"ქუთაისი" ფინალში შსს-ს შეხვდა და ბევრისთვის მოულედნელად 93:75 დაამარცხა

ფინალი

10 ოქტომბერი, თბილისი

შსს-ქუთაისი 75:93

18:21, 13:19, 24:23, 20:30

შსს: ლაფანაშვილი (2ქ), ნიკოლაძე, ლონდარიძე (8ქ, 14მ), თენიეშვილი (4ქ), ტუჯანი (4ქ), წივწივაძე (10ქ), იმნაძე, დვალიშვილი (12ქ, 13მ), კრეპსი (34ქ, 11მ, 3პ), ბოქოლიშვილი (1ქ)

ქუთაისი: ფაშაევი (10ქ, 7პ), ბაბუნაშვილი (12ქ), დიდია (12ქ, 9მ), ცეკვავა (28ქ, 6მ, 6პ), დ. ბარბაქაძე (5ქ, 7მ), ლომინაშვილი, გ. ბარბაქაძე (5ქ), კოღუაშვილი (4ქ), მათიაშვილი (17ქ)

მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი

კომისარი: რ. ხომერიკი

დუდუ დადიანის მემორიალს ახალი გამარჯვებული ჰყავს. "ქუთაისმა" ფინალში შსს ბევრისთვის მოულოდნელად 93:75 დაამარცხა.

მალხაზ კოხრეიძის გაწვრთნილმა "ქუთაისმა" ფინალი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. იმერლებმა დამაჯერებლად ითამაშეს პირველ ტაიმში და დიდი შესვენებისთვის 9 ქულით დაწინაურდნენ. გადამწყვეტი იერიში ქუთათურებმა ბოლო მეოთხედში მოაწყვეს, როცა იმერლების უკანახაზელმა გოგა ცეკვავამ შესაშური შედეგიანობით ესროლა სამქულიანები.

გოგა, რომელმაც 28 ქულა დააგროვა, მატჩისა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მასვე გადაეცა საუკეთესო დამცველის პრიზი.

ქუთაისელებისთვის ეს ტიტული პირველი იყო, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში ზედიზედ მეორედ დამარცხდა. შსს-მ შარშან ფინალში რუსთავის "ენერჯისთან" წააგო და მაშინაც ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გოგა ცეკვავა გახდა, რომელიც მაშინ რუსთავის გუნდში გამოდიოდა.

- "შსს" ძლიერი გუნდია, მასთან საბრძოლველად სერიოზულად მოვემზადეთ. მოხარული ვარ, რომ დადებით შედეგს მივაღწიეთ. სეზონის წინ საკონტროლო მატჩების გამართვა ვერ მოვახერხეთ და მემორიალის მატჩები ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იყო, - აღნიშნა "ქუთაისის" თავკაცმა მალხაზ კოხრეიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა