ავსტრალიის ნაკრებისა და კანბერის "რედსის" მგეზავის ქუადე კუპერის ბედი ჯერაც გაურკვეველია. ავსტრალიური მედია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებს...

ავსტრალიის ნაკრებისა და კანბერის "რედსის" მგეზავის ქუადე კუპერის ბედი ჯერაც გაურკვეველია. ავსტრალიური მედია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებს. ახლახან ცნობილი გახდა, რომ რაგბი ლიგის კლუბი "პარამატა ილზი" კუპერს აქამდე არნახულ ანაზღაურებას სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ კუპერმა ერთი კვირის წინ რაგბი ლიგაში გადაბარგების სურვილი გამოთქვა. თუმცა, როგორც ვარაუდობენ, მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ავსტრალიის რაგბის კავშირი აიძულოს, ხელფასი მოუმატოს. ამ ვერსიას, ცხადია, არსებობის უფლება აქვს, მით უფრო, რომ კუპერს წლის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება.

ავსტრალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ჯონ ონილი იმედოვნებდა, რომ კუპერი მაინც რაგბიში დარჩებოდა და 2011 წელს მსოფლიო თასზე ითამაშებდა, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ილზი" კუპერს წელიწადში 850 ათას ავსტრალიურ დოლარს სთავაზობდა.

ამან, ცხადია, მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა და გაართულა, რადგან კუპერი ავსტრალიის რაგბის კავშირისგან წელიწადში დაახლოებით 300 ათას ავსტრალიურ დოლარს იღებს. ონილმა მოლაპარაკების დასაწყისშივე უთხრა, რომ ამ თანხას 100 ათასით გაზრდიდა. ცხადია, რაგბილიგელების შეთავაზება ბევრად მაცდურია.

"ილზი" ყველა ღონეს ხმარობს, "ვოლაბების" მგეზავი რომ "დაითრიოს". ამ გუნდის რამდენიმე ასაკოვანი მორაგბე კარიერას ასრულებს და კლუბს საკმაოდ სერიოზული თანხა უთავისუფლდება. "ილზის" აღმასრულებელი დირექტორი როი სპეგნოლო, პრეზიდენტი პოლ ოსბორნი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჯერარდ ჰეინი, რომლებსაც კუპერი თწიტტერ-ის მეშვეობით დაუმეგობრდა, ახლახან ბრისბენში იმყოფებოდნენ ქუადესთან მოსალაპარაკებლად.

"კუპერს საკმაოდ რეალური წინადადებით მივმართეთ. ჩვენ არ ვაპირებთ, მას ასტრონომიული თანხა გადავუხადოთ და მარტო იმისთვის, რომ ქუადე დავითანხმოთ, გუნდს არ დავშლით. არადა, გარწმუნებთ, თუ კუპერი "ილზში" თამაშს დაგვთანხმდება, ეს იქნებოდა ფანტასტიკური სიახლე ჩვენი კლუბის, სპონსორებია და ქომაგებისთვის" - თქვა პოლ ოსბორნმა.

აღსანიშნავია, რომ კუპერის "ელზში" გადასვლას ამ გუნდის მოთამაშეებიც დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან.

"კუპერის თამაში ბევრჯერ მინახავს. ის უნიჭიერესი მორაგბეა. "ვოლაბების" სამხრეთ აფრიკასთან მატჩში საუკეთესო იყო. ვფიქრობ, კუპერი იოლად მოერგება ჩვენს გუნდსაც" - თქვა "ილზის" ერთ-ერთმა უძლიერესმა მორაგბემ ნათან კეილსმა.

"ვფიქრობ, რაგბი ლიგას იოლად აუღებს ალღოს. ის ძალზე ნიჭიერია, ერთ-ერთია იმათგან, ვინც შემოქმედებითი რაგბის მიმდევარია. მისი ფანტაზია, ტექნიკური არსენალი მას ექსპრომტად თამაშის საშუალებას აძლევს"- ეს კი ლოტე ტუკირის მოსაზრებაა, რომელიც რაგბი ლიგიდან რაგბიში გადაბარგდა და მერე ისევ უკან დაბრუნდა.

ამასობაში კი, ჯონ ონილი მდგომარეობიდან თავის დაძვრენის საშუალებას ეძებს. მას არ უნდა, კუპერს დიდი თანხა გადაუხადოს.

"დარწმუნებულნი ვართ, რომ შევძლებთ ქუადესთან მოლაპარაკებას. ეს მის ინტერესებშიცაა როგორც ფინანსურად, ისე ადამიანური თვალსაზრისითაც. მას შეუძლია, რაგბიში მწვერვალებს მიაღწიოს.

კუპერი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ავსტრალიური რაგბის მომავლისთვის, მაგრამ ამის გამო შეუძლებელია, მას ესოდენ მნიშვნელოვანი თანხა გადაუხადო. ეს რომ გავაკეთოთ, რა ვუყოთ ავსტრალიის ნაკრების დანარჩენ ახალგაზრდა, უნიჭიერს მოთამაშეებს?

კუპერთან ერთად ჯეიმზ ოკონორი, ქართლი ბეილი და დევიდ პოქოკი ის მოთამაშეები არიან, რომლებიც მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში "ვოლაბების" მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა მოვიქცეთ, არ უნდა დავუშვათ ანომალიური მოვლენების პრეცედენტი, რაც საბოლოო ჯამში რაგბის აზარალებს, დაანგრევს" - თქვა ჯონ ონილმა.

ონილი არ გამორიცხავს, რომ კუპერს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზონ, რაც 2011 წელს მის მსოფლიო თასზე თამაშს ითვალისწინებს. არის მეორე ვარიანტიც, რომელიც ავსტრალიის რაგბის კავშირს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის იდეალურ ვარიანტად მიაჩნია. კუპერს სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ, რომლის მიხედვითაც მსოფლიო თასის გარდა მას 2013 წელს "ბრიტანელი ლომების" ტურნესას ავსტრალიის ნაკრებში თამაში მოუწევს.

ძნელი სათქმელია, ეს აურზაური კუპერის გამო როგორ დამთავრდება. ყველაზე ზუსტი შეფასება,იმას რაც ხდება, გააკეთა ვენდელ სეილორმა, რომელსაც ორივე სახეობაში უთამაშია:

"არა მგონია, კუპერი ამას ფულის გამო სჩადიოდეს. მას უფრო სპორტული მოტივაცია აქვს. ფული რომ უნდოდეს, მაშინ რომელიმე ფრანგულ კლუბში გადავიდოდა სათამაშოდ. ავსტრალიის რაგბის კავშირს მისგან მორიგი სარეკლამო ბიჭუნას შექმნა სურს. ვფიქრობ კუპერი ამას ხვდება. ამიტომაც უნდა რაგბი ლიგაში გადასვლა" - თქვა სეილორმა.

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
დავით კაჭარავა: საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასეთი მასშტაბური ძვრები ქართულ სპორტში ჯერ არ ყოფილა
16 წ. 7-კაცა | პრინცესა შარლინი და მონაკო ორი გუნდით მარტყოფში
"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს
"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს
უკვე ვარიანტი აქვს - დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებიდან შესაძლოა, საუდის არაბეთში წავიდეს
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს
ნაკრები ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება
18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა
"ატალანტას" რაფაელე პალადინო გაწვრთნის
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
ოფიციალურად: იამალი საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს
მახაჩევის საუკეთესო ხუთეული: ილია მე-5, მერაბი P4P-ს მიღმა, ისლამი 1-ლი
"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?
“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია