ველოსპორტის სეზონის ერთდღიანი რბოლა გასულ უქმეებზე საფრანგეთში გაიმართა
ველოსპორტის სეზონი ტრადიციულად შემოდგომის სამი კლასიკური ერთდღიანი რბოლით სრულდება და ერთ-ერთი ასეთი რბოლა გასულ უქმეებზე საფრანგეთში გაიმართა, რომლის სახელწოდებაა პარიზი-ტური.

230-კილომეტრიან დისტანციაზე სერიოზული ამაღლებები არ არის და როგორც წესი, გამარჯვებული საფინიშო სპურტის მეშვეობით ირკვევა. ამიტომაც, ვიხილეთ პარიზი-ტურის განაცხადში მსოფლიოს საუკეთესო სპრინტერები, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონი, ბრიტანელი მარკ კევენდიში.

არ დაირღვა კიდევ ერთი ტრადიცია - კერძოდ, ასეთი ტიპის რბოლებში ყოველთვის ცდილობენ გაქცევას ნაკლებად ცნობილი ველომრბოლები. ამჯერად პელოტონს შვიდკაციანი ჯგუფი გამოეყო, მაგრამ შეტევა უშედეგოდ დასრულდა - პელოტონი ფინიშამდე 65 კილომეტრით ადრე დაეწია გაქცეულებს.

ფინიშის მოახლოებასთან ერთად ფავორიტების აქტიურობა დაიწყო. ყველაზე კარგი შეტევა ფრანგ არნო ჟერარს გამოუვიდა, რომელიც ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ პელოტონმა მისი დაწევაც მოახერხა, თუმცა ძირითად ჯგუფს დააგვიანდა იტალიელი მარკო მარკატოსა და ბელგიელი გრეგ ვან ავერმაეტის შეტევაზე რეაგირება და პირველობა სწორედ ამ ველომრბოლებმა გაითამაშეს.

ორი წამით უფრო სწრაფი ვან ავერმაეტი იყო, რომლისთვისაც ეს პირველი დიდი გამარჯვებაა კარიერაში.

პარიზი-ტური

1. გ. ვან ავერმაეტი (ბელ, BMC) - 5.21,43; 2. მ. მარკატო (იტა, VCD) - +0,2; 3. კ. კლოსტერგაარდი (დან, SBS) - +0,15; 4. ი. სტანარდი (ბრიტ, SKY) - იგივე დრო; 5. ლ. ბოდროგი (იტა, TT1) - იგივე დრო; 6. მ. დელაჟი (საფ, FDJ) - +0,22.. 8. ს. ო'გრეიდი (ავსტრა, LEO) - იგივე დრო... 19. რ. მაკიუვენი (ავსტრა, RSH) - +1,23... 20. ოსკარ ფრეირე (ესპ, RAB) - იგივე დრო... 27. ა. პეტაკი (იტა, LAM) - იგივე დრო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა