მომდევნო უქმეებზე სერია A-ში ერთი განსაკუთრებულად საინტერესო მატჩი გაიმართება, რომელზეც აქედანვე ძალიან ბევრს საუბრობენ
მომდევნო უქმეებზე სერია A-ში ერთი განსაკუთრებულად საინტერესო მატჩი გაიმართება, რომელზეც აქედანვე ძალიან ბევრს საუბრობენ.

ერთმანეთის პირისპირ ორი რომაული გუნდი წარსდგება და "ოლიმპიკოზე" რომ დუღილის ტემპერატურა მაქსიმუმს მიაღწევს, ეს ცხადზე ცხადია. მოახლოებულ ბატალიაზე უამრავმა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება, მათ შორის "ლაციოს" ყოფილმა თავკაცმა დელიო როსიმ და შემდეგი განაცხადა:

"ძალიან საინტერესო მატჩი იქნება, რომელსაც დიდი სიამოვნებით მივადევნებ თვალს. ჯერ ჩემპიონატის სტარტია და სატურნირო მდგომარეობა არც ერთ გუნდზე ზეწოლას არ ახდენს, რაც მატჩს კიდევ უფრო სანახაობრივს გახდის. რაც შეეხება ფავორიტს, ძნელია დასახელება, რადგან ორივე გუნდი არასტაბილურად გამოიყურება. ჩემი პირადი აზრით, "ლაციო" დღევანდელი დღის გუნდია, "რომა" კი მომავლის, ასე რომ, შესაძლოა მოახლოვებულ პაექრობაში მცირე უპირატესობა "ბიანკოჩელესტეს" ჰქონდეს. სამაგიეროდ, თუ ცოტა შორს გავიხედავთ, "ჯალოროსის" უკეთეს მომავალს ვუწინასწარმეტყველებდი".

ამასობაში, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მცირე ტრავმის გამო შესაძლოა რომაული დერბი მიროსლავ კლოზემ გამოტოვოს. გერმანელს კოჭი აქვს დაზიანებული და სარეაბილიტაციო კურსს გადის. პრესასთან საუბარში მირომ იმედი გამოთქვა, რომ დერბიმდე მოახერხებს გამოჯანმრთელებას:

"თამაშამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და დიდი იმედი მაქვს, რომ იქამდე სრულად განვიკურნები. რომაული დერბის შესახებ ბევრი მსმენია და არ მინდა, რომ ამ მეტად მნიშვნელოვან პაექრობას გამოვაკლდე. ნებისმიერ შემთხვევაში, მჯერა, რომ გამარჯვებას ჩვენი გუნდი მოიპოვებს. "რომამ" სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყო, მაგრამ ამ გუნდს უდიდესი შესაძლებლობები აქვს და ყურადღებით გვმართებს ყოფნა. პირველივე წუთებიდან უნდა ვიგდოთ ხელთ უპირატესობას და თამაშის მეორე ნახევარზე გადავინაცვლოთ. ჩვენ შეგვწევს ამის

ძალა და ამიტომ, საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".

რომაულ დერბიზე აქედანვე გააკეთა კომენტარი "ჯალოროსის" თავკაცმა ლუის ენრიკემ, რომელიც როგორც წესი ერიდება ჟურნალისტებთან ურთიერთობას: "ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემი პირველი დერბი წარმატებული გამოდგეს და შეხვედრა "რომას' გამარჯვებით დასრულდეს.

საამისო პოტენციალი ნამდვილად შეგვწევს და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ გულშემატკივრები გავახაროთ. პირადად მე, უდიდესი ენთუზიაზმი მამოძრავებს და მსურს, გულშემატკივრები ყველაზე პრინციპული მეტოქის ძლევით გავახაროთ. განსაკუთრებით იმ მოთამაშეებს ვატყობ შემართებას, რომლებსაც ადრეც უთამაშიათ დერბიში, ეს გამოცდილება კი ჩემთვის ძალიან ფასეული და მნიშვნელოვანია".

ანუ, ენრიკე მეტწილად იმ ფეხბურთელებს დაეყრდნობა, რომლებსაც დერბიში აქამდეც უთამაშიათ - შესაბამისად, დიდია შანსი, ძირითად თერთმეტეულში ფრანჩესკო ტოტი ვიხილოთ, რომელმაც უკვე მოასწრო და თანაქალაქელებს დაემუქრა: "ეს განსხვავებული დერბი იქნება, რადგან ზაფხულში ორივე გუნდში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. საინტერესოა ახალი "რომას" და "ახალი "ლაციოს" დაპირისპირება და ის ძალთა ბალანსი, რომელიც დღეს გუნდებს შორის არის. ჩემი პირადი აზრით, ჩვენ გაცილებით უკეთესი გუნდი გვყავს და ამას მოახლოვებულ შეხვედრაში დავამტკიცებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა