ტურნირის ტრიუმფატორი აღმოჩნდა მასპინძელი რონი ო'სალივანი, რომელმაც ახალ სეზონში უკვე მეორე შეჯიბრი მოიგო
გასულ უქმეებზე დასრულდა სნუკერისტთა პროფესიული ტურის (PTC) მეშვიდე ეტაპი, რომელსაც ინგლისის ქალაქი გლოსტერი მასპინძლობდა.

ტურნირის ტრიუმფატორი აღმოჩნდა მასპინძელი რონი ო'სალივანი, რომელმაც ახალ სეზონში უკვე მეორე შეჯიბრი მოიგო. პირველ გამარჯვებას მან ტურის პირველ ეტაპზე ჯერ კიდევ ივნისში მიაღწია.

ფინალში "რაკეტა" (ო'სალივანის მეტსახელი) უელსელ მეტიუ სტივენსს შეხვდა. გადამწყვეტ მატჩში ორივენი ღირსეულად გამოიყურებოდნენ. რონი სწორედ ისეთ ფორმას აჩვენებდა, რომელიც ასე მოენატრათ მის თაყვანისმცემლებს. პირველ და მეორე ფრეიმებში მან 95 და 76-ქულიანი ბრეიკები დააფიქსირდა და 2:0 დაწინაურდა. თუმცა სტივენსს დანებება არც უფიქრია და შემდეგი პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა არ მისცა მეტიუს ანგარიშის გათანაბრების საშუალება და ოთხი ფრეიმის შემდეგ ანგარიში 3:1 იყო ინგლისელის სასარგებლოდ.

მეხუთე პარტია "სენჩური" ბრეიკით აღინიშნა მეტიუ სტივენსის შესრულებით - უელსელმა ერთ სერიაში 127 ქულა აიღო, მაგრამ მაინც ვერ შეაშინა ო'სალივანი, რომელმაც ყოველგვარი მღელვარების გარეშე აიღო გადამწყვეტ ფრეიმში 88 ქულა და ფინალი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

რონი ო'სალივანი გახდა პირველი სნუკერისტი სეზონში, ვინც PTC-ის ორი ეტაპი მოიგო. გლოსტერში მოგებული სრული თანხა მან კიბოსთან ბრძოლის ცენტრს გადაურიცხა.

PTC-ის მომდევნო ეტაპი 20 ოქტომბერს ირლანდიის ქალაქ კილარნიში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის