ჩეხმა ჩოგბურთელმა ახალი რეიტინგის მიხედვით მეშვიდე პოზიციაზე გადაინაცვლა

ქალთა საჩოგბურთო სეზონი თანდათან დასასრულს მიუახლოვდა - გასულ კვირას პეკინში ამ სეზონის ბოლო სუპერტურნირი გაიმართა, თუმცა უამრავი სენსაციის გამო ფინალში რეიტინგის ტოპ-ათეულის მიღმა მყოფმა ჩოგბურთელებმა გააღწიეს - პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ და გერმანელმა ანდრეა პეტკოვიჩმა. სხვათა შორის WTA-ის ისტორიაში ასეთი რამ პირველად მოხდა.

რადვანსკა სეზონის ბოლოს შესანიშნავ ფორმაში შევიდა. ერთი კვირით ადრე მან ტოკიოში მოიპოვა მთავარი პრიზი, ფორმა პეკინშიც შეინარჩუნა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეორე ტიტული მოიგო.

აგნიეშკას ოთხიდან ოთხი მატჩი ჰქონდა მოგებული პეტკოვიჩისთვის და ტრადიციას არც ამჯერად უღალატა, თუმცა დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. პირველი სეტი მარათონული გამოდგა - საათი და 25 წუთი გაგრძელდა და რადვანსკამ 7:5 მოიგო. მეორე პარტიაში პოლონელმა პაუზა აიღო და სეტი "მშრალი" ანგარიშით წააგო.

გადამწყვეტ სეტში მეტოქეებმა თავიდან ორ-ორ ბრეიკი გაცვალეს, შემდეგ დაალაგეს თამაში საკუთარ მოწოდებაზე და გადაწყვეტი აღმოჩნდა რადვანსკას ბრეიკი მეცხრე გეიმში, რის შემდეგაც პოლონელმა მატჩზე ჩააწოდა - 6:4.

რადვანკამ ამ მოგებით რეიტინგის ტოპ-ათეულში შეაღწია, გარდა ამისა, წლის შემაჯამებელი ტურნირის მერვე საგზურის რეალური კანდიდატი გახდა. პოლონელი საჩემპიონო რბოლაში მერვე ადგილზე გადავიდა და 360 ქულით დაშორდა უახლოეს მდევარ პეტკოვიჩს.

ფინალი

აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 11)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 9) 7:5, 0:6, 6:4.

გუშინ გაირკვა, რომ პეტკოვიჩმა გამოიტანა განაცხადი ლინცის ტურნირიდან, რისი მიზეზიც რადვანსკასთან ფინალში მიღებული ტრავმა იყო. გერმანელმა პირველი სეტის მსვლელობისას დაიზიანა მუხლი და იძულებული გახდა კორტზე ექიმი გამოეძახებინა.

ლინცის ტურნირზე უარის თქმით პეტკოვიჩმა დაკარგა წლის შემაჯამებელ ტურნიზე მოხვედრის შანსი. ახლა, ბოლო საგზურისთვის პრეტენზიას რადვანსკა და მარიონ ბარტოლი აცხადებენ, თუმცა ამ უკანასკნელს მცირე შანსები აქვს. ფრანგს სჭირდება ოსაკასა და მოსკოვის ტურნირების მოგება, თანაც რადვანსკამ არ უნდა მიაღწიოს მოსკოვის ტურნირის მეოთხედფინალს.

წლის შემაჯამებელი ტურნირის დანარჩენი შვიდი საგზურის მფლობელი უკვე ცნობილია. სტამბოლში თამაშის უფლება გუშინ გაინაღდეს რუსმა ვერა ზვონარევამ და ავსტრალიელმა სამანტა სტოსურმა. ეს დუეტი შეუერთდა დანიელ კაროლინ ვიზნიაცკის, რუს მარია შარაპოვას, ბელარუს ვიქტორია აზარენკას, ჩეხ პეტრა კვიტოვასა და ჩინელ ნა ლის.

პეკინში ნაკლებად წარმომადგენლობითი იყო მამაკაცთა ტურნირი, სადაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა. ამ ჩოგბურთელს 2009 წლის მაისის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული ტიტული და ნავსი სწორედ პეკინში გატეხა, როცა სამსეტიან ბრძოლაში დაამარცხა ხორვატი მარინ ჩილიჩი.

ბერდიხი ურთიერთშეხვედრებში 2:1-ს უგებდა ჩილიჩს, მაგრამ მათი ბოლო შეხვედრა წელს მარსელში ხორვატმა ორ სეტში მოიგო.

ჩეხისთვის ეს მატჩიც ცუდად დაიწყო - ჩილიჩმა პირველი სეტის მეორე გეიმში ბრეიკი გააკეთა და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

ყველაზე რთული ბრძოლა მეორე სეტში იყო, როცა ჩილიჩმა 0:3-დან გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ ბერდიხმა 4:4-ზე ისევ გააკეთა ბრეიკი და პარტია 6:4 მოიგო. მესამე სეტში ტომაში სრულად დომინირებდა კორტზე და მეტოქეს მხოლოდ ერთი გეიმი მისცა.

ბერდიხმა კარიერაში მეშვიდე ტიტული მოიპოვა. რაც მთავარია, ამ გამარჯვებით მან წლის შემაჯამებელ ტურნირში მოხვედრის კარგი შანსი მიიღო - ახალი რეიტინგის მიხედვით ჩეხმა მეშვიდე პოზიციაზე გადაინაცვლა.

საერთოდ, ახალი კლასიფიკაციის მიხედვით გამოიკვეთა ის რვა ჩოგბურთელი, რომელიც სეზონის დასკვნით ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს, რაფაელ ნადალს, ენდი მიურეისა და როჯერ ფედერერს უკვე განაღდებული აქვთ ლონდონში თამაში, დანარჩენი ოთხი საგზურისთვის ბრძოლა გრძელდება.

როგორც გითხარით, ბერდიხი მეშვიდე პოზიციაზე გამაგრდა - მან ამ ადგილზე ჟო-ვილფრიდ ცონგა ჩაანაცვლა. ასევე განიმტკიცა თავისი პოზიციები დავიდ ფერერმა, ვინც ტოკიოში ნახევარფინალამდე გააღწია.

ახლა ცონგასა და მის უახლოეს მდევარს, ესპანელ ნიკოლს ალმაგროს შორის სხვაობა 500 ქულას შეადგენს, რაც დარჩენილ ტურნირებში რთული გასაბათილებელი იქნება.

ფინალი

ტომას ბერდიხი (ჩეხ, 3)-მარინ ჩილიჩი (ხორ) 3:6, 6:4, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა