გუშინ მნიშვნელოვანი საკალათბურთო ტრანსფერის შესახებ შევიტყვეთ: 18-წლამდელთა ნაკრების ლიდერი მერაბ ბოქოლიშვილი იტალიის სერია A-ს ბინადარ "აველინოში" გადავიდა...

გუშინ მნიშვნელოვანი საკალათბურთო ტრანსფერის შესახებ შევიტყვეთ: 18-წლამდელთა ნაკრების ლიდერი მერაბ ბოქოლიშვილი იტალიის სერია A-ს ბინადარ "აველინოში" გადავიდა.

ეს ამბავი მერაბის მამამ, საკალათბურთო აგენტმა ზურაბ ბოქოლიშვილმა გვამცნო.

- "აველინოსთან" სამწლიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ. პირობები ნორმალურია. მერაბი პირველ გუნდთან ივარჯიშებს და აველინოელ 20-წლამდელებში ითამაშებს. თუმცა დაგვპირდნენ, რომ დიდ გუნდშიც მოუწევს თამაში.

მერაბი 1992 წელსაა დაბადებული და გასულ სეზონში "აკადემიას" ღირსებას იცავდა. მას თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც გამთამაშებლად, ასევე მსროლელად.

- იტალიელებმა გასულ სეზონში ჩემი გამოსვლის ამსახველი ფრაგმენტები ნახეს და მას მერე დაინტერესდნენ. კარგად მესმის, რომ სერიოზულ კლუბში მივდივარ და ვეცდები, საკუთარ თავზე მუშაობით შესაძლებლობები სრულად გამოვავლინო.

მერაბ ბოქოლიშვილმა აგვისტოს დასაწყისში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე იასპარეზა, თუმცა ტრავმის გამო გუნდს სათანადოდ ვერ დაეხმარა. მეორე მატჩში, ავსტრიასთან მეტოქესთან შეჯახების შემდეგ წელი იტკინა, რის გამოც მომდევნო ხუთ მატჩში მხოლოდ 7 წუთი ითამაშა.

- ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ტრავმა მოვიშუშე და იტალიისთვის ვემზადები. ჯერ მოწვევას ველი და ვფიქრობ, გუნდს სექტემბრის დასაწყისში შევუერთდები. სწორედ მაშინ, როცა ლეგიონერები სანაკრებო თამაშებს დაასრულებენ და კლუბში დაბრუნდებიან, - გვითხრა მერაბმა. ბატონმა ზურამ კი დასძინა:

- "აველინო" ახალი სეზონისთვის სერიოზულად ემზადება. "შარლოტიდან" ჯონსონი ჩამოიყვანა. ამ გუნდში საქართველოს ნაკრების სამი მეტოქე თამაშობს: ბელგიელი დიმიტრი ლაუერსი და პოლონელები - შიმონ შევჩიკი და ფილიპ დილევიჩი.

ზურაბ ბოქოლიშვილმა შეგვახსენა, რომ მერაბს უცხოური კლუბები შარშანაც იწვევდნენ, მაგრამ არ აჩქარდა, გასული სეზონი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გაატარა:

- საქართველოში ერთი წლით დარჩენა სწორი ნაბიჯი იყო. მერაბმა სუპერლიგაში თამაშით დიდი გამოცდილება მიიღო. ასევე საკმარისად დაიტვირთა ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ჩემპიონატებში.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა