სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ექსჩემპიონმა დევიდ ჰეიმ, შესაძლოა, ხუთშაბათს კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადოს
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ექსჩემპიონმა, ბრიტანელმა დევიდ ჰეიმ, შესაძლოა, ხუთშაბათს გამოაცხადოს კარიერის დასრულების შესახებ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჰეი თავის დანაპირებს აასრულებს. როგორც იცით, დევიდმა არაერთხელ განაცხადა, რომ 31-ე დაბადების დღეზე დაასრულებს კარიერას. 31 წელი ჰეის უახლოეს ხუთშაბათს უსრულდება.

ეს ვარაუდი კიდევ უფრო გაამყარა ბოლო ინფორმაციამ - ბრიტანელმა მოკრივემ ჩააბარა საკრივო ლიცენზია, რითაც უარი თქვა კარიერის გაგრძელებაზე. ამ ცნობას გაზეთი "სანი" ავრცელებს.

მართალია, ეს ამბავი ოფიციალურად არავის დაუდასტურებია, მაგრამ კრივის ბრიტანული საბჭოს მდივანი რობერტ სმიტი "სანის" ფურცლებზე ასეთ რამეს ამბობს: "ორშაბათს ელექტრონული ფოსტით მივიღე წერილი, რომელიც გვატყობინებს, რომ ჰეი აღარ აპირებს კარიერის გაგრძელებას. საბჭო ამ საკითხს ოთხშაბათს განიხილავს, თუმცა არანაირი საფუძველი არ გვაქვს წინ აღვუდგეთ მოკრივის ამ გადაწყვეტილებას. ლიცენზიის გარეშე ის რინგზე გასვლას ვერ შეძლებს".

ამასობაში, ბრიტანელი მოკრივის მენეჯერმა ადამ ბუტმა განაცხადა, რომ ყველაფერი WBC-ის ჩემპიონ ვიტალი კლიჩკოზე იქნება დამოკიდებული: "დიახ, დევიდს არაერთხელ უთქვამს, რომ დაასრულებს კარიერას, როგორც კი 31 წლის გახდება. სავარაუდოდ, ასეც იქნება, თუ ვიტალი კლიჩკო ვერ მოასწრებს ჰეისთვის რეალური წინადადების შეთავაზებას".

პაკიაო ამერიკაში ჩავიდა

12 ნოემბერს ლას ვეგასში წლის ერთ-ერთი მთავარი საკრივო ორთაბრძოლაა დანიშნული - მსოფლიოს საუკეთესო მოკრივედ აღიარებული ფილიპინელი მენი პაკიო მექსიკელ ხუან მანულ მარკესს შეხვდება.

რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი პაკიაო გუშინ ლოს ანჯელესში ჩავიდა, სადაც ბოლო, ხუთკვირიან შეკრებას გაივლის. ფილიპინელი კარიერაში მესამედ შეხვდება მარკესს. ამ მოკრივეთა პირველი ჩხუბი ფრედ დასრულდა, მეორე კი პაკიაომ მოიგო.

ფილიპინელი ამჟამად ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციის საჩემპიონო ქამარს ფლობს და მომავალ შეხვედრაში სწორედ ეს ტიტული გათამაშდება.

აეროპორტში პაკიაომ განაცხადა, რომ თითქმის ოპტიმალურ ფორმაში იმყოფება. მისი თქმით, ამჟამად 80 პროცენტით მზად არის მარკესთან შესახვედრად.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ დაიწყო ასე ნაადრევად მზადება ამ ბრძოლისთვის, მენიმ უპასუხა, რომ ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, თანაც მარკესი სერიოზული მეტოქეა, რაც მან წინა ბრძოლებში დაამტკიცა. თუმცა, პაკიაოს თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ ამჯერედაც გამარჯვებული დატოვებს რინგს.

ორი წლის წინ მენი პაკიაო პოლიტიკაში წავიდა და ამჟამად ფილიპინების კონგრესის წევრი გახლავთ, გაისად კი ქვეყნის ერთ-ერთი ოლქის გუბერნატორის პოსტზე იყრის კენჭს. ამის გამო, მენიმ, შესაძლოა სულ მალე დაასრულოს თავისი ბრწყინვალე საკრივო კარიერა.

პაკიაოზე უფრო საინტერესო განცხადებები მოკრივის მწვრთნელმა ფრედი როუჩმა გააკეთა. კერძოდ, ცნობილმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ახლო მომავალში პაკიაოსა და ბრიტანელი ჩემპიონის ამირ ხანის შეხვედრას. ამ ინფორმაციაში საინტერესო ის არის, რომ როუჩი ხანის მწვრთნელიც გახლავთ.

ფრედიმ ერთი საინტერესო მომენტი გაუმხილა ჟურნალისტებს - პაკიაოს გუნდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მწვრთნელს სთხოვა სპარინგში აღარ შეაჯიბროს ერთმანეთს მენი და ამირი, როგორც ეს ადრე ხდებოდა. სახელოვანი მწვრთნელი ასეთი ბრძოლის წინაღმდეგია, მაგრამ თუ ის მაინც გაიმართება, როუჩი პაკიაოს მხარეს დაიჭერს.

"ჩემი აზრით ასეთი ბრძოლა შესაძლებელია, - ამბობს ფრედი როუჩი. - არ მინდა, მსგავსი რამ მოხდეს, მაგრამ პაკიაოს მეტოქეები გამოელია, მისი ბრძოლა ამირ ხანთან კი წესით, კარგად გაიყიდება. შემთხვევითი არ არის, რომ პაკიაოს ბანაკიდან ვიღაცამ მთხოვა, რომ ისინი სპარინგში აღარ დავაყენო ერთმანეთის წინააღმდეგ. თუ ასეთი ბრძოლა მაინც გაიმართა, გარწმუნებთ, რომ რინგზე მენის კუთხეში ვიმუშავებ, რადგან ის ჩემი ბიჭია".

შეგახსენებთ, რომ ამირ ხანმა ცოტა ხნის წინ ნახევრადსაშუალო წონაში გადასვლა გადაწყვიტა, სადაც სწორედ ფილიპინელი მოკრივე ასპარეზობს.

ფრედი როუჩმა აგრეთვე კომენტარი გააკეთა ამირ ხანისა და ფლოიდ მეივეზერის მომავალ შეხვედრაზე: "უკვე ბევრი მოვისმინე ამირისა და ფლოიდის პოტენციურ დაპირისპირებაზე, მაგრამ ახლა ჩვენ გველის ბრძოლა ლამონტ პიტერსონთან. ეს ბიჭი ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ბრძოლის წარმართვის კარგი მანერით გამოირჩევა, ასე რომ, წინ რთული შეხვედრაა. თუმცა ამ ბრძოლის შემდეგ მივმართავთ მეივეზერს. სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მეგონა, რომ პაკიაო პირველი შეხვდებოდა ფლოიდს, თუმცა შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩემი ორივე მოკრივე დაამარცხებს მეივეზერს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
წიტაიშვილი "მეცში" გამოარჩიეს - ქართველს კარგი კარიერული პერიოდი უდგას
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს