"ბაიერნის" პრეზიდენტ არ მოსწონს ის, რომ ახალი სეზონის შესანიშნავად დაწყებამ მიუნხენში უდიდესი ეიფორია გამოიწვია
"ბაიერნის" პრეზიდენტ ული ჰიონესს არ მოსწონს ის, რომ ახალი სეზონის შესანიშნავად დაწყებამ მიუნხენში უდიდესი ეიფორია გამოიწვია და რომ რეკორდმაისტერის გულშემატკივრები და ფეხბურთელები უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ გუნდი აუცილებლად უნდა გავიდეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც მიუნხენში გაიმართება.

"ჩვენი გუნდი ისედაც ყოველთვის მძიმე წნეხის ქვეშაა ხოლმე მოქცეული და აქედან გამომდინარე, აზრი არ აქვს ზეწოლის ხელოვნურად დამძიმებას.

ცხადია, ყველას გვინდა, რომ "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდეს, მაგრამ ეს არც ისე იოლია, როგორც ბევრს ჰგონია. ჩემთვის მთავარია, რომ ჯგუფიდან გავიდეთ, მერე კი, შეიძლება "ბარსელონას" ან "რეალს" შევხვდეთ... კარგი იქნება, თუ ჩვენი ქომაგები და სხვათა შორის, ფეხბურთელებიც, მიწაზე დაეშვებიან," - განაცხადა ჰიონესმა "შპორტ აინსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ულიმ ისიც თქვა, რომ "ბაიერნსა" და ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას შორის ყველა გაუგებრობას ბოლო მოეღო და დაპირისპირებაზე საუბარი არასწორია. შეგახსენებთ, რომ მიუნხენური გრანდი და ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაცია ერთმანეთს არიენ რობენის ტრავმის გამო შარშან დაუპირისპირდნენ. ჰიონესის თქმით, ჰოლანდიელები უკვე "კარგად იქცევიან და შესაბამისად, პრობლემა ამოწურულია."

კაიზერი: პლატინი ფიფას პრეზიდენტი გახდება

ამასობაში, ფრანც ბეკენბაუერმა "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი შეაქო და მას მომავალში ფიფას პრეზიდენტობა უწინასწარმეტყველა. "მიშელი ძალიან კარგად მუშაობს. მე მისი თითქმის ყველა ნაბიჯი მომწონს და ვფიქრობ, რომ ფიფას მომავალი პრეზიდენტიც სწორედ პლატინი იქნება," - განაცხადა კაიზერ-ფრანცმა.

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და პლატინი გააკრიტიკეს, რამაც ბეკენბაუერი გააკვირვა. "ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ რუმენიგემ და ჰიონესმა პლატინი და ბლატერი საჯაროდ გააკრიტიკეს. ჩემი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, თავიანთი მოსაზრებები მათთან ერთიერთზე საუბარში ეთქვათ. რუმენიგეს შეუძლია, ბლატერს და პლატინის პირისპირ ესაუბროს," - ამბობს ბეკენბაუერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა