ხასავიურტში საქართველოს ნაკრები ლამის ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა
დღეს დაღესტნურ ხასავიურტში საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშება იწყება თავისუფალ ჭიდაობაში. საქართველოს ნაკრები თასზე ლამის ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), მალხაზ ზარქუა (60), შალვა მუზიაშვილი (66), გიორგი მარსაგიშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), ელიზბარ ოდიკაძე (96), დავით მოძმანაშვილი (120).

როგორც ვხედავთ, პირველი ნომრებიდან ზაზა თურმანიძის ამ კრებულს მხოლოდ დავით ხუციშვილი (74) და გიორგი გოგშელიძე (96) აკლია. თუმცა იმდენად ცუდი წილისყრა შეგვხვდა, შემადგენლობას იქნებ არც ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა - ჩვენები ჯგუფში რუსეთის, ცსკ-ს და ბელარუსის გუნდებთან მოხვდნენ! საინტერესოა, რომ შარშანაც ეს სამეული გვერგო წილად, ოღონდ მაშინ ჯგუფში ექვსი გუნდი იყო - სამხრეთ კორეა და აშშ-ც გამოდიოდნენ, ჩვენები კი საბოლოოდ უმედლოდ დარჩნენ.

თავდაპირველი მონაცემებით, წლევანდელ ტურნირში 10 გუნდი უნდა გამოსულიყო, მაგრამ როგორც ამ რანგის შეჯიბრებებში, ხშირად ხდება ხოლმე მიწვეულთაგან რამდენიმემ იუარა გამოსვლა.

ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ გასულ უქმეებზე გროზნოში ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის თასის გათამაშება ჩატარდა ადლან ვარაევის პრიზზე, რომლის ფულადი ფონდიც სარეკორდოდ მაღალია - გამარჯვებულები ჯილდოდ 20 000 ამერიკულ დოლარს იღებენ და წამყვანი გუნდების უმეტესობამ იქ იჭიდავა. საბოლოოდ ხასავიურტში რვა გუნდი შეიკრიბა და აქედან სამი მასპინძლებისაა - რუსეთი, დაღესტანი და ცსკა. მოლოდინისამებრ, ორგანიზატორებმა ეს სამეული ისე განთესეს, დაღესტნელებს ორივე აარიდეს.

ამით ისინი საკუთარ გუნდს ჩემპიონობისკენ გზას ხომ უხსნიან, ეტყობა, ეს გათვლა იმაზეცაა, რომ სამივე საპრიზო ადგილი რუსულმა სუბიექტებმა დაიკავონ, ანუ საპრიზო ფონდის უმეტესობა მათ დარჩეთ. ჯილდოები კი მართლაც სოლიდურია. საერთოდ, ეს შეჯიბრება კომერციულია და საჭიდაო სამყაროში ერთ-ერთი ავტორიტეტულია.

გამარჯვებული გუნდი ჯილდოდ 50 000 ამერიკული დოლარის ექვივალენტს მიიღებს რუბლებში, მისი მწვრთნელი - 3 000 დოლარის შესაბამისს. მეორეზე გასული გუნდი 30 000 დოლარის შესაბამისი თანხით დაჯილდოვდება, მისი მწვრთნელი - 2 000-ით, ბრინჯაოს მედალოსანი ნაკრები - 20 000-ით, ხოლო მწვრთნელი - 1 500-ით. მეოთხეზე დარჩენილ გუნდს 10 000 რუბლი ერგება, ხოლო V-VIII ადგილებზე გასულები 5 000 დოლარის შესაბამის თანხას მიიღებენ. IV-VIII ადგილებზე მყოფი გუნდების მწვრთნელების გასამრჯელო 1 000 - 1 000 დოლარის ექვივალენტი რუბლია.

ამ კომპანიაში ჩვენს ნაკრებს ძალზე გაუჭირდება 50 ათასის დაუფლება ან სულაც პრიზიორებში მოხვედრა. შარშან რუსეთთან და ცსკ-თან წააგეს, ბელარუსებს კი 5:2 მოუგეს, მაგრამ წლეულს მათ შეუდარებლად ძლიერი გუნდი ჰყავთ - ალექსეი შემაროვი (120) სექტემბერში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რუსლან შეიხოვი (96) - მესამე პრიზიორი.

ჩვენს შანსებს ნამდვილად ზრდის რუსეთის მთავარ გუნდში არსებული ჩავარდნა და მისი მთავარი მწვრთნელის - ჯამბულათ თედეევის მოუცლელობა, რომელიც სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო მარათონში ლამის სამოქალაქო ომშია ჩართული მოქმედ პრეზიდენტ ედუარდ კოკოითთან.

ცხადია, ამ პირობებში მას ნაკრებისთვის არც სცალია და არც სცხელა. ამას ისიც ემატება, რომ ჩრდილო კავკასიელ მოჭიდავეთა დიდი ნაწილი უშუალოდაა ჩართული ამ დაპირისპირებაში - ბევრი მათგანი ცხინვალშია ჩასული. ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოკოითის მომხრეებმა სცემეს თედეევის მხარდასაჭერად ჩასული აფხაზი მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონი დენის ცარგუში (74), ევროპის ჩემპიონი სოსლან კცოევი (84) და მსოფლიოს თასის მფლობელი სოსლან გაგლოევი (66).

არეულობებს ჩავარდნაც დაერთო - ცარგუში მსოფლიოს პირველობაზე უმედლოდ კი არა, სულაც ულიცენზიოდ დარჩა, მძიმეწონოსანმა ბილიალ მახოვმა კი ფინალი წააგო, რასაც კადიროვის ტურნირზე მორიგი ანალოგიური მარცხი დაუმატა, ამჯერად ვინმე ხიზირ დურგაევთან. ბუნებრივია, ცხინვალის ამბებში გარეული ცსკ-ს მოჭიდავეებიც იქნებიან, რაც ჩვენს წისქვილზე ნამდვილად დაასხამს წყალს. მათ მაინც ძლიერი გუნდები ჰყავთ, თუმცა ვიქონიოთ იმედი, რომ ჩვენები მათი არეულობა-სისუსტეებით ისარგებლებენ.

ტურნირი გამიდ გამიდოვის სახელობის 5 000-იან დარბაზში ჩატარდება და დღესვე დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა