გერმანელი ჟურნალისტების ვარაუდით, ჩრდილოგერმანული კლუბის ბოსები ტორსტენს მაინც წაიყვანენ
გუშინდელ ნომერში გაუწყეთ, რომ ტორსტენ ფინკმა "ჰამბურგის" ხელმძღვანელებს უარი შეუთვალა - მას "ბაზელის" შეფები არ უშვებენ.

თუმცა "ჰამბურგი" იოლად დანებებას არ აპირებს - ფინკისთვის ბრძოლა გაგრძელდება და ჩვენი გერმანელი კოლეგების ვარაუდით, ჩრდილოგერმანული კლუბის ბოსები ტორსტენს მაინც წაიყვანენ.

მანამდე კი, გუნდს, როგორც მოსალოდნელი იყო, სპორტულმა დირექტორმა ფრანკ არნესენმა უნდა მიხედოს. ამ უკანასკნელს მწვრთნელის ლიცენზია აქვს და შესაბამისად, გერმანიის საფეხბურთო ლიგა მის კანდიდატურას ვერ დაბლოკავს ისე, როგორც როდოლფო ესტებან კარდოსოს კანდიდატურა დაბლოკა.

"მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს მანამდე შევითავსებ, სანამ ისეთ სპეციალისტს არ ჩამოვიყვანთ, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს ასი პროცენტით დააკმაყოფილებს," - უთხრა არნესენმა "კიკერს" და კითხვაზე, ნაპოვნი ჰყავს თუ არა უკვე სასურველი კანდიდატი, არ უპასუხა.

"კიკერი" კი ირწმუნება, რომ არნესენმა ახალი მწვრთნელის ძებნა უკვე დაასრულა და გარკვეული დრო სჭირდება იმას, რომ 43 წლის ფინკი მაინც დაითანხმოს. მანამდე, ფრანკის ასისტენტი კარდოსო იქნება და ამ წყვილის პირველი მისია "ფრაიბურგთან" გასვლითი შეხვედრაა, რომელიც კვირას გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა