გიუნდოგანი ვერ შაჰინობს, ლევანდოვსკის სახე ჩამოსტირის, კაგავას გარდატეხის ასაკი აქვს
დორტმუნდის "ბორუსიას" 8 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და გერმანიის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ ეს მისაღები შედეგია.

მისი თქმით, მართალია, ეს არ არის ძალიან კარგი და მით უმეტეს ისეთი დასაწყისი, როგორიც ჩემპიონს შარშანდელი თამაშის ფონზე ეკადრებოდა, მაგრამ კლოპი პანიკის საფუძველსაც ვერ ხედავს - "ჰერტასთან" მოსაგები შეხვედრა რომ მოგვეგო, ახლა 16 ქულა გვექნებოდა ჩვენზე აუგს არავინ იტყოდა და მხოლოდ იმიტომ, რომ სამით ნაკლები ქულა გვაქვს, განგაშის ატეხვას არ ვაპირებო.

"საერთო ჯამში ბევრი რამით კმაყოფილი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ბიჭებს მონდომება აკლიათ. ისინი ახლაც ისევე არიან შემართულები, როგორც გასულ სეზონში იყვნენ. შესაბამისად, ვერაფრით დავეთანხმები იმ ექსპერტებს, რომლებიც ამბობენ, "დორტმუნდის" ჩავარდნა მოსალოდნელი იყოო. ჯერ ერთი, ეს ჩავარდნა არ არის და კრიზისზე საუბარიც უადგილოა და ესეც რომ არ იყოს, ჩვენ სულ სხვა პრობლემები გვაქვს," - აცხადებს იურგენი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

კლოპის აზრით, "ბორუსიას" ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ "ნიურნბერგიდან" ნაყიდმა ილქაი გიუნდოგანმა "რეალში" გადასული ნური შაჰინი ჯერ ვერ შეცვალა ისე, როგორც ამას იურგენი ელოდა: "გიუნდოგანი ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის ისეთი დომინანტი, როგორიც "ნიურნბერგში" იყო. მას გაცილებით მეტი შეუძლია და ამაში ასი პროცენტით დარწმუნებული რომ არ ვიყო, "ბორუსიაში" ნამდვილად არ გადმოვიყვანდი. თუმცა ილქაი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და დარწმუნებული ვარ, "დორტმუნდს" ალღოს ძალიან მალე აუღებს."

სანამ "აუგსბურგთან" შეხვედრაში ჰეთ-თრიკს შეასრულებდა, ჩვენი გერმანელი კოლეგები "ბორუსიას" პოლონელ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის მაგრად აკრიტიკებდნენ. სექტემბერი "ბორუსიას" მთავარმა თავდამსხმელმა ლუკას ბარიოსმა ლაზარეთში გაატარა და ფაქტია, რომ "პოლონელ ტორესად" წოდებულმა ლევანდოვსკიმ ის ჯეროვნად ვერ შეცვალა.

კლოპი: "ლევანდოვსკის პრობლემა ის არის, რომ ფეხბურთის თამაშის დროს ყოველთვის ისეთი სახე აქვს, თითქოს არაფერი არ უხარია და უდიდეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის. დიახ, ვაღიარებ, რომ მართლა ასეთი გამომეტყველება აქვს.

მას "მარსელთან" მატჩის შემდეგაც ველაპარაკე და ვთხოვე, ცოტა უფრო ხალისიანი იყოს, რადგან ზუსტად ვიცი, რომ არ გრძნობს იმას, რასაც მისი სახე გვეუბნება ხოლმე. მე მისგან ბურთით, თუ უბურთოდ, მეტ მოძრაობას ველი. მინდა, რომ მეტი ჯარიმა მოიპოვოს. დარწმუნებული ვარ, რომ რობერტი შესაძლებლობების მაქსიმუმს არ იყენებს. არადა, მართლა დიდი პოტენციალი გააჩნია."

44 წლის კლოპმა ხსენებულ ინტერვიუში ცენტრალური მცველი ნევენ სუბოტიჩიც აქო, რომელმაც "მარსელთან" შეხვედრაში უპატიებელი შეცდომები დაუშვა, რის გამოც "აუგსბურგთან" სათადარიგოთა სკამზე იჯდა. "როცა ნევენი ჯანმრთელია, შეუძლია, გუნდისთვის ფასდაუდებელი მოთამაშე იყოს. ერთი-ორი შეცდომა ვის არ მოსვლია - მარსელში მომხდარის გამო მის შესაძლებლობებს ხაზი არ უნდა გადავუსვათ. ისე, მოედანზე ფეხი შარშანაც ხშირად უსრიალებდა," - ამბობს იურგენი.

მისი აზრით, პრობლემაა ისიც, რომ იაპონელ შინჯი კაგავას აშკარა ჩავარდნა დაეწყო. 22 წლის გამთამაშებელი, რომელმაც შარშან ამ დროს მთელი საფეხბურთო გერმანია აალაპარაკა, მერე კი სერიოზული ტრავმა მიიღო და მთელი მეორე წრე გაუცდა, თავის თავს აღარ ჰგავს. კლოპის აზრით, კაგავას ახლა კარიერის გარდატეხის ასაკი აქვს.

"ძალიან მინდა, რომ შინჯი სწრაფად ათამაშდეს ისე, როგორც შარშან თამაშობდა. ასეთი პერიოდი ნაუცბათევი აღმასვლის შემდეგ ყველა ახალგაზრდა მოთამაშეს აქვს ხოლმე და კაგავასაც ასე დაემართა. რაც მთავარია, ის შრომისმოყვარეა და ამიტომაც მჯერა, რომ მალე ძველებურად ითამაშებს," - აცხადებს კლოპი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა