სახელოვან გერმანელ მოციგურავეს კატარინა ვიტს სამშობლოში "სპორტის ლეგენდის" ტიტული მიანიჭეს
სახელოვან გერმანელ მოციგურავეს კატარინა ვიტს სამშობლოში "სპორტის ლეგენდის" ტიტული მიანიჭეს. როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონია სპორტული პრესის რიგით 30-ე მეჯლისზე შედგება. ეს ღონისძიება 5 ნოემბერს ფრანქფურტის ოპერის დარბაზში გაიმართება.

მსოფლიოს ოთხგზის, ევროპის ექვსგზისა და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი პირველი ქალი სპორტსმენია, ვისაც "სპორტის ლეგენდად" აღიარებენ. ადრე ასეთ ჯილდოებს მხოლოდ მამაკაც სპორტსმენებს გადასცემდნენ. მანამდე მსგავსი პატივი წილად ხვდათ მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ყოფილ მეკარეს ოლივერ კანს, უიმბლდონის სამგზის ტრიუმფატორს, "დიდი სლემის" ტურნირების ექვსგზის ჩემპიონს ბორიკ ბეკერს, ხელბურთში გერმანიის ნაკრების მწვრთნელს ჰაინერ ბრანდტსა და ლეგენდარულ გერმანელ ფეხბურთელს ფრანც ბეკენბაუერს.

"სპორტის ლეგენდა" - ეროვნული პრემიაა, რომელიც მიენიჭებათ გერმანიაში მცხოვრებ ან მოღვაწე სპორტსმენებს. ის სპორტული გამოცემების გაერთიანებამ დააწესა და სწორედ ეს ორგანიზაცია აწესებს აღნიშნულ ჯილდოს. პრემია ყოველწლიურია და ის გერმანული სპორტული პრესის მეჯლისისას გადაეცემა ლაურეატს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა