თუმცა წაგების შემთხვევაშიც რჩებათ საგზურის მოპოვების შანსი (როგორც საუკეთესო მეორადგილოსანი), თუ არადა, პლეიოფში მაინც მოხვდებიან (ძალზე მცირე იმის საფრთხე, რომ მე-2 ადგილი დაკარგონ). საამისოდ, პორტუგალიას მხოლოდ ჰოლანდიელთა კარგი თამაში სჭირდება - ვან მარვიიკის გუნდმა არ უნდა წააგოს შვედეთში.

პაულუ ბენტუ აცხადებს, რომ ფრეზე თამაში მისი გუნდის სტილი არაა და პორტუგალია დანიაშიც მოსაგებად გავა. "არასოდეს დამიგეგმავს ფრე. ეს იგივეა, წაგება დაგეგმო. ვიცი, რომ 1 ქულაც საკმარისია და საბოლოოდ თუ ასე მოხდა, ბედნიერი ვიქნები, მაგრამ ჩემი გუნდი "პარკენზე" აუცილებლად მოსაგებად გავა. ჩვენ გვსურს ჯგუფში ასპარეზობა მე-6 გამარჯვებით დავასრულოთ". ბენტუმ ამ შესარჩევი ციკლის დასაწყისში ჩაიბარა ნაკრები და ბოლო წლებში ყველაზე კარგი შედეგებიც აჩვენა, თუმცა მწვრთნელს აფიქრებს დაცვის ხაზი, რომელიც ბევრ შეცდომას უშვებს - პარასკევს ისლანდიელებმა მათ 3 გოლი გაუტანეს.

ხელებდაკრეფილი არც მეტოქეა - "აიაქსის" დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი ამბობს: "ჩვენ არ გვინდა პლეი ოფში თამაში, საამისოდ კი უნდა მოვუგოთ პორტუგალიას".

მორტენ ოლსენმა ტრავმირებული დანიელ აგერი ანდრეას ბიელანდით შეცვალა. დაცვაში კი მთავარი იმედი 23 წლის სიმონ კიაერია, რომელსაც, ალბათY, კრიშტიანო რონალდოს განეიტრალება მოუწევს.

შოტლანდიის ნაკრებს კი იმ პლეი ოფის საგზური ენატრება, რომლის თავის არიდებაც პორტუგალიელებსა და დანიელებს სურთ.

შოტლანდიას ერთობ რთული ამოცანა აქვს გადასაჭრელი - ბოლო ტურში ესპანეთს სტურმობს. ერთადერთი, რაც სკოტების სასარგებლოდ მეტყველებს ისაა, რომ ესპანელებს ამ მატჩისთვის სატურნირო ინტრიგა აღარ შემორჩათ. მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონებს არც პრაღაში სჭირდებოდათ თავის გამოდება, მაგრამ ჩეხებს 2:0 მოუგეს და არც შინ აპირებენ თავის შერცხვენას და უნიკალური მიღწევის (ჯერჯერობით, ყველა თამაში მოიგეს) გაფუჭებას.

თამაში ალიკანტეშია, ვალენსიის მხარის საპორტო ქალაქის სტადიონზე, სადაც პრიმერადან გავარდნილი "ერკულესი" თამაშობს. აი, რას ამბობს 27 წლის დარენ ფლეტჩერი: "პირველ მატჩში, რომელიც 2:3 წავაგეთ, ესპანელებს ძალიან კარგად ვეთამაშეთ. ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან. ამიტომ კარგად ვიცით, რა ძალას ვეჭიდებით, თუმცა ჩვენს გენში შიში არ არის, სანამ ბრძოლის შანსი არსებობს, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე", - განაცხადა "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავმა.

შოტლანდიას მიხალ ბილეკის ჩეხეთი ერთი ქულით ჩამორჩება. ანუ ბრიტანელებს სჭირდებათ ჩეხ კონკურენტებზე უარესი შედეგით არ დაასრულონ ტურნირი. ჩეხეთის მეტოქე ლიტვის ნაკრებია.

გერმანიისა და ბელგიის ნაკრებთა დაპირისპირებას ამ უკანასკნელთათვის აქვს აზრი. "სამშაბათს ჩვენ ნაკრებს დიდი მატჩი აქვს. გერმანელებს ქულათა მაქსიმუმი აქვთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი მცირე შანსის გვჯერა", - ამბობს ბელგიელთა თავკაცი ჟორჟ ლეეკენსი.

ბუნებრივია, ჩვენ ყველა საინტერესო მატჩზე ვერ დავწერდით. სატურნირო თვალსაზრისით კიდევ რამდენიმე შეხვედრას აქვს დიდი მნიშვნელობა. მაგალითად, თურქეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირებას, ირლანდია-სომხეთს, სლოვენია-სერბეთს, საფრანგეთი-ბოსნიას და სხვებს.

P.S. ესტონეთის ნაკრები ერთადერთია, რომელიც ბოლო ტურში არ თამაშობს და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი რჩება. ამასთან, ინგლისის ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელმაც ევრო 2012-ის საგზური უკვე მოიპოვა, მაგრამ ბოლო ტურში არ თამაშობს.

ევრო 2012. შესარჩევი მატჩების წინ

A ჯგუფი

დღეს

ყაზახეთი-ავსტრია 20:00

თურქეთი-აზერბაიჯანი 21:00

გერმანია-ბელგია 21:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. გერმანია 9 9 0 0 31-6 27

2. ბელგია 9 4 3 2 20-12 15

3. თურქეთი 9 4 2 3 12-11 14

4. ავსტრია 9 3 2 4 16-17 11

5. აზერბაიჯანი 9 2 1 6 10-25 7

6. ყაზახეთი 9 1 0 8 6-24 3

B ჯგუფი

დღეს

რუსეთი-ანდორა 21:45

ირლანდია-სომხეთი 21:45

მაკედონია-სლოვაკეთი 21:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. რუსეთი 9 6 2 1 11-4 20

2. ირლანდია 9 5 3 1 13-6 18

3. სომხეთი 9 5 2 2 21-8 17

4. სლოვაკეთი 9 4 2 3 6-9 14

5. მაკედონია 9 2 1 6 7-13 7

6. ანდორა 9 0 0 9 1-19 0

C ჯგუფი

დღეს

იტალია-ჩრდ. ირლანდია 22:45

სლოვენია-სერბეთი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. იტალია 9 7 2 0 17-2 23

2. ესტონეთი 10 5 1 4 15-14 16

3. სერბეთი 9 4 3 2 13-11 15

4. სლოვენია 9 3 2 4 10-7 11

5. ჩრდ. ირლანდია 9 2 3 4 9-10 9

6. ფარერები 10 1 1 8 6-26 4

D ჯგუფი

დღეს

საფრანგეთი-ბოსნია 23:00

ალბანეთი-რუმინეთი 22:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. საფრანგეთი 9 6 2 1 14-3 20

2. ბოსნია 9 6 1 2 16-7 19

3. რუმინეთი 9 3 4 2 12-8 13

4. ბელარუსი 10 3 4 3 8-7 12

5. ალბანეთი 9 2 2 5 6-13 8

6. ლუქსემბურგი 10 1 1 8 3-21 4

E ჯგუფი

დღეს

შვედეთი-ჰოლანდია 22:15

უნგრეთი-ფინეთი 22:00

მოლდოვა-სან მარინო 22:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჰოლანდია 9 9 0 0 35-5 27

2. შვედეთი 9 7 0 2 28-9 21

3. უნგრეთი 9 6 0 3 22-14 18

4. ფინეთი 9 3 0 6 16-16 9

5. მოლდოვა 9 2 0 7 8-16 6

6. სან-მარინო 9 0 0 9 0-49 0

G ჯგუფი

დღეს

ბულგარეთი-უელსი 22:05

შვეიცარია-ჩენროგორია 22:15

თ მ ფ წ ბ ქ

1. ინგლისი 8 5 3 0 17-5 18

2. ჩერნოგორია 7 3 3 1 7-5 12

3. შვეიცარია 7 2 2 3 10-10 8

4. უელსი 7 2 0 5 5-10 6

5. ბულგარეთი 7 1 2 4 3-12 5

H ჯგუფი

დღეს

დანია-პორტუგალია 22:15

ნორვეგია-კვიპროსი 22:15

თ მ ფ წ ბ ქ

1. პორტუგალია 7 5 1 1 20-9 16

2. დანია 7 5 1 1 13-5 16

3. ნორვეგია 7 4 1 2 7-6 13

4. ისლანდია 8 1 1 6 6-15 4

5. კვიპროსი 7 0 2 5 6-17 2

I ჯგუფი

დღეს

ესპანეთი-შოტლანდია 22:45

ლიტვა-ჩეხეთი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 7 7 0 0 23-5 21

2. შოტლანდია 7 3 2 2 8-7 11

3. ჩეხეთი 7 3 1 3 8-7 10

4. ლიტვა 7 1 2 4 3-9 5

5. ლიხტენშტაინი 8 1 1 6 3-17 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!